კახა კალაძე:კალასს და მსგავსი ტიპის ბიუროკრატებსის ფაქტი აწუხებთ, რომ გამჭვირვალობის გარეშე ქვეყანაში შავი ფულის შემოტანას ვერ შეძლებენ
პოლიტიკა • 1744884090

„თუ საჭირო გახდება, მივიღებთ დამატებით ისეთ კანონებს, რაც ქვეყნის ინტერესებს ითვალისწინებს და სუვერენიტეტს აძლიერებს“, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა მედიასთან ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასის განცხადების საპასუხოდ ისაუბრა.
როგორც კახა კალაძემ მედიასთან საუბრისას აღნიშნა, „გრანტების შესახებ“ კანონში ცვლილებების დამტკიცებით ქვეყანაში გამჭვირვალობის გარეშე შავი ფულის შემოტანა და რევოლუციების მოწყობის მცდელობები აღარ მოხდება.
„კალასი და მსგავსი ტიპის ბიუროკრატები, რომლებიც ებრძვიან საქართველოს დამოუკიდებლობას და სუვერენიტეტს, ვერ შეძლებენ გამჭვირვალობის გარეშე ქვეყანაში შავი ფულის შემოტანას. შესაბამისად, ვერ მიმართავენ ამ ფულს სახელმწიფო გადატრიალებასა და რევოლუციაში. სწორედ ეს ფაქტი აწუხებთ.
კანონების მიღება, კონკრეტული გადადგმული ნაბიჯები - ეს ყველაფერი კეთება ქვეყნის საკეთილდღეოდ, რომ ვიყოთ დამოუკიდებლები, გავაძლიეროთ სუვერენიტეტი და ამ ტიპის ბიუროკრატებს არ მიეცეთ შესაძლებლობა, რომ საქართველოს ინტერესები სათავისოდ გამოიყენონ. ჩვენი ქვეყნის ინტერესების ფეხქვეშ გათელვის უფლებას არავის მივცემთ. თუ საჭირო იქნება დამატებითი კანონების მიღება, რომლებიც ქვეყნის ინტერესებს გაითვალისწინებს და სუვერენიტეტს გააძლიერებს, რა თქმა უნდა, მივიღებთ“, - აღნიშნა თბილისის მერმა.

"მთავარის" ინფორმაციით, კახეთში, კრიმინალური ავტორიტეტის, მალხაზ ბადუაშვილის ძმისშვილი ნოდარ ბადუაშვილი დააკავეს | არსებული ინფორმაციით, მას კაჭრეთში მანქანა გაუფუჭდა, რა დროსაც პოლიციამ აიყვანა მისი...
კრიმინალი • 1747592511

"თუ მოახერხებს პრეზიდენტი [ტრამპი] "დიფ სთეითის" შესუსტებას, ამ შემთხვევაში, ეს აუცილებლად დადებითად აისახება ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებზე. თუ ვერ შეასუსტებს, ამ შემთხვევაში, დარჩება ის სტატუს-კვო, რ...
პოლიტიკა • 1747591520

კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთმა ლიდერმა, ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ პალიტრანიუსის ეთერში თქვა, რომ 22 მაისს, მის სასამართლო პროცესზე, აქვს მოლოდინი, რომ გირაოს გადაუხდელობის მიზეზით დაიჭერენ. "დღეს გამდის...
პოლიტიკა • 1747590842

"მთავარი გზავნილი არის ის, რომ გვაქვს ინტერესი, გადაიტვირთოს ურთიერთობები. ეს არის მთავარი, რაც იყო მოცემული ჩვენს წერილში. გვაქვს ინტერესი, რომ ჩამოყალიბდეს სამართლიანი ურთიერთობები საქართველოსა და ა...
პოლიტიკა • 1747590140

სტამბოლში სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ მკაფიოდ თქვა, რომ ჩვენ "მტკიცე სამშვიდობო გეგმა" წარვადგინეთ. ლონდონის შეხვედრების შემდეგ ჩვენ (აშშ-მ) შევადგინეთ ყოვლისმომცველი 22-პუნქტიანი გეგმა, რომელიც...
რუსეთ-უკრაინის ომი • 1747589085

17 მაისს ქართველი ფეხბურთელები, ხვიჩა კვარაცხელია, გიორგი მიქაუტაძე და ზურიკო დავითაშვილი მაისურზე ლგბტ დროშითა და ჰომოფობიის საწინააღმდეგო სლოგანით თამაშობდნენ. სამივე ფეხბურთელის გუნდი საფრანგეთის...
სპორტი • 1747588981