ხელისუფლება ოპოზიციონების წინააღმდეგ

პოლიტიკა 1530962580

პოლიტიკა

იზრდება პოლარიზაცია, მაშასადამე, უფრო ცალსახა ხდება რეალური სახე ქართული ხელისუფლების, რომელიც, შესაძლოა, იმაზე უფრო ტოტალიტარული იყოს, ვიდრე ეს ერთი შეხედვით ჩანს. ვხდებით არაერთ სიუჟეტს თუ ვიდეო მიმართვას, სადაც პოლიტიკური დევნის მსხვერპლები ღიად საუბრობენ მათ წინააღმდეგ გამოცხადებულ სისტემურ დევნაზე. მათივე ინტერპრეტაციით საქართველოში ოპოზიციონერად ყოფნა, ნიშნავს მუდმივად ელოდე საფრთხეს როგორც ულტრა მემარჯვენე ხელისუფლების მიერ დაფინანსებული ჯგუფებისაგან, ასევე სამართალდამცავების მხრიდან.

 

„ქართული ოცნებას“ პოლიციასა და სხვა სამართლებრივ ორგანოებზე ფაქტობრივად მარიონეტული მმართველობა აქვს მოპოვებული. მთავრობა და მათთან დაახლოებული პირები განაგებენ მათ საქმიანობას, აქცევენ საკუთარი უკანონო დაკვეთების უბადლო შემსრულებლებად, შედეგად კი ოპოზიციური სპექტრის წარმომადგენლები ხდებიან ფიზიკური და ფსიქოლოგიური შევიწროების მსხვერპლნი.

 

სწორედ აღნიშნულ საკითხზე სასაუბროდ დავუკავშირდით ჩვენ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ აქტიურ წევრს, პოლიტიკურ და სამოქალაქო აქტივისტს ნიკოლოზ ჭონქაძეს, რომელიც მიმართ განხორციელებულ შემავიწროებელ გარემოებებზეც რამდენიმე დღის წინ დუშეთის “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის”

შტაბის გენერალურმა მენეჯერმა გიორგი ნიკოლაიშვილმა საჯარო განცხადება გააკეთა მოსახლეობასთან შეხვედრისას და მათ ფრთხილი, მაგრამ შეუპოვარი ბრძოლისკენ მოუწოდა !

ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვაზე, თუ როდის დაიწყო მისი პოლიტიკური დევნა და კონკრეტულად რა რეალობის წინაშე დგას დღეს, ნიკოლოზ ჭონქაძე აცხადებს:

„ჩემი პოლიტიკური დევნა დაიწყო მაშინ, როდესაც ხელისუფლებაში გამოჩნდა „ქართული ოცნება“ და პირველად განვაცხადე უარი, მხარი დამეჭირა ჯერ კიდევ ოპოზიციური გაერთიანება „ქართული ოცნებისთვის“, რითაც ჩემი ერთგულება გამოვხატე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ და იმ პოლიტიკის მიმართ, რომელიც 2012 წლამდე მათი მმართველობის დროს იყო საქართველოში. მას შემდეგ, რაც შეიცვალა ხელისუფლება, გაუქმდა ჩემი სახელმწიფო ტენდერით მოპოვებული უფლება, მომემარაგებინა საჯარო ბაღები. რატომ?! იმიტომ, რომ მე კატეგორიულად გავემიჯნე არჩევნებში ახლად დაარსებული კოალიციისთვის დამეჭირა მხარი !

ასე დაიწყო ყველაფერი, შემდეგ კი უსაშინელეს ვითარებაში აღმოვჩნდი. მიწევდა ამეტანა სიტყვიერი შეურაცხყოფა და  ფიზიკური ტერორი. ყველაფერს ამძაფრებდა ის რომ ჩემი მეუღლე თეონა ოქრუაშვილიც სანამ უშუალოდ შევუერთდებოდით პარტიას, მანამდეც აქტიურად გამოხატავდა თავის ოპოზიციურ განწყობას ხელისუფლების მიმართ, რის გამოც ფაქტობრივად აგრესიის ობიექტები ვიყავით დუშეთის რეგიონში .

რომელი ერთი გავიხსენო? მომიგზავნეს კრიმინალური ავტორიტეტები რათა ჩემი ბიზნესიდან უკანონოდ მიეღოთ წილი. მაშინ ჯერ კიდევ მქონდა იმედი რომ პოლიციის დახმარებით ვიპოვიდი სამართლიანობას, თუმცა მათი უმოქმედობით, რომელიც პირდაპირი მნიშვნელობით ხელის შეწყობას ნიშნავდა კრიმინალებისთვის გავხდი ფიზიკური თავდასხმის მსხვერპლი. მომიწია ჰოსპიტალიზება. რამდენჯერმე გამომაგდეს სხვადასხვა პოლიციის განყოფილებიდან, რადგან მოვითხოვდი სამართლიანობას, ჩემს საქმეზე რეაგირების მოხდენას თუმცა უშედეგოდ.უკვე ის რაც ჩემს მსგავს დაუმორჩილებლობას მოჰყვა, ჩემი ოჯახის მეხსიერებაში სამუდამოდ დარჩება. კერძოდ მხედველობაში მაქვს 2017 წლის არჩევნებისას მომხდარი ინციდენტები, რომელმაც შეცვალა ჩემი ცხოვრება. წინაპირობა რის გამოც მე უმოწყალოდ მცემეს და ბასრი საგნით დამჭრეს არის ჩემი მეუღლის თეონას მიერ უსამართლობის გაპროტესტება, როდესაც იგი 2017 წლის 21 ოქტომბერს, დაკისრებული ვალდებულებისამებრ ასრულებდა დამკვირვებლის მოვალეობას დუშეთის  N49 საარჩევნო ოლქში. თეონამ მალევე შენიშნა თუ როგორ აწარმოებდა სიებს „ქართული ოცნების“ ეგიდით მივლენილი დამკვირვებელი. ეს პიროვნება ინიშნავდა ადამიანის სახელებს და მათ სთხოვდა საკუთარი ბიულეტენისთვის საარჩევნო ჯიხურშივე გადაეღოთ ფოტო რათა შემდგომ მმართველი ხელისუფლების სასარგებლოდ მიცემული საარჩევნო ხმა დაედასტურებინათ . არც თქვენთვის არის რთული მისახვედრი ხომ საბჭოთა დროინდელი მოსყიდვის შემთხვევასთან რომ გვაქვს საქმე? ჩემმა მეუღლემ სცადა მისი მოვალეობა შეესრულებინა, რა დროსაც იგი უმოქმედობისა და ინფანტილურობის მსხვერპლი გახდა უბნის კომისიის თავმჯდომარის მხრიდან, ხოლო მისი რადიკალური მოთხოვნის გამო, კანონდამრღვევი დამკვირვებლის ქმარი დაესხა თავს. ჩემმა მეუღლემ ხომ გაატარა საავადმყოფოში ორი დღე, ეს არ იმყოფინეს და 2 დღეში მე დამესხნენ თავს, შენს ცოლს რატომ ვერ აკონტროლებო, საშინელ სიტყვებს მეძახდნენ, მაშინვე როგორც კი ვახსენე რომ ყველაფერს პოლიციაში განვაცხადებდი მუცელში დამჭრეს. ახლაც მეტყობა 12 ნაკერისგან შრამი.

არ ვარ პირველი და არც უკანასკნელი ვინც ამ შემზარავ გარემოებებზე საუბრობს. მომისმენია უკანონოდ დაკავებული პოლიტიკური აქტივისტების ისტორიები, ადამიანები რომლებსაც მოიტაცეს, ან უკანონოდ დააპატიმრეს მხოლოდ იმიტომ რომ ოპოზიციონერები არიან !

ჩვენ კარგად ვიცით ქართული პოლიტიკური სპექტრი და ისიც თუ რაზეა წამსვლელი „ქართული ოცნება“ რომელიც სკანდალით მოვიდა ხელისუფლებაში და იგივე განწყობით განაგრძობს თავისი პოლიტიკის განმტკიცებას. რა სახის დამცირება არ ამიტანია სამართალდამცავების მხრიდან. მომაკვდავი, დაჭრილი კაცის ჩვენებაზეც კი არ მოახდინეს რეაგირება. ალბათ უნდა მოვმკვდარიყავი, მაგრამ მაგ შემთხვევაშიც რაიმეს მოიფიქრებდნენ რომ ნაცვლად მსხვერპლისა, პროვოკატორის სტატუსი მოენიჭებინათ.

ჩემი დაჭრა არ ყოფილა ის რითაც დასრულდა ჩემი დევნა. იკითხავთ მეტი რა უნდა მოხდესო? დაიწყეს ჩემი დაშინება, ასე რომ ვთქვათ ემოციური ბრძოლა ჩემთან. ჯერ დამიბარეს ფინანსურ პოლიციაში, სადაც სცადეს ჩემთვის ფინანსური მაქინაციების დაბრალება, თუმცა არაფერი გამოუვიდათ. აი შემდეგ იყო უკვე 2018 წლის 2 ივლისს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში რომ დამიბარეს და ათასი საშინელი მეთოდით სცადეს ჩემით ემოციურად მანიპულირება. მთხოვდნენ დამესახელებინა პიროვნებები, ვინც წინასაარჩევნო კამპანიას აფინანსებდა. მოითხოვდნენ დეტალურ ჩვენებას მათ წინააღმდეგ. რა თქმა უნდა რადიკალურ წინააღმდეგობას გამოვხატავდი. მე როგორც ოპოზიციური პარტიის მხარდამჭერს მომიხსენიებდნენ უხამსი სიტყვებით, ჩემი პოზიციის გამო მრაცხავდნენ ქვეყნის მტრად. ჩემი საბოლოო განადგურება გამოიწვია საუბრისას ჩემი ფეხმძიმე მეუღლის ხსენებამ, რითაც გავაცნობიერე რომ სახელმწიფო ყველაფერზე იყო წამსვლელი. სწორედ ამიტომ მივიღე გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ მიმემართა გენერალური ინსპექციისთვის და მეჩივლა „სუს“-ის მაღალჩინოსნის მიმართ ვინც ჩემს დაკითხვას უძღვებოდა. სწორედ დღეს შევიტანე საჩივარი, იმ იმედით რომ ეს დეპარტამენტი მაინც შეძლებს ჩემი დაცულობის უზრუნველყოფას.

წარმოგიდგენიათ მაინც რას ნიშნავს გემუქრებოდნენ ცოლ-შვილით. მე მზად ვარ ჩემი საქმიანობის გამო ავიტანო ყველაფერი თუმცა იმის გააზრებაც კი მიჭირს რომ ჩემი ოპოზიციური განწყობის გამო, ჩემი არ დაბადებული შვილი დაადგება საფრთხის ქვეშ. წინასაარჩევნო დამცირება, თავდასხმები, ჰოსპიტალიზება, ყველაფერი გამოვცადე ჩემს თავზე, ავიტანე ძალადობა ჩემს მეუღლეზეც კი, რომელიც პირნათლად ასრულებდა საკუთარ პარტიულ მოვალეობებს. თვითონაც კარგად ხედავთ რომ ყველაფერი ვცადე თუმცა საქართველოში კორუმპირებული პოლიციის პირისპირ რომელიც თავის მხრივ მჭიდრო კოლაბორაციაში იმყოფება ხელისუფლებასთან და მასთან დაახლოებულ კრიმინალურ ავტორიტეტებთან, ყველა უძლურია. არ ვნებდები მაგრამ აქვს ჩემს ბრძოლას აზრი?  მე ვცხოვრობ იმედით რომ ოდესმე მოვიპოვებ სიმშვიდე. რას ვიზამ წინააღმდეგ შემთხვევაში? წარმოდგენა არ მაქვს, ერთადერთი რასაც ვითხოვ ის არის, რომ ჩვენი უფლებები დაცული იყოს !“ - აცხადებს ნიკოლოზ ჭონქაძე.

ინტერვიუს შემდგომ ჩვენ ვცადეთ დავკავშირებოდით როგორც დუშეთის პოლიციის დეპარტამენტს, ასევე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის პრესცენტრს, თუმცა ისინი ოპოზიციური პარტიის წევრების მიმართ ჩადენილ დანაშაულებრივ ქმედებებზე კომენტარის გაკეთებისგან კატეგორიულ უარს აცხადებენ 

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
მეუფე საბა აშშ
„მე, როგორც ერთ-ერთი მღვდელმთვარი, თანახმა ვარ, რომ პატიმრების შეწყალება მოხდეს“ - მეუფე საბა

ჩრდილოეთ ამერიკის ეპისკოპოსი, მეუფე საბა ინწკირველი იმ მღვდელმთავართაგან ერთ-ერთია, ვინც სინდისის პატიმრების შეწყალებაზე პატრიარქის მხრიდან საუბრის დაწყებას ემხრობა. როგორც სასულიერო პირმა “ტვ პირველი...

საზოგადოება 1778607897

მეუფე იაკობი
„ ჩემს ჭკუაზე რომ იყოს ეს ქვეყანა მოწყობილი ციხე არ იქნებოდა“ — მეუფე იაკობი სინდისის პატიმრების შეწყალებაზე

„მე არაემოციური ადამიანი ვარ, ყველაფერს ჩვეულებრივ ვხედავ და მიხარია. მე რომ ვიყო ციხე არ მექნებოდა, მაგრამ ჩემზე არ არის დამოკიდებული, მე საერთოდ იმას ვიძახი, ჩემს ჭკუაზე რომ იყოს ეს ქვეყანა მოწყობილ...

პოლიტიკა 1778601240

ნავთობი
უკრაინის მიერ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე მიტანილი იერიშების გამო რუსეთში ბენზინის დეფიციტი დაიწყო - The Moscow Times

უკრაინის მიერ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე მიტანილი იერიშების გამო რუსეთში ბენზინის დეფიციტი დაიწყო | ინფორმაციას The Moscow Times პროსამთავრობო გამოცემა Kommersant-ის მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელ...

რუსეთ-უკრაინის ომი 1778601094

ივანიშვილი
შეკვეთილში ივანიშვილის პარკების შენახვა და მოვლა-პატრონობა სახელმწიფოს 4 741 000 ლარი დაუჯდება

შეკვეთილში ივანიშვილის პარკების შენახვა და მოვლა-პატრონობა სახელმწიფოს 4 741 000 ლარი დაუჯდება | ამის შესახებ კომპანიამ Starring Georgia შესყიდვების სააგენტოს ოფიციალური წერილით უკვე მიმართა. საუბარია...

პოლიტიკა 1778601017

ლუკაშენკო
„ჩვენ ვემზადებით ომისთვის“ - ლუკაშენკო

„ჩვენ მოვახდენთ ნაწილებისა და შეიარაღებული ძალების წერტილოვან მობილიზებას, რომ ისინი ომისთვის მოვამზადოთ. ღმერთმა ქნას, რომ მისი თავიდან აცილება მოხერხდეს. ჩვენ ვემზადებით ომისთვის“ | განაცხადა ბელარუ...

მსოფლიო 1778600936

ნანუკა ჟორჟოლიანი
„როგორ ივსება პატიმრების ბარათები, რომ იცოდეთ... თუ რამე გამომრჩა და კითხვა გაქვთ, აქ ვარ“ - ნანუკა ჟორჟოლიანი

ნანუკა ჟორჟოლიანი სოცქსელში წერს: როგორ ივსება პატიმრების ბარათები რომ იცოდეთ.სინდისის პატიმრები სრულად ჩემი პასუხისმგებლობაა. პირველი დღიდან ამ წუთამდე.4 ოქტომბრის პატიმრები რომ დაგვემატნენ, გამორიცხ...

სოცმედია 1778600879