კახა კალაძემ მარშალ გელოვანის სახელობის ახლადრეაბილიტირებული პარკი დაათვალიერა

პოლიტიკა 1631641190

კალაძე

 

 

ვაკის რაიონში მარშალ გელოვანის სახელობის პარკის რეაბილიტაცია დასრულდა. რეაბილიტირებული პარკი დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძესთან  ერთად დაათვალიერა.

 

კახა კალაძემ მოსახლეობას მოუწოდა, მაქსიმალურად გაუფრთხილდნენ  პარკს და დაიცვან ის ვანდალიზმისგან.

 

„კიდევ ერთი მნიშვნელოვანი რეკრეაციული სივრცის პროექტი დავასრულეთ. ეს სივრცე მთლიანად მოუწესრიგებელი იყო, პროექტის ფარგლებში კი სრულად განახლდა, მოწესრიგდა და გამწვანდა მოეწყო ბავშვებისთვის დასასვენებელი სივრცე, ატრაქციონები, განახლდა შადრევანი, რომელიც, ფაქტობრივად, განადგურებული იყო,  ახლა კი ხედავთ, როგორი ლამაზია, განსაკუთრებით, როდესაც ბინდდება  და  მხატვრული მინათებები ფერს იცვლის.  რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ადგილობრივი მოსახლეობა კმაყოფილია. ახლა მას სჭირდება  გაფრთხილება.  მოვლა-პატრონობაზე  პასუხისმგებლობას  ჩვენს თავზე ვიღებთ. ჩვენ ყველამ უნდა ვიზრუნოთ, რომ ვანდალიზმის  ფაქტები მინიმუმამდე დავიყვანოთ“, - განაცხადა თბილისის მერმა.

 

პარკის სარეაბილიტაციო სამუშაოები  6 000 კვ. მ ფართობზე ჩატარდა. პარკში განახლდა საბავშვო მოედანი და საფეხმავლო ბილიკი, შეიცვალა პანდუსები და განთავსდა საბაღე ფურნიტურა. ამასთან, დამონტაჟდა სასმელი წყლის შადრევანი, სარწყავი და განათების სისტემა. სამუშაოების ფარგლებში რეაბილიტირდა არსებული შადრევანი და მის მიმდებარედ დამატებით გამწვანებული თარგებიც მოეწყო, შესაბამისად, მწვანე არეალის მოცულობაც გაიზრდა.

 

მარშალ გელოვანის სახელობის პარკის სარეაბილიტაციო სამუშაოების ღირებულება 800 000 ლარს შეადგენს.

კახა კალაძესთან  ერთად ადგილზე იმყოფებოდნენ მერის მოადგილე ანდრია ბასილაია, გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსი გიგა გიგაშვილი, ვაკის რაიონის გამგებელი დავით კვინიკაძე, საქართველოს პარლამენტისა და თბილისის საკრებულოს დეპუტატები.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ლომჯარია აქციიდან
,,Gen-z ვერ გაარუსებთ! წინააღმდეგობა გაგრძელდება მიზნის მიღწევამდე!” – ნინო ლომჯარია

ყოფილი სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია სოციალურ ქსელში პარლამენტთან, აქციაზე გადაღებულ კადრს გვიზიარებს. ,,Gen-z ვერ გაარუსებთ! წინააღმდეგობა გაგრძელდება მიზნის მიღწევამდე!”, -წერს ნინო ლომჯარია. შეგა...

სოცმედია 1713498911

რასა იუკნევიჩიენე
დებიძინიზაციის გარეშე, ევროკავშირის ნაწილი ვერ იქნებით – რასა იუკნევიჩიენე

ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიენე “მთავარ არხთან” რუსული კანონის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებსა და საპროტესტო აქციებზე საუბრისას, ამბობს თუ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება სურს, ეს გადამწყვეტი...

პოლიტიკა 1713496347

აშშ-ის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი
“ირონიულია, რომ აცხადებს, რომ საკონსტიტუციო სამართლის იურისტია” – კელი დეგნანის უმწვავესი გზავნილები

ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი ელჩი საქართველოში, კელი დეგნანის განცხადებას, რომელიც მან ბოლონიაში, ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტში გააკეთა, ჟურნალისტი დემნა დევდარიანი სოციალურ ქსელში ავრცელებს: კელ...

პოლიტიკა 1713496163

გელა ხასაია
"ამას არ ჰყვება საჯაროდ, მაგრამ..." - რას წერს ზურაბ ჯაფარიძე გელა ხასაიაზე

"გელა ხასაია გალიდანაა გამოქცეული, ვეღარ აიტანა რუსული წნეხი. ერთხელ უნდა მოუსმინოთ მის ისტორიას. აფხაზეთით სუნთქავს, აფხაზეთით ცხოვრობს. აფხაზური ამბები • Аҧсуа ажәабжьқәa გააკეთა თავისით და მართავს....

სოცმედია 1713495960

თაკო აბაშიძე
„დედაჩემს და მამაჩემს ვერსად ჩავაბარებ და ეს ჩემი არჩევანია!..“ - თაკო აბაშიძე

 მსახიობი და მომღერალი თაკო აბაშიძე დედ-მამის ალცჰაიმერის დაავადებას ოჯახის წევრებთან, ძმასა და რძალთან ერთდ ებრძვის და ჟურნალ „სარკესთან“ აღნიშნავს, რომ მათ ვერასდროს ჩააბარებს მოხუცებულთა თავშესაფარ...

საზოგადოება 1713495912

ამინდი
როგორი ამინდი იქნება 20 აპრილამდე

 გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 19-20 აპრილს ზოგან გაწვიმდება, შესაძლებელია ელჭექიც. დასავლეთ საქართველოში 19 აპრილს ჰაერის ტემპერატურა დაიკლებს, ხოლო ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში შენარჩუნდება მაღალ...

საზოგადოება 1713495420