კალიურანდი "ოცნებას": სერიოზულად მოეკიდეთ კრიტიკას, რომელიც მეგობრებისგან მოდის

პოლიტიკა 1653057848

კალიურანდი

მოგიწოდებთ მეგობრების კრიტიკას სერიოზულად მოეკიდეთ -  ევროპარლამენტარი და სამხრეთ კავკასიის დელეგაციის ხელმძღვანელი "ქართულ ოცნებას" მიმართავს და ბოლოდროინდელი ანტიდასავლური განცხადებების გამო აკრიტიკებს.

მისი თქმით, პარტნიორების მხრიდან კრიტიკის მიუღებლობა ქვეყნის ევროპულ მომავალზე ცუდად აისახება.

"ჩემი რჩევა იქნება, რომ სერიოზულად მოეკიდონ კრიტიკას, რომელიც მეგობრებისგან მოდის. ისინი არიან საქართველოს მეგობრები ევროკავშირსა და ევროპარლამენტში, საქართველო კი ახლა ძალიან კრიტიკულ პერიოდს გადის. ქვეყანამ შეიტანა განაცხადი ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღებაზე და შედეგს ექნება უზარმაზარი გავლენა საქართველოზე. ამიტომ, მე უყურადღებოდ არ დავტოვებდი იმ ადამიანებისგან მომავალ კრიტიკას, რომლებიც საქართველოზე ფიქრობენ და მის ინტერესებს უფრო მაღლა აყენებენ , ვიდრე ჩვენი ყოველდღიური პოლიტიკური ინტერესებია. კონსტრუქციული კრიტიკა სერიოზულად უნდა იქნას მიღებული. არავინ ამბობს, რომ საქართველო დემოკრატიული ქვეყანა არ არის, მაგრამ ასეთი განაჩენის გამოტანა მართლმსაჯულების რეფორმის  შუაგულში, სახიფათოა. ახლა თუ საქართველო ვერ მიიღებს კანდიდატის სტატუსს და ვერ დაიწყებს მოლაპარაკებებს წევრობაზე, ეს შესაძლებლობების ფანჯარა დაიხურება და მე არ ვიცი, კიდევ როდის გაიხსნება ეს ფანჯარა. ამიტომ ნაცვლად განცხადებების კეთებისა, წარსულში ყურებისა, პოლიტიკური პოლარიზაციისა, ყველა პოლიტიკური პარტია დღეს უნდა გაერთიანდეს, რადგან საქმე ეხება საქართველოს გადარჩენას და იმას, თუ როგორი იქნება საქართველოს მომავალი ევროკავშირთან, თუ ევროკავშირის გარეშე" , - ამბობს "მთავართან" საუბარში  მარინა კალიურანდი.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ნიუ იორკი თავის დაწვა
ნიუ იორკის სასამართლოსთან, ტრამპის პროცესის მიმდინარეობისას, მამაკაცმა თავი დაიწვა

ნიუ-იორკის სასამართლოსთან, სადაც დონალდ ტრამპის სასამართლო პროცესის მიმდინარეობისას, მამაკაცმა თავი დაიწვა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს. კაცი საავადმყოფოში გადაყვანიდან რამდე...

მსოფლიო 1713597680

სტუდენტი
სტუდენტი, რომელიც უნივერსიტეტში საქართველოს და ევროკავშირის დროშებით მივიდა, კობახიძის ლექციაზე არ შეუშვეს

ირაკლი კობახიძის სტუდენტი ლექციაზე არ შეუშვეს. ახალგაზრდას, რომელიც უნივერსიტეტში საქართველოს და ევროკავშირის დროშებით მივიდა, სალექციო აუდიტორის კარიი ჩაუკეტეს. რუსული კანონის მოწინააღმდეგე სტუდენტს...

პოლიტიკა 1713596794

ნათია ფანჯიკიძე
„ხალხო, ეს თაობა ჩვენ გავზარდეთ, წარმოგიდგენიათ?“ - რა ვიდეოს აქვეყნებს ნათია ფანჯიკიძე

ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე სოცქსელში ვიდეოს აქვეყნებს და სოცქსელში წერს: „ხალხო, ეს თაობა ჩვენ გავზარდეთ, წარმოგიდგენიათ? როგორ შევძელით? სამი ვერსია მაქვს - არც ისე ცუდები ვართ, როგორც ხშირად გვეჩვენე...

სოცმედია 1713596625

ლავროვი
„შვეიცარია ღიად მტრული ქვეყანაა“ - ლავროვი

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ შვეიცარია უკრაინის ომთან დაკავშირებით სამშვიდობო კონფერენციას ვერ უმასპინძლებს, რადგან ის ნეიტრალური ქვეყნიდან „ღიად მტრულ სახელმწიფოდ“...

მსოფლიო 1713596491

გამომცემლები
"დაუშვებლად მიგვაჩნია იმ კანონის მიღება, რომლის გაწვევისკენ მოგვიწოდებენ თავისუფალი, ცივილიზებული სამყაროს წევრი ქვეყნები" - გამომცემელთა ასოციაცია

საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია რუსულ კანონთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და წერს, რომ დაუშვებლად მიაჩნიათ იმ კანონის მიღება, რომლის გაწვევისკენ თავისუფალი, ცივილი...

პოლიტიკა 1713594042

მასწვლებელი
„რა ვუთხრა ხვალ ბავშვებს? ასე უხერხულად არასდროს ვყოფილვარ“ – მასწავლებელი რუსულ კანონზე

 მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ფინალისტი, აფხაზეთის მე-10 საჯარო სკოლის მასწავლებელი მელორ ცქვიტაია ფეისბუქში რუსული კანონს ეხიანება და წერს: „თითქმის სამი ათეული წელია მასწავლებელი ვარ! ასე უხერხულად...

საზოგადოება 1713593827