„ხალხმა აქციებზე ზუსტად უნდა იცოდეს, რომ პარტიები მუშაობენ, მხოლოდ „ორბელიანების სასახლეში“ სიარული საქმეს არ შველის, ვინაიდან, მალე ამ შეკრების ადგილსაც მოხურავენ“ – მიხეილ სააკაშვილი
პოლიტიკა • 1733993792
ეს არის საბოლოო ჯამში პოლიტიკური პროცესი და მხოლოდ იმაზე აქცენტის გაკეთება რომ ბევრი პოლიტიკოსი აქციაზე დგას საკმარისი არაა, – წერს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მსჯავრდადებული მიხეილ სააკაშვილი, ბოლო კვირების განმავლობაში გამართული საპროტესტო აქციების შესახებ სოციალურ ქსელში.
მისი განცხადებით, საჭიროა აქციების პარალელურად ბევრად მჭიდრო ინტერაქცია პოლიტიკური პარტიების მხრიდან და მხოლოდ ორბელიანების სასახლეში სიარული საქმეს ვერ უშველის, ვინაიდან, მალე ოპოზიციონერებისთვის შეკრების ეს ადგილიც დაიხურება.
„საზოგადოება თვითორგანიზების სასწაულებს აჩვენებს.
სწორია, რომ პოლიტიკოსები არ ცდილობენ მოასხდნენ პროცესს. და მაინც, ეს არის საბოლოო ჯამში პოლიტიკური პროცესი და მხოლოდ იმაზე აქცენტის გაკეთება რომ ბევრი პოლიტიკოსი აქციაზე დგას საკმარისი არაა.
კარგია რომ გაკეთდა საერთო საინფორმაციო ცენტრი, მაგრამ ბევრად მეტია გასაკეთებელი. საჭიროა აქციების პარალელურად ბევრად უფრო მჭიდრო საჯარო ინტერაქცია.
ის რომ მერიოტთან “პოლიცია” თავს დაესხა ოთხ პარტიულ ფორმატს და ამის შემდეგ გვარამია დაიჭირეს და პარტიულ ოფისებში შევიდნენ, ნათლად აჩვენებს იმას რომ დიქტატურას ეშინია ამ ფორმატის.
მეორე მხრივ ხალხმა აქციებზე ზუსტად უნდა იცოდნენ რომ პარტიები მუშაობენ. მხოლოდ „ორბელიანების სასახლეში“ სიარული საქმეს არ შველის, ვინაიდან მალე ამ შეკრების ადგილსაც მოხურავენ“, – წერს სააკაშვილი.
"ჩვენ ვაგრძელებთ დიპლომატიას, რომელიც ომის დასრულებისკენ არის მიმართული. საჭიროა შევხვდეთ და ვიმუშაოთ, რათა ომის დასრულებისთვის ღირსეული პირობები შევქმნათ. არ უნდა დაგვავიწყდეს, საიდან გაჩნდა ეს ომი ე...
რუსეთ-უკრაინის ომი • 1765829803
„დღეს აღმოჩნდა, რომ ის სიმართლე, რომელიც მე ქრისტემ მომცა, ძალიან აწუხებთ იმ უსამართლოებს, რომლებიც არიან ერთი რუსის ეგზარხოსი, მეორე რუსის ემისარი და მესამეც რუსის ემისარი, ეს ორი დეკანოზი ემისრები ა...
პოლიტიკა • 1765829693
ოცნების პროპაგანდისტი გოგა ხაინდრავა კინოცენტრის კონკურსის ერთ-ერთი გამარჯვებულია და მათგან 955 000 ლარს მიიღებს | როგორც ეროვნული კინოცენტრის ვებგვერდზეა აღნიშნული, ხაინდრავამ სრულმეტრაჟიანი მხატვრულ...
პოლიტიკა • 1765829449
არქიმანდრიტ დოროთეს (ყურაშვილს) საპატრიარქომ მღვდელთმსახურების უფლება შეუჩერა. ამის შესახებ განცხადებას საქართველოს საპატრიარქო ავრცელებს. განცხადებაში აღნიშნულია, რომ მიზეზი საეკლესიო კანონიკური ეთ...
პოლიტიკა • 1765814591
სამოქალაქო აქტივისტი, ნენე გაბლაია, რომელიც რამდენიმე დღის წინ, რუსთაველის გამზირიდან პოლიციის თანამშრომლებმა აიყვენეს, სოციალურ ქსელში მისი "გატაცების" დეტალებს ყვება. ქალი აქტივისტი ყვება, რომ "გა...
პოლიტიკა • 1765810555
"ქართული ოცნება" უკმაყოფილოა შტატების პრეზიდენტის ქმედებებით და მისგან უფრო მეტს ელოდება. "კარგად დაიწყო, რატომ გაჩერდა ვერ ვხვდები" - ამბობდნენ დღეს ივანიშვილის პარტიაში. განსაკუთრებით უკმაყოფილო ა...
პოლიტიკა • 1765809136












