„ხელისუფლებამ კანონის გამკაცრებით დაამყაროს წესრიგი სასამართლო სხდომებზე“ - „ოცნების“ სატელიტები
პოლიტიკა • 1749548299
ივანიშვილის სატელიტი მოძრაობა ერთიანი ნეიტრალური საქართველო აცხადებს, რომ "დესტრუქციულმა ქმედებებმა და ძალადობამ" ქუჩიდან სასამართლო დარბაზებსა და შენობებში გადაინაცვლა, რის გამოც, მოუწოდებენ ქართულ ოცნებას, "კანონის გამკაცრების გზით უზრუნველყოს წესრიგი სასამართლო პროცესებზე".
"ბოლო პერიოდში თვალს ვადევნებთ, რომ დესტრუქციულმა ქმედებებმა და ძალადობამ ქუჩიდან სასამართლო დარბაზებსა და შენობებში გადაინაცვლა.
ქვეყნის გარედან მართულ ჯგუფებს ფინანსების კლების პროპორციულად აღარ შესწევთ ძალა მასშტაბური დესტრუქციისთვის − ამისათვის არ ჰყოფნით ხალხის რაოდენობა. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ საჯარიმო სანქციების და კანონის აღსრულების ეფექტიანობის გაზრდამ მნიშვნელოვნად შეამცირა ქუჩებში მსგავსი გამოვლინებები.
მაგრამ ვხედავთ, რომ უკვე თვეებია პროვოკაციების ეპიცენტრად სასამართლო დარბაზები იქცა. სისტემატურად ირღვევა სასამართლოში ქცევის წესები, კოლექტიური ნაც.მოძრაობის აქტივისტები არ ერიდებიან მოსამართლეების, პროკურორების, მანდატურებისა თუ სხვა სახელმწიფო მოხელეების შეურაცხყოფას და ხშირ შემთხვევაში მათზე ფიზიკურ თავდასხმასაც კი.
საზოგადოებამ იხილა მრავალგზის მსჯავრდებული ნიკანორ მელიას მორიგი მდაბიო პროვოკაციაც, როდესაც მან მოსამართლეს წყალი შეასხა. ამ ყველაფერში მონაწილეობს აგენტურული ქსელის კიდევ ერთი განშტოება − კოლექტიური ნაც.მოძრაობის კუთვნილი ტელევიზიები, რომლებიც ხელოვნურად ცდილობენ პროცესების დაძაბვას და მუდმივად აწყობენ სხვადასხვა სახის პროვოკაციას.
აღნიშნული კანონგარეშე ძალადობრივი ქმედებები წახალისებული და მხარდაჭერილია ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩების მხრიდან, რომლებიც ფაქტობრივად არცერთ სხდომას არ ტოვებენ და ღიად უჭერენ მხარს როგორც განსასჯელ ნაც.აქტივისტებს, ასევე იმ ჯგუფებს, რომლებიც პროვოკაციებით, ძალადობით ცდილობენ სასამართლო სხდომების ჩაშლას და ზოგადად მართლმსაჯულების განხორციელების პროცესისთვის ხელის შეშლას.
სასამართლოზე თავდასხმა არ არის ახალი მეთოდი − ჩვენ გვინახავს უცხო ქვეყნების მხრიდან სასამართლო სისტემაში უხეში ჩარევის ფაქტები, როდესაც ხდებოდა ამა თუ იმ მოსამართლის წინააღმდეგ სადამსჯელო ღონისძიებების გამოყენება: აშშ-ში სასწავლო კურსებიდან ჩახსნა, მოსამართლეების საელჩოში დაბარება, უსაფუძვლოდ, ყოველგვარი მტკიცებულებების გარეშე სანქცირება და ა.შ. და ა.შ.
ყოველივე ეს შეგვიძლია დავინახოთ ერთ კონტექსტში, რაც საერთო ჯამში სასამართლოს დისკრედიტაციას, მართლმსაჯულების განხორციელებისთვის ხელის შეშლას და პროცესების რადიკალიზაციას ისახავს მიზნად.
ამიტომ, მოვუწოდებთ ხელისუფლებას, დაასრულოს ეს უკონტროლო ვითარება, აღკვეთოს ნაც.აქტივისტების მიერ მოწყობილი ბაკქანალია და კანონის გამკაცრების, ასევე მისი ეფექტიანი აღსრულების გზით უზრუნველყოს წესრიგი სასამართლო პროცესებზე". - ნათქვამია განცხადებაში.
ცნობისთვის, ქართული ოცნების რეჟიმის სპიკერებმა - ვატო შაქარიშვილმა, ნანა კაკაბაძემ, გელა ნიკოლაიშვილმა, ბიძინა გიორგობიანმა და ლევან ნიკოლეიშვილმა საზოგადოებრივი მოძრაობა - ერთიანი ნეიტრალური საქართველო 2024 წლის 10 ივლისს დააფუძნეს.
"ჩვენ ვაგრძელებთ დიპლომატიას, რომელიც ომის დასრულებისკენ არის მიმართული. საჭიროა შევხვდეთ და ვიმუშაოთ, რათა ომის დასრულებისთვის ღირსეული პირობები შევქმნათ. არ უნდა დაგვავიწყდეს, საიდან გაჩნდა ეს ომი ე...
რუსეთ-უკრაინის ომი • 1765829803
„დღეს აღმოჩნდა, რომ ის სიმართლე, რომელიც მე ქრისტემ მომცა, ძალიან აწუხებთ იმ უსამართლოებს, რომლებიც არიან ერთი რუსის ეგზარხოსი, მეორე რუსის ემისარი და მესამეც რუსის ემისარი, ეს ორი დეკანოზი ემისრები ა...
პოლიტიკა • 1765829693
ოცნების პროპაგანდისტი გოგა ხაინდრავა კინოცენტრის კონკურსის ერთ-ერთი გამარჯვებულია და მათგან 955 000 ლარს მიიღებს | როგორც ეროვნული კინოცენტრის ვებგვერდზეა აღნიშნული, ხაინდრავამ სრულმეტრაჟიანი მხატვრულ...
პოლიტიკა • 1765829449
არქიმანდრიტ დოროთეს (ყურაშვილს) საპატრიარქომ მღვდელთმსახურების უფლება შეუჩერა. ამის შესახებ განცხადებას საქართველოს საპატრიარქო ავრცელებს. განცხადებაში აღნიშნულია, რომ მიზეზი საეკლესიო კანონიკური ეთ...
პოლიტიკა • 1765814591
სამოქალაქო აქტივისტი, ნენე გაბლაია, რომელიც რამდენიმე დღის წინ, რუსთაველის გამზირიდან პოლიციის თანამშრომლებმა აიყვენეს, სოციალურ ქსელში მისი "გატაცების" დეტალებს ყვება. ქალი აქტივისტი ყვება, რომ "გა...
პოლიტიკა • 1765810555
"ქართული ოცნება" უკმაყოფილოა შტატების პრეზიდენტის ქმედებებით და მისგან უფრო მეტს ელოდება. "კარგად დაიწყო, რატომ გაჩერდა ვერ ვხვდები" - ამბობდნენ დღეს ივანიშვილის პარტიაში. განსაკუთრებით უკმაყოფილო ა...
პოლიტიკა • 1765809136












