“კალაძისგან და გახარიასგან მიტოვებული ადამიანები დახმარებას ითხოვენ” - ანა ბიბილაშვილი

პოლიტიკა 1632076901

ანა ბიბილაშვილი

"ლელოს" თბილისის მერობის კანდიდატი ანა ბიბილაშვილი თბილისში არსებულ მძიმე სოციალურ ფონზე საუბრობს. ბიბილაშვილი აცხადებს, რომ კალაძემ ადამიანები დაივიწყა და მედიკამენტებისა და საცხოვრებელი ადგილის გარეშე დატოვა.

ბიბილაშვილი არსებულ სიტუაციაში თბილისის მოქმედი მერისა და ყოფილი პრემიერის პასუხისმგებლობას ხედავს.

"დღეს მთელი დღის განმავლობაში თბილისის სხვადასხვა უბნებში შევხვდით ადამიანებს და მოვისმინეთ მათი ისტორიები. მოვისმინეთ ის რაც ისედაც კარგად ვიცით, ის პრობლემები რომლებიც არსებობს. შევხვდით ქალბატონს, რომელსაც აქვს მძიმე დაავადება და მერიამ მიატოვა. გამგეობაში შეიტანეს განცხადება, რომ დაეფინანსებინათ საცხოვრებელი ადგილი, რაზეც უარი მიიღო. უარი მიიღო მედიკამენტების დაფინანსებაზეც. ადამიანებს აწუხებს, თუ როგორი მომავალი ექნება ამ ქალაქს და ქვეყანას " ქართული ოცნების" ხელში. ჩვენ ასევე შევხვდით ბატონ ნოდარს, რომელიც ომის ვეტერანია, ისიც ასევე მიატოვა სახელმწიფომ. ის პენსია რომელსაც მათ უხდიან არის შეურაცხყოფა, ეს არის მაგალითი როგორ ექცევიან ადამიანებს ამ ქვეყანაში. დღეს ისინი არაფერს არ ელოდებიან ამ ქვეყნისგან გარდა იმისა რომ ჩვენ ვიბრძოლოთ ამ ქვეყნისთვის. ვიბრძოლოთ მომავლისთვის.


დღეს ვიყავით გლდანში ბაზრობაზე სადაც ადამიანები ვნახეთ და გვითხრეს თუ რამდენ გაჭირვებულს ხედავენ ყოველდღე. ამ ყველაფერს ვერც კალაძე და გახარია ვერ ხედავს, რომელმაც დღეს აღმოაჩინა თბილისის ერთ-ერთი ქუჩა.

ანა ბიბილაშვილის თქმით ქვეყნისა და ქალაქის მომავლის კეთილდღეობისათვის საჭიროა შესაბამისმა ადამიანებმა აიღონ მმართველობა. ასეთი ადამიანები კი "ლელოში" არიან.

"ლელოს" აქვს პროგრამა, ხედვა და ძალა თუ როგორ შევცვალოთ ეს ქვეყანა და თბილისი. ჩვენ გვაქვს იდეა, როგორ შევცვალოთ თბილისი და ეს იდეა არის ადამიანის ქალაქი, ადამიანებზე მორგებული ქალაქი. ჩვენ ერთად შეგვიძლია თითოეულ თქვენგანზე ზრუნვა. 2 ოქტომბერს ჩვენ ავირჩევთ ქვეყანას, ჩვენი შვილების და მომავლისათვის," - აღნიშნა ბიბილაშვილმა

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
კალაძე
„მისი განცხადებები რეალობას ძალიან აცდენილია“ - კახა კალაძე  გახარიაზე

დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ  რეალობას აბსოლუტურად აცდენილი უწოდა გიორგი გახარიას განცხადებას  „ქართული ოცნების“ მომავალ არჩევნებში დამარცხებასა და ოპოზიციაში გადანაცვლებასთან  დაკავშირებით, როდესაც...

პოლიტიკა 1711715359

ქარქაშაძე
„დაპირება, რომ გაზაფხულზე ქუთაისის აეროპორტის მგზავრებს ქალაქის ცენტრამდე ახალი ავტობუსები მოემსახურებოდა, შესრულებულია“ - ირაკლი ქარქაშაძე

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების მიერ გასული წლის ბოლოს გაცემული დაპირება, რომ გაზაფხულზე გვეყოლებოდა ახალი ავტობუსები, რომლებიც მგზავრებს ქალაქის ცენტრამდე მოემსახურებოდნენ, შესრულებულია, – ამის...

ბიზნესი & ეკონომიკა 1711715210

გორგასლის ქუჩა
ვახტანგ გორგასლის ქუჩაზე არსებული შუა ზოლის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური კრწანისის რაიონში, ვახტანგ გორგასლის ქუჩაზე არსებული შუა ზოლის რეაბილიტაციას ახორციელებს. სარეაბილიტაციო არეალი ორ ჰექტარს მოიცავს.   სამუშაოების მიმდ...

საზოგადოება 1711715107

სუსი
თანხის ქრთამად აღებისთვის გადაუდებელი დახმარების ცენტრის 3 ყოფილი თანამშრომელი დააკავეს - სუს-ის განცხადება

 სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, "განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე" გადაუდებელი დახმარების ცენტრის ჰოსპიტალიზაციის ცვლის უფროსის ყოფილი მოადგილე და ამავე ცენტრის ჰოსპიტალიზ...

კრიმინალი 1711715021

კობახიძექ
“ენმ–15%, ოცნება – 60%, ვერც ერთი სხვა პარტია ვერ ლახავს ბარიერს” – ირაკლი კობახიძე

პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ, ჟურნალისტებთან განაცხადა: “რაც მეტი 2%-იანი და 3%-იანი პარტია იქნება ოპოზიციაში, მით უკეთესი. საბოლოო ჯამში, ეს ჩვენ დაგვეხმარება საკონსტიტუციო უმრავლესობის მიღება...

პოლიტიკა 1711714877

18 მეტრიანი ავტობუსი
მუნიციპალური ტრანსპორტის სხვადასხვა მარშრუტს 30 მარტიდან ავტობუსები დაემატება

დედაქალაქში მოქმედ მუნიციპალური ტრანსპორტის ხუთ მარშრუტს 30 მარტიდან ავტობუსები დაემატება და მოცდის ინტერვალი შემცირდება.   ავტობუსების რაოდენობა N309, N310, N370, N381 და N388 მარშრუტებზე იზრდება. პი...

საზოგადოება 1711701242