"ხო, ეჭვი მეპარება" - ვოლსკი რიჟვაძის წერილზე
პოლიტიკა • 1751976059
ჟურნალისტი: "ეჭვი გეპარებათ, რომ ეს წერილი თორნიკე რიჟვაძის დაწერილია?"• ვოლსკი: "ხო, ეჭვი მეპარება"• ჟურნალისტი: "ვისი დაწერილი შეიძლება იყოს?"• ვოლსკი: "არ ვიცი... ეგ არავინ არ იცის, ვინ რა წერილი დაწერა... მე არც არაფერს არ უარვყოფ და არც არაფერს არ ვამტკიცებ" გუშინ, სამთავრობო მედიამ გაავრცელა წერილი, რომელზეც თქვა, რომ ის აჭარის მთავრობის ყოფილმა თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ სავარაუდო თვითმკვლელობის მცდელობამდე დაწერა. წერილში, სავარაუდოდ, რიჟვაძე, ივანიშვილსა და კობახიძეს მისი ოჯახის დაცვას სთხოვს და წერს, რომ მას კორუფციას და "ბარიგების" მფარველობას აბრალებდნენ. ასევე, წერილში ნათქვამია, რომ მისი ყველა თანამშრომელი და გარემოცვის წევრი უდანაშაულოა და ყველანი "მისი დავალებით მოქმედებდნენ". ასევე, სავარაუდოდ, რიჟვაძე, მადლიერებით და პოზიტიურად საუბრობს ალექსი ახვლედიანზე აჭარის მთავრობის ყოფილმა თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ, 7 ივლისს, გამთენიას, საგარეჯოში, სავარაუდოდ, თვითმკვლელობა სცადა. ინციდენტის დროს ის მძლეოსნობის ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტის და ამჟამად საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელის, ალექსი ახვლედიანის სახლში იმყოფებოდა. მოგვიანებით, ცნობილი გახდა, რომ ახვლედიანი იარაღის დაუდევრად შენახვის ბრალდებით დააკავეს. რიჟვაძე თავდაპირველად საგარეჯოს ჯეოჰოსპიტალსში, მოგვიანებით კი თბილისში, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს. ექიმების ცნობით, მას ერთი ჭრილობა აქვს და ფილტვი აქვს დაზიანებული. მისი მდგომარეობა ამ დრომდე სტაბილურად მძიმეა და ის მართვით სუნთქვაზე იმყოფება
თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ დიუშენის სამკურნალო პრეპარატის, რომლის საქართველოში შემოტანასაც აღნიშნული სინდრომის მქონე ბავშვების მშობლები ითხოვენ, ეფექტიანობასა და უსაფრთხოებაზე, თავად მწარ...
საზოგადოება • 1776686637
ისრაელელი სამხედროს მიერ ლინბანში ქრისტე სქანდაკების დაზიანებას „მკაცრად გმობს“ და გამაოგნებელს უწოდებს ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ. "ისრაელელების აბსოლუტური უმრავლესობა გაოგნებული და...
მსოფლიო • 1776686624
დედაქალაქის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ საქართველოში მშვიდობის შენარჩუნების შედეგია ის, რომ ქვეყანაში მსხვილი საინვესტიციო პროექტები ხორციელდება. კახა კალაძემ, ჟურნალისტებთან Trump Tower Tbilisi -...
ბიზნესი & ეკონომიკა • 1776686272
"მრევლის პოზიცია ყველამ კარგად იცის პატრიარქთან დაკავშირებით, ეს გამოჩნდა 17-21 მარტს და მე მგონი მეუფეებმა პატრიარქის ანდერძს რომ გადახედონ, იქნება ძალიან კარგი. ვაღიარებთ, რომ პატრიარქი იყო გამორჩეუ...
პოლიტიკა • 1776686148
„თბილისის განვითარების ფონდმა“, მთაწმინდის რაიონში, სულხან-საბა ორბელიანისა და პავლე ინგოროყვას ქუჩებზე მდებარე ისტორიული შენობების რეაბილიტაცია დაიწყო. პროექტის მიზანი დედაქალაქის ისტორიული ნაწილის...
საზოგადოება • 1776685806
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით, ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში შეიქმნა ახალი გვერდი, რომელიც მათ ოფიციალურ ლოგოს არამართებულად იყენებს. „ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში შეიქმნა ახალი...
საზოგადოება • 1776685700











