პოლიტიკა • 1734004311
3-მა გამარჯვებულმა, ოპოზიციურმა კოალიციამ რიგით მეორე შეხვედრა გამართა.
მოგვიანებით მათ ერთობლივი განცხადებაც გააკეტეს, რომლის თანახმადაც ოპოზიციას 2 მთავარი მოთხოვნა აქვს - ხელახალი არჩევნების ჩატარება და დაკავებულების გათავისუფლება.
გარდა ამისა, პროდასავლური პარტიები ამბობენ, რომ ერთადერთი ლეგიტიმური ინსტიტუტი ქვეყანაში პრეზიდენტია, შესაბამისად სალომე ზურაბიშვილი უნდა დარჩეს თანამდებობაზე.
"ჩვენ, 26 ოქტომბრის არჩევნებში გამარჯვებული პოლიტიკური პარტიები, არ ვცნობთ და არ ვაღიარებთ თვითგამოცხადებულ ხელისუფლებას, მის არცერთ შტოს.
ივანიშვილმა პროპაგანდით დაპირებული მშვიდობის მაგიერ ღია რეპრესიები, ტერორი და წამება დაუპირისპირა საქართველოს მოქალაქეების გაცხადებულ, ევროპულ არჩევანს. მისმა ბანდფორმირებებმა 500-მდე ადამიანი პოლიტპატიმრად აქცია, რომელთაგანაც 400-მდე წამებისა და არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი გახდა. პასუხად ქართველი ხალხი აგრძელებს უწყვეტ, მტკიცე და უპრეცედენტოდ მასშტაბურ პროტესტს მთელ საქართველოში, რაც გამარჯვების მთავარი წინაპირობაა. მთელი ცივილიზებული სამყარო, საქართველოს ლეგიტიმური პოლიტიკური სპექტრი და მოქალაქეთა აბსოლუტური უმრავლესობა, მოვითხოვთ, საქართველოს ევროპული და დემოკრატიული მომავლისთვის მებრძოლი პოლიტპატიმრების გათავისუფლებას - ყველა პირი, რომელიც ძალადობს მშვიდობიან დემონსტრანტებზე, პასუხს აგებს დამოუკიდებელი მართლმსაჯულების წინაშე...
ერთადერთი ლეგიტიმური სახელმწიფო ინსტიტუტი პრეზიდენტია, შესაბამისად, საქართველოს ლეგიტიმური წარმომადგენელი სალომე ზურაბიშვილია. არ ვცნობთ, 14 დეკემბერს ივანიშვილის მიერ მიტაცებულ ე.წ. პარლამენტს, რომელსაც არც საერთაშორისო და, არც ჩვენი პოლიტიკური ლეგიტიმაცია აქვს, ჩანიშნულ ე.წ საპრეზიდენტო არჩევნებს. არალეგიტიმურ პარლამენტს არ გააჩნია პრეზიდენტის არჩევის უფლებამოსილება - ამდენად სალომე ზურაბიშვილი რჩება საქართველოს პრეზიდენტად, თავდაცვის ძალების მთავარსარდლად და ქვეყნის უმაღლეს წარმომადგენლად საგარეო ურთიერთობებში. შექმნილი უმძიმესი პოლიტიკური კრიზისიდან არსებობს ერთადერთი გამოსავალი - ახალი და სამართლიანი არჩევნები. ვაფასებთ, საერთაშორისო პარტნიორების თანადგომას და ველით შემდგომ ქმედით და მკვეთრ ნაბიჯებს", - ამბობს 3 გამარჯვებული კოალიცია.
"ჩვენზე დგას ეს ქვეყანა... ჩვენ ვიხდით უშველებელ თანხებს ბიუჯეტში... ახალი არჩევნები არის დღევანდელი მოცემულობის გადამწყვეტი ფორმულა", - ამის შესახებ ბიზნესმენმა, თემურ ჭყონიამ განაცხადა. "როდესაც სა...
პოლიტიკა • 1737125995
გენერალმა სირკიმ უკრაინის შეიარაღებული ძალების უმაღლესი ჯილდო "ოქროს ჯვრით" უკრაინაში მებრძოლი გიორგი ფარცვანია დააჯილდოვა. ფარცვანიამ 2024 წელს აგვისტოს ომის დღეებში რუსეთში საქართველოს დროშა გაშალა.
რუსეთ-უკრაინის ომი • 1737124074
ბიძინა ივანიშვილი ბრიტანული სანქციების მოლოდინში - ირაკლი კობახიძე პირველ კომენტარს აკეთებს და ფაქტობრივად ერთი-ერთში იმეოებს "ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს გუშინდელი განცხადებას. ოლიგარქის პრემიერი ირ...
პოლიტიკა • 1737123966
რესპუბლიკელი კონგრესმენი ჯო უილსონი დიდი ბრიტანეთს ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე X-ზე წერს. "მოვუწოდებ ჩვენს ბრიტანელ მოკავშირეებს...
პოლიტიკა • 1737123229
"რამდენიმე აქტივისტის ჭკუაზე ეს ინსტიტუტი არ ივლის. ამას უნდა შეეგუოთ მომდევნო 4 წლის განმავლობაში", - ასე ეხმაურება სახალხო დამცველი, ლევან იოსელიანი მის ოფისთან გამართულ საპროტესტო აქციას. "დღეს, ჩ...
პოლიტიკა • 1737123133
"ბათუმელებისა" და "ნეტგაზეთის" დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის მხარდამჭერი აქციები ამ წუთებში თბილისსა და ბათუმში ერთდროულად იმართება. ბათუმში, პოლიციის სამმართველოსთან, თბილისში კი ორთაჭალაში მდებარე...
პოლიტიკა • 1737117357
ეს საინტერესოა • 1730230380
30 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი