კოალიცია “ძლიერი საქართველო“ მანდატებზე უარს ამბობს
პოლიტიკა • 1731419627
კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ლიდერებმა, მანდატებზე უარის თქმასთან დაკავშირებით, განცხადებები დაწერეს.
მათი თქმით, ისინი ჩახსნიან სიებსაც, თუმცა, ეს მოხდება კანონით გათვალისწინებული პროცედურების შემდეგ.
“საკუთარი ხელით ვწერ მანდატის დატოვების შესახებ განცხადებას“, -ამბობს ირაკლი კუპრაძე ვიდეოში, რომელიც კოალიციის გვერდზე ცოტა ხნის წინ გამოქვეყნდა.
“რამდენჯერაც ამირჩევენ, იმდენჯერ ვიტყვი უარს, ასეთი გადაწყვეტილება მაქვს მიღებული“, - ამბობს ფიქრია ჩიხრაძე.
ამასთან დღეს დილით ცნობილი გახდა, რომ „კოალიცია ცვლილებისთვის“ და „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობა“ ცესკოს მიმართავენ, „არ გატარდეს სია რეგისტრაციაში და უფლებამოსილების საკითხი არ გადასცეს პარლამენტს განსახილველადაც კი“.
საპარლამენტო სიები "ერთიანობა ნაციონალურმა მოძრაობამ" ჩახსნა"არალეგიტიმურ პარლამენტში შესვლას არ ვაპირებთ" - "კოალიცია ცვლილებისთვის" საპარლამენტო სიას ხსნისოპოზიციის განცხადებიდან რამდენიმე საათში, ცესკოს იურიდიული სამსახურის უფროსმა თქვა, რომ კანონმდებლობა უფლებამოსილების ცნობამდე პარტიულ სიებში არსებულ კანდიდატთა რეგისტრაციის გაუქმებას არ ითვალისწინებს.
"ფიგურული ცურაობა" - მიხეილ ყაველაშვილი
პოლიტიკა • 1773078330
რუსული სამთავრობო მედიის ინფორმაციით, ვლადიმირ პუტინმა აშშ-ისრაელის იერიშების შედეგად მოკლული აიათოლა ალი ხამენეის ვაჟს, მოჯთაბა ხამენეის ირანის ახალ უზენაეს ლიდერად არჩევა მიულოცა. გავრცელებული ინფორ...
მსოფლიო • 1773078042
მოჯთაბა ხამენეიმ უზენაესი ლიდერის რანგში პირველი მიმართვა გაავრცელა. „მშვიდობა დიდებულ, მამაც და ღირსეულ ირანელ ერს, რომელმაც მტკიცედ გაუძლო ყველა განსაცდელს.დღეს ჩვენ ვდებთ პირობას, რომ ერთგულად გავა...
მსოფლიო • 1773077710
დღეს, თბილისის საქალაქო სასამართლოში 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ბაჩო ახალაიას პროცესი გაიმართა. "ივანიშვილი არის დასამხობი" - ახალაიას ამ ფრაზის გამო, რომელიც მან სასამ...
პოლიტიკა • 1773077061
ფარულ ჩანაწერში ქალი, რომელიც მოქალაქეს 60 ათასი დოლარის ქრთამის სანაცვლოდ მერიაში გარანტიებს ჰპირდება, რიმა ოთარაშვილია - "ქართული ოცნების" სტაჟიანი გულშემატკივარი და მარნეულის მერიის თანამშრომელი....
კრიმინალი • 1773074848
ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა: „ევროპული ბიუროკრატია საით მიაქანებს ევროკავშირს, ეს მართლა არ ვიცი. ჩვენ ვსაუბრობთ, მათ შორის ეკონომიკაზე, მსოფლიო ეკონომიკაში 30 პროცენტი იყო ევროკავშირის...
პოლიტიკა • 1773061331












