„ხელისუფლებამ ევროპული გზა გაგვიყინა“ - პრეზიდენტი
პოლიტიკა • 1720697599

საქართველოს პრეზიდენტი დარწმუნებულია, რომ საქართველო 100 დღეში გაიმარჯვებს. როგორც სალომე ზურაბიშვილმა ახალი სამოქალაქო მოძრაობის "აირჩე ევროპის" პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, საქართველოს ხელისუფლებამ ევროინტეგრაციის პროცესი გაყინა.
მეტიც, პრეზიდენტს არ მორიდებია პირდაპირ ეთქვა, რომ ხელისუფლებას ქვეყნის მომავალი უზურპირებული აქვს.
ავირჩიოთ ევროპა - მე მგონი უკვე ავირჩიეთ ევროპა, თანაც დიდი ხანია. საქართველო თავისის ისტორიის ყველა მონაკვეთზე ირჩევს განვითარების, თავისუფლების, დემოკრატიის გზას და ეს არის ევროპული გზა. ევროპული ღირებულებები, პირველ რიგში, ქართული ღირებულებებია, ამიტომ გვიადვილდება ჩვენ, რომ ევროპისკენ ვიაროთ. დღეს ეს გზა გაიყინა. გაგვიყინა ეს გზა ამ ხელისუფლებამ, რომლითაც ამით ქვეყნის კონსტიტუციას გადაუხვია, უარი უთხრა საკუთარ ამომრჩეველს. მე ვიყავი ნაწილი იმ კამპანიის, რომელმაც "ოცნება" მოიყვანა სათავეში. ყველა ეს კამპანია იყო იმაზე აგებული, რომ ჩვენ ევროპული სახელმწიფო აგვეშენებინა. გადაუხვიეს ამ გზას და ჩვენ გაგვყინეს. დღეს ნატოს სამიტზე რაც ხდება, ის განცხადებები რაც გაკეთდა, შეწყვეტილი დახმარება, არის ძალიან სერიოზული საფრთხე ამ ქვეყნისთვის. დარჩა ცოტა დრო, 100 დღე. 100 დღე ცოტაც არის და ბევრიც არის იმისთვის, რომ საზოგადოებამ თქვას თავისი სათქმელი.
დღეს ჩვენ არ გვექნება ჩვეულებრივი არჩევანი. ეს არის ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ქვეყნის მომავლის არჩევანი. ამ რეფერენდუმში საზოგადოება არის ერთ მხარეს და მეორე მხარეს არის ხელისუფლება, რომელმაც გაუკეთა ჩვენ მომავალს უზურპაცია. არ შეიძლება ჩვენ ამაზე დავთანხმდეთ. აქ საჭირო არის, რომ გავერთიანდეთ, შევასრულოთ ის ქარტია, რომელსაც ყველა პარტიამ ხელი მოაწერა. ცოტა დრო იქნება არჩევნების მერე იმისთვის, რომ შევასრულოთ ის ყველაფერი, რაც იქ წერია. ცოტა დრო გვაქვს იმისთვის, რომ გაყინული მდგომარეობიდან გამოვიდეთ და პარტნიორებს დავუბრუნდეთ და მათ დავაჯეროთ, რომ ჩვენ დავუბრუნდით ჩვენ გზას და ხელახლა გაგვიხსნან ყველა კარი, რაც დღეს ნახევრად მიხურულია. ეს არის ჩვენთვის გარდაუვალი ამოცანა. სხვა გზა, ალტერნატივა არ გვაქვს. ვართ ძალიან ბევრნი, ვართ ძალიან ერთიანი და საქართველო გაიმარჯვებს", - ამბობს სალომე ზურაბიშვილი.

პოლიციელი, როლანდ მესხი, რომელმაც რამდენიმე დღის წინ, აქციის მონაწილე ქალს თმა მოქაჩა, ვახტანგ გომელაურის პირველ მოადგილედ დაინიშნა. "შინაგან საქმეთა მინისტრის, ვიცე-პრემიერ - ვახტანგ გომელაურის პი...
პოლიტიკა • 1745520206

საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის უკრაინა-რუსეთის სამშვიდობო მოლაპარაკებების თემას და ამ ფონზე რუსეთის მიერ კიევის დაბომბვას გამოეხმაურა. ამის შესახებ BFMTV წერს. მაკრონის თქმით, "ერთადერთი აგრ...
რუსეთ-უკრაინის ომი • 1745512635

იურისტი და საიას ყოფილი თავმჯდომარე ნიკა სიმონიშვილი წერს, რომ მოქალაქეებს, რომლებმაც გზის გადაკეტვაზე მიღებული ჯარიმები გაასაჩივრეს უარს ეუბნებიან საჩივრის დაკმაყოფილებაზე. იურისტი სოციალურ ქსელში რჩ...
პოლიტიკა • 1745512091

„ოცნების“ ინფრასტრუქტურისა და რეგინული განვითარების მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ დღეს ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა და აღნიშნა, რომ ქარსელაძის თანამდებობიდან წას...
პოლიტიკა • 1745510692

ლაშა მგელაძე, პარტიის „ჩვენ“ პოლიტსაბჭოს წევრი, ეკონომიკის დოქტორი: ერთი ამბავი გამახსენა წილოსანის განცხადებამ: ერთი მდიდარი ამბობს ეკლესიის შენება დავიწყეო და მეზობელი ეუბნებაშ ე ნ ი ს ე თ ი ც ხ ო ვ...
სოცმედია • 1745510452

"მიუხედავად [საქართველოსთან] არსებული პოლიტიკური უთანხმოებისა და დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობისა, ჩვენ ორმხრივ ურთიერთობებს ურთიერთპატივისცემითა და ურთიერთსასარგებლო გზით ვაშენებთ. ამ მიმართულ...
პოლიტიკა • 1745510001