„ხომ გვინდა ევროპა, მხარს ვუჭერთ გამჭვირვალობას, მაშინ რატომ არ გვინდა მივიღოთ კანონი, რომელიც მეტ გამჭვირვალობას მოიტანს?“ - კახა კალაძე

პოლიტიკა 1712149431

კახა კალაძე

თბილისის მერმა კახა კალაძემ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით მედიის შეკითხვებს უპასუხა.

 

მისივე განმარტებით, ოპოზიციას აღნიშნული კანონის საწინააღმდეგოდ არანაირი რეალური არგუმენტები არ გააჩნია.

 

„სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, არანაირი კავშირი რუსულ კანონთან გამჭვირვალობის კანონს არ აქვს. ეს არის ტყუილი, სპეკულაცია. საუბარია ორგანიზაციებზე, ტელევიზიებზე, რომ მათი უცხოეთიდან მიღებული გრანტები, დაფინანსებები წარადგინონ დეკლარაციაში და ყველასთვის გახდეს ხელმისაწვდომი. ეს არის ევროპული კანონი, ისეთივე კანონია, როგორიცაა ამერიკაში, ბრიტანეთში, ავსტრალიაში, იგივე დააინიცირა ევროკაშირმა. ხომ გვინდა ევროპა, მხარს ვუჭერთ გამჭირვალობას, მაშინ რატომ არ გვინდა მივიღოთ კანონი, რომელიც მეტ გამჭვირვალობას მოიტანს? “, - განაცხადა კახა კალაძემ.

 

დედაქალაქის მერის თქმით, აღნიშნული კანონის მიღება დღის წესრიგში ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე დადგა.

 

„დღევანდელი მოცემულობიდან გამომდინარე, კიდევ უფრო გაიზარდა საფრთხეები ქვეყანაში შემოსულ გაუგებარ დაფინანსებებთან დაკავშირებით. ჩვენ ვიცავთ ჩვენი ქვეყნის ინტერესებს, ჩვენს ინსტიტუციებს, ამიტომ მნიშვნელოვანია გამჭვირვალობა. საზოგადოებას უნდა მიუწვდებოდეს ხელი, ვინ საიდან იღებს დაფინანსებას. ეს ვალდებულება არ ეხება სტუდენტებს, ფიზიკურ პირებს, სოფლის მეურნეობის მიმართულებით გაცემულ გრანტებს“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ირანი
ირანმა, შესაძლოა, უახლოეს 24 საათში ისრაელზე მასიური სარაკეტო შეტევა განახორციელოს - CBS

ირანმა, შესაძლოა, უახლოეს 24 საათში ისრაელზე მასიური სარაკეტო შეტევა განახორციელოს, იუწყება CBS აშშ-ის მთავრობის წყაროებზე დაყრდნობით. მათი თქმით, თავდასხმა ისრაელის სამხედრო ობიექტებზე იქნება მიმართუ...

მსოფლიო 1712962500

თეთრი სახლი
თეთრ სახლში აცხადებენ, რომ ისრაელზე ირანის თავდასხმის საფრთხე რეალურია

ისრაელზე ირანის თავდასხმის საფრთხე რეალურია, – ამის შესახებ აშშ-ს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს პრესსპიკერმა, ჯონ კირბიმ განაცხადა. თეთრი სახლის წარმომადგენლის თქმით, შეერთებ...

მსოფლიო 1712960940

ჯანგირაშვილი
"ჩემი აზრით ოცნებამ ერთი კარგი საქმე მაინც გააკეთა რუსული კანონის ინიცირებით" - რას წერს ნინო ჯანგირაშვილი

"ჩემი აზრით ოცნებამ ერთი კარგი საქმე მაინც გააკეთა რუსული კანონის ინიცირებით. ახალგაზრდები ბოლოს და ბოლოს ზუსტად მიხვდებიან, რატომ უნდა მიბრძანდნენ აუცილებლად არჩევნებზე და რატომ უნდა გამოდღლიზონ თავი...

სოცმედია 1712954100

გოგოტიშვილი
"აუცილებლად დაიწყებს სულ მალე. ვიყოთ რეალისტები..." - თენგო გოგოტიშვილი

"საქართველოში ათობით ათასი ლაზარეა - ვის დასაჭერადაც ბორიას ხელები ექავება. და აუცილებლად დაიწყებს სულ მალე. ვიყოთ რეალისტები" წერს თენგო გოგოტიშვილი.

სოცმედია 1712953680

ხარანაული.jpg
"რა ივლიდა ცხრა ზამთარი და ცხრა გაზაფხული, ახალგაზრდა კაცის ცოდვით გაღუნული" - ბესიკ ხარანაული ლაზარე გრიგორიადისის შეწყალებაზე

"ღმერთმა გიშველოთ! რა ივლიდა ცხრა ზამთარი და ცხრა გაზაფხული, ახალგაზრდა კაცის ცოდვით გაღუნული." წერს ბესიკ ხარანაული ლაზარე გრიგორიადისის შეწყალებაზე.

სოცმედია 1712953380

სანაია
"ვიღაც ქალები ჰყავს სტუმრად - ამ შეწყალების გამო ნოე ჟორდანიას წყევლიან" - რას წერს ვახო სანაია

"თამუნამ პოსტივი ჩამირთო, ეს უნდა ნახო, გინდა თუ არაო. შალვა რამიშვილს რომ დედა აქვს მოტ@ნული, ეგ არაფერი. ვიღაც ქალები ჰყავს სტუმრად - ამ შეწყალების გამო ნოე ჟორდანიას წყევლიან." წერს ვახო სანაია.

სოცმედია 1712953140