„კიდევ ვერ იცნობენ ქართველ ხალხს და არ აქვთ წარმოდგენა, თუ როგორია მისი შინაგანი მდგომარეობა“ - კახა კალაძე
პოლიტიკა • 1730356123
„ხელისუფლებაში ვერასდროს მოვლენ ისეთი ადამიანები, რომლებიც ძალადობდნენ საკუთარ მოქალაქეებზე და ფეხქვეშ თელავდნენ მათ უფლებებს“, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის მიერ გაკეთებული იმ განცხადების შეფასებისას აღნიშნა, რომლის თანახმადაც, საქართველოს წინააღმდეგ გარე ძალების მხრიდან შეტევა იმიტომ ხორციელდება, რომ ქვეყანას ლიბერალური პარტია არ მართავს.
მისივე თქმით, იმ განცხადებებსა და ბრალდებებს, რომლებიც გარე ძალებისგან წინასაარჩევნოდ ისმოდა, ქართველმა ხალხმა არჩევნებზე შესაბამისი პასუხი გასცა.
„საქართველოში ლიბერალები არ გვყავს, იმიტომ, რომ ლიბერალიზმი თავისი შინაარსით, სრულიად განსხვავდება ამ რადიკალებისგან. ესენი არიან ჩვეულებრივი ფაშისტები. საქართველოს ხელისუფლებაში ვერასდროს მოვლენ ისეთი ადამიანები, რომლებიც ძალადობდნენ საკუთარ მოქალაქეებზე, შეურაცხყოფას აყენებდნენ და ფეხქვეშ თელავდნენ მათ ღირსებას. ასეთი პოლიტიკური ძალები ქვეყნის სამართავად ვერასდროს დაბრუნდებიან. ხალხს კარგად ახსოვს, რამხელა უბედურება მოუტანა ამ ადამიანების მმართველობამ, როდესაც ისინი ხელისუფლებაში იყვნენ. რა თქმა უნდა, გარე ძალების ჩარევა იყო პირდაპირ საარჩევნო კამპანიაში. სამწუხაროდ, ესენი იყვნენ დასავლეთის ქვეყნები. გავიხსენოთ, რა განცხადებები კეთდებოდა. კიდევ ვერ იცნობენ ქართველ ხალხს და არ აქვთ იმის წარმოდგენა, თუ როგორია ქართველი კაცი, როგორია მისი შინაგანი მდგომარეობა. ვერ წარმოუდგენიათ. ვერ შეისწავლეს კიდევ. რა თქმა უნდა, იმ ჩარევებზე და განცხადებებზე, რომლებიც სიცრუესა და ბოროტებაზე იყო დაფუძნებული, ქართველმა ხალხმა, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე გარეთ, ამ რადიკალებს გასცა შესაბამისი პასუხი“, - განაცხადა კახა კალაძემ.
კესო ძალიან თბილი და განსხვავებული იყო, ყველას დეტალებში აკვირდებოდა, მიხაროდა ასეთ რომ იყო.
საზოგადოება • 1769021333
“პირველებს” ინფორმაციით, ცოტა ხნის წინ თბილისში, საბურთალოს რაიონში, ერთ-ერთ შენობაში კაცი გარდაცვლილი ნახეს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროც ადასტურებს. უწყების ცნობით, გამოძიება სსკ-ის 115-ე...
კრიმინალი • 1769020534
საქართველოს ბანკი პროფესიული განვითარების შესაძლებლობების შექმნას აგრძელებს. სტუდენტური დასაქმების პროგრამა „ლიდერატორი“ უკვე მეათე წელია მე-3, მე-4 კურსის სტუდენტებსა და ახალ კურსდამთავრებულებს შესა...
ბიზნესი & ეკონომიკა • 1769020101
საახალწლო ილუმინაციების სადემონტაჟო სამუშაოების გამო რუსთაველის გამზირზე 22 იანვარს, 00:00-დან 06:00 საათამდე საგზაო მოძრაობა შეიზღუდება. ავტომობილებით გადაადგილება შესაძლებელი იქნება ლეონიძის, ინგო...
საზოგადოება • 1769019571
აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა დავოსში მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმუმზე განაცხადა, რომ სომხეთმა აზერბაიჯანის გავლით რუსეთში ტვირთების ტრანზიტი ითხოვა. მისი თქმით, გადაზიდვები ამჟამად საქართველოს გ...
მსოფლიო • 1769019481
შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ამბობს, რომ უკრაინა-რუსეთს შორის ის ეტაპია, როდესაც შეთანხმების მიღწევა შესაძლებელია. ამაზე მან დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა. "მე...
რუსეთ-უკრაინის ომი • 1769019252











