კიდევ რამე სხვა სერვისი ხომ არ შევთავაზოთ? - მასაჟისტიც ჩამოვუყვანოთ - კალაძე სააკაშვილზე

პოლიტიკა 1637948876    35

კალაძე

კიდევ რამე სხვა სერვისიც ხომ არ შევთავაზოთ?! - მასაჟისტიც ჩამოვუყვანოთ, გერმანიიდან რომ ჩამოჰყავდა ხოლმე, თმას რომ იჭრიდა ბიუჯეტიდან. იგივე გავაკეთოთ?! - ასე უპასუხა თბილისის მერმა, კახა კალაძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში    მიხეილ სააკაშვილის მკურნალობასთან დაკავშირებულ კითხვას.

მისი თქმით, საზოგადოებას არ დავიწყებია თუ რა ხდებოდა 2012 წლამდე, როდესაც მიხეილ სააკაშვილი პრეზიდენტის თანამდებობას იკავებდა.

„კიდევ, რამე სხვა სერვისიც ხომ არ შევთავაზოთ?! - მასაჟისტიც ჩამოვუყვანოთ, გერმანიიდან რომ ჩამოჰყავდა ხოლმე, თმას რომ იჭრიდა ბიუჯეტიდან. იგივე გავაკეთოთ?! - ჩვენ ხომ სამართლებრივ სახელმწიფოში გვინდა ცხოვრება, ადამიანი, მერე რა რომ პოლიტიკოსია, მერე რა რომ მაღალი თანამდებობის პირი იყო, მერე რა რომ ქვეყნის პრეზიდენტი იყო, თუ ჩადიხარ დანაშაულს. ჩვენ რა დაგვავიწყდა ის, რაც ხდებოდა 2012 წლამდე? რა დამოკიდებულება იყო საზოგადოების მიმართ, როგორ უსწორდებოდნენ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს?! ეს დაავიწყდა საზოგადოებას, დაავიწყდა რა ხდებოდა საპატიმროებში?! დაავიწყდა საზოგადოებას ბიზნესის მიმართ რა მდგომარეობა იყო და როგორი მიდგომები ჰქონდათ, როგორ ატერორებდნენ, აუბედურებდნენ ოჯახებს, როგორ კლავდნენ ახალგაზრდებს ქუჩაში?! 26 მაისს გახსოვთ ხომ, მოკლული ადამიანები სახურავებზე რომ შემოყარეს?!“ - განაცხადა კახა კალაძემ.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
გიორგი სანაია
"თამაზაშვილმა ჭიჭიაშვილს უთხრა, ეს შენი გასაკეთებელიაო" - რას ყვება გიორგი სანაიას საქმის ოქროს მოწმე მკვლელობის დაგეგმვაზე

ტელეკომპანია "ფორმულას" ეთერში, ვახო სანაიას საავტორო გადაცემაში გიორგი სანაიას მკვლელობის ოქროს მოწმე, კოტე ციხისთავი , რუსთავი 2-ის ჟურნალისტ გიორგი სანაიას მკვლელობის დაგეგმვის დღემდე უცნობ დეტალებ...

სამართალი 1643398019

გიორგი ფხაკაძე
"ავშენდით, ახალი წამალი თურმე..." - რას წერს გიორგი ფხაკაძე

პროფესორი, გიორგი ფხაკაძე, ეხმაურება თინა თოფურიას განცხადებას ,რომლის მიხედვითაც "საეკლესიო ზარების ვიბრაციებს შესწევთ უნარი, კოვიდისგან გაწმინდონ მთელი სივრცე" , და სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს...

საზოგადოება 1643395472

რუსეთი
შეშფოთებული ვართ საქართველოში ოპოზიციის მიერ გამართული ანტირუსული აქციით - რუსეთი

რუსეთმა საქართველოს ოპოზიციის მიერ გამართული უკრაინის მხარდასაჭერი აქციის გამო ნოტა გამოუგზავნა. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციული დეპარტამენტის აღმასრულებელი დირექტორი ამბობს, რომ შეშფ...

პოლიტიკა 1643391205

ზურაბიშვილი
"გამოვაცხადოთ მორატორიუმი სიძულვილის ენაზე" - პრეზიდენტმა მედიასაშუალებების წარმომადგენლებსა და საზოგადოებას თხოვნით მიმართა

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მედიასაშუალებების წარმომადგენლებსა და საზოგადოებას თხოვნით მიმართა. პრეზიდენტის თხოვნაა, მედიამ და საზოგადოებამაც გამოაცხადონ ერთგვარი მორატორიუმი სიძულვილი...

პოლიტიკა 1643390244

ზურაბიშვილი სააკაშვილი
მიხეილ სააკაშვილის შეწყალება იქნება ზეპოლარიზაციის საბაბი და არა დეპოლარიზაციის - ზურაბიშვილი

სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილის შეწყალება იქნება პოლარიზაციის საფუძველი და არა დეპოლარიზაციის.  "ამ შემთხვევაში მთავარი ის არის, რომ ღრმად ვარ დარწმუნებული, ასეთი ნაბიჯი იქნება ზეპ...

პოლიტიკა 1643387201

ზურაბიშვილი ივანიშვილი
ივანიშვილს საუბარი შევთავაზე, მაგრამ მითხრა, რომ პოლიტიკაში აღარაა - ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ჟურნალისტებთან ე.წ. ეროვნული თანხმობის პროცესის ფარგლებში შეხვედრისას აცხადებს, რომ მას სურდა "ეროვნული თანხმობის" პროცესი ბიძინა ივანიშვილისთვისაც აეხსნა, თუ...

პოლიტიკა 1643386686