კაცი, რომელიც მდინარაძემ მოადგილედ დაინიშნა, წინა ხელისუფლების დროს მოქალაქეების დარბევას ხელმძღვანელობდა - მედია
პოლიტიკა • 1756971737
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პოსტზე დანიშნულმა, მამუკა მდინარაძემ ერთ-ერთ მოადგილედ დანიშნა კაცი, რომელიც საჯარო სივრცეში გავრცელებული კადრების მიხედვით, 2009 წელს თბილისის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან მოქალაქეების დარბევას ხელმძღვანელობდა.
საუბარია ლევან ხარაბაძეზე, რომელიც ირაკლი კობახიძემ ქვემო ქართლის გუბერნატორად 6 მაისს დანიშნა.
ლევან ხარაბაძე, რომელიც მდინარაძემ მის მოადგილედ დანიშნა, გავრცელებული ინფორმაციით, 2009 წლის 15 ივნისს იმ აქციის დარბევაში მონაწილეობდა, სადაც აქტივისტები სხვა დაკავებულებთან ერთად ირკალი კობახიძის სიძის დავით ფაცაციას გათავისუფლებას ითხოვდნენ.
ოფიციალური ინფორმაციით, სუს-ის ხელმძღვანელის პირველ მოადგილედ იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე ლაშა მაღრაძე დაინიშნა.
სახალმეიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, სუს-ის უფროსის მოადგილეებად იუსტიციის მინისტრის მოადგილე ალექსანდრე მაისურაძე, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული ლევან ხარაბაძე და სუს-ის სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარატმენტის დირექტორი თამაზ ბორაშვილი დაინიშნნენ.
საქართველოს ისტორიის მეათე კლასის სახელმძღვანელოში, რომლის ავტორებიც ჯაბა სამუშია, გიორგი კალანდია და ალექსანდრე ბოშიშვილი არიან, პირველი რესპუბლიკის პერიოდი (1918–1921 წწ.) ნახსენები არ არის. არსებულ...
განათლება • 1789310296
მთავრობა პარლამენტს წარუდგენს საკანონმდებლო ინიციატივას, რომლის მიხედვითაც პროფესიული სწავლების გარკვეული პროგრამები და კრედიტები უმაღლეს განათლებაში აღიარდება. გივი მიქანაძის თქმით, ცვლილების მიზანი...
განათლება • 1789282609
13 სექტემბრის ენერგიები გამოირჩევა ემოციური სიმწიფის, შინაგანი სიცხადისა და მიზანმიმართული მოქმედებების ჰარმონიული სინთეზით. კოსმოსური ფონი გვეხმარება, გონება გავათავისუფლოთ ზედმეტი შფოთვისგან და ყურა...
ეს საინტერესოა • 1789243500
„შაბათის ეთერმა“ მოიპოვა აუდიოჩანაწერი იმ სასამართლო პროცესიდან, სადაც ჯუანშერ ბურჭულაძემ ხელი უახლოეს მეგობარსა და თანამებრძოლს, ირაკლი ღარიბაშვილს დაადო. პროცესზე ბურჭულაძეს ჰკითხეს, შედიოდა თუ არა...
პოლიტიკა • 1789239110
ახმეტაში ყალბი რეცეპტის გამოწერის ბრალდებით ნევროლოგ მაია კოხტაშვილის დაკავებას ტელეწამყვანი და ექიმი ნინო ნადირაძე სოციალურ ქსელში ეხმაურება. იგი მკვეთრად უარყოფითად აფასებს მომხდარს და იმ პირის ქმედ...
საზოგადოება • 1789228734
შემოსავლების სამსახურის უფროსმა მიხეილ მაღლაკელიძემ და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსმა ლევან ხარაბაძემ თანამდებობები დატოვეს. აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ უწყებებში განუცხად...
პოლიტიკა • 1789226476










