ხელისუფლების ცვლილების შემდეგ პირველი, რაც უნდა დაინგრეს, არის სუს-ი - ზურა ჯაფარიძე

პოლიტიკა 1631731739

ჯაფარიძე

  გირჩი – მეტი თავისუფლების ლიდერმა, ზურა ჯაფარიძემ, ოპოზიციის წევრების მიერ სახელმწიფო უსაფრთხოების შენობის წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ხელისუფლების ცვლილების შემდეგ პირველი, რაც უნდა დაინგრეს, არის სუს-ი.

 
"2 ოქტომბრის არჩევნებს ატარებენ ესენი [სუს], არავინ მოიტყუოს თავი, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისია არის რაღაც ორგანო, რომელიც არჩევნებს ატარებს, ისინი უბრალოდ იქნებიან გამფორმებლები შედეგების, მაგრამ არჩევნებს ამ ქვეყანაში ატარებს სუს-ი. ყველგან ესენი არიან, ესენი არიან ყველგან შემძვრალი, ადამიანის ცხოვრებაში, იციან ყველაფერი თქვენს შესახებ, რას ჭამთ, რას სვამთ, რა მოგწონთ, რა არ მოგწონთ, ყველა თქვენი სუსტი წერტილი იციან და ამ სუსტი წერტილის გამოყენებით ცდილობენ, რომ ძალაუფლება შეუნარჩუნონ ივანიშვილს და იმ რეჟიმს, რომელიც ახლა არის საქართველოში.

მათ შორის კანდიდატების უდიდესი ნაწილი სუს-ის ხალხია. ეს არის რეალობა, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ. 2 ოქტომბერს ამათი დამარცხების ერთადერთი გზა არის რწმენა. უნდა დაიჯეროთ ყველამ, რომ ეს ქვეყანა არ არის განწირული, რომ იყოს წუმპე. ჩვენ შეგვიძლია, ამ ქვეყნისგან გავაკეთოთ უკეთესი ქვეყანა. მთავარი იარაღი, რაც არის თქვენს ხელშია, ეს არის თქვენი ხმა. 2 ოქტომბერს არ დაიზაროთ, როგორც არ უნდა შეგაშინონ, მოატყუეთ, რომ გეშინიათ, რაც არ უნდა შემოგთავაზონ, გამოართვით ნებისმიერ რამ, როგორც არ უნდა დაგემუქრონ, აჩვენეთ, რომ ვითომ შეშინებული ხართ, მაგრამ 2 ოქტომბერს მიდით და შემოხაზეთ ნებისმიერი პარტია, გარდა 41 ნომრისა, რომ დამთავრდეს და არჩევნების შემდეგ, როდესაც ჩვენ გავალთ ხელახალ არჩევნებზე, ეს ხელისუფლება შეიცვლება ყველა შემთხვევაში მომავალ წელს და ხელისუფლების ცვლილების შემდეგ პირველი, რაც უნდა დაინგრეს, არის სუს-ი, უნდა დაინგრეს, ისევე, როგორც შესაცვლელია სასამართლო სისტემა და შინაგან საქმეთა სამინისტრო"- თქვა ჯაფარიძემ.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
კოვიდი
34 გარდაცვლილი და 662 ინფიცირებული ერთ დღე-ღამეში - კორონავირუსის უახლესი სტატისტიკა

გასული დღე-ღამის მანძილზე ქვეყანაში კორონავირუსის 662 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გარდაიცვალა 34 პაციენტი. რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, ვირუსი კიდევ 3 534-მა ინფიცირებულმა დაამარცხა.

Covid 19 1632120599

ანზორ მელია
ყველანი უნდა ჩადგნენ საქართველოს გადარჩენის რიგებში იმიტომ, რომ ვიღუპებით - ანზორ მელიამ დარჩელში მაჟორიტარობის კანდიდატი წარადგინა

ზუგდიდის ენმ-ს მერობის კანდიდატმა ანზორ მელიამ დარჩელში მაჟორიტარობის კანდიდატი მაია კალანდია წარადგინა. მელიამ სიტყვით გამოსვლისას მოსახლეობას მიმართა და 2 ოქტომბრის რეფერენდუმის მნიშვნელობაზე ესაუბრ...

პოლიტიკა 1632120307

თურნავა
ნათია თურნავა - ქართველი მეზღვაურები არაბთა გაერთიანებული საამიროების ფლოტში დასაქმებას შეძლებენ

საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ და არაბთა გაერთიანებული საამიროების ენერგეტიკისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა სუჰაილ მოჰამედ ალ მაზრუიმ მეზღვაურთა სერტიფიცირების სისტემის აღიარების თაო...

ბიზნესი & ეკონომიკა 1632118864

თურნავა
საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის მეზღვაურთა სერტიფიცირების სისტემის აღიარების თაობაზე მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ და არაბთა გაერთიანებული საამიროების ენერგეტიკისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა სუჰაილ მოჰამეს ალ მაზროუეიმ მეზღვაურთა სერტიფიცირების სისტემის აღიარების თ...

ბიზნესი & ეკონომიკა 1632118644

რუსეთის პარლამენტი
რუსეთის საპარლამენტო არჩევნებში მმართველი პარტია ლიდერობს

წინასწარი მონაცემების თანახმად, რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს არჩევნებში მმართველი პარტია, „ერთიანი რუსეთი“ ლიდერობს, - ინფორმაციას რუსული მედია ცენტრალურ საარჩევნო კომისიაზე დაყრდნობით ავრცელებს. ცენ...

მსოფლიო 1632114500

კორონავირუსი დედამიწა
მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 229 მილიონს გადააჭარბა

 worldometers-ის ინფორმაციით, მსოფლიოში პანდემიის დაწყების დროიდან კორონავირუსით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 229 მილიონს გადააჭარბა.  ამავე სტატისტიკის თანახმად, კოვიდ 19-ს დღემდე მსოფლიოში 4.7 მი...

Covid 19 1632114378