"კოალიცია ცვლილებისთვის" წევრი გელა ხასაია პატიმრობაში რჩება
პოლიტიკა • 1745061853

"კოალიცია ცვლილებისთვის" წევრი გელა ხასაია პატიმრობაში რჩება. სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა საჩივარი მისი გათავისუფლებისა და საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ. ამის შესახებ ინფორმაციას მისი ადვოკატი, თეონა ზაქარაშვილი ავრცელებს.
"გელა ხასაიას საქმეზე სააპელაციო საჩივარი არ დამიკმაყოფილეს, სტანდარტულად თქვეს უარი. ვიცოდი ეს შედეგი იქნებოდა, თუმცა სადღაც მაინც მეგონა დღეებს შეამცირებდნენ.
მრავალ დღესასწაულებს დაესწარით, მაგრამ გახსოვდეთ, დღეს პოლიტიკური პატიმრები ყავს ციხეში რეჟიმს და მხოლოდ გაგიმართლათ, მათ ადგილას რომ არ ხართ.
სიჩუმე არ ზრდის თქვენი "დაუჭერლობის" შანსებს. მხოლოდ წინააღმდეგობამ და იმ ფაქტმა, რომ არ ეგუებით, შეიძლება გადაგარჩინოთ." - წერს თეონა ზაქარაშვილი.გელა ხასაია 31 მარტს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე ძალის გამოყენებით დააკავეს. პოლიცია მის გაჩხრეკას ცდილობდა, რაზეც ხასაიამ უარი თქვა. ის ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით არის დაკავებული, რაც პოლიციის დაუმორჩილებლობას გულისხმობს. 16 აპრილს გამართულ სხდომაზე 12-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს.

გივი თარგამაძე: ეს პორტნოვია, იანუკოვიჩის თანაშემწე. ის იყო პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ რეპრესიების არქიტექტორი. ის ცვლიდა საკანონმდებლო ბაზას ისე, რომ ოპონენტთა დევნა სულ უფრო გააფთრებული ყოფილ...
სოცმედია • 1747827953

სასამართლოში ელემენტარული საპროცესო უფლებებიც კი წამართვეს - ასე ეხმაურება საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ე.წ. საზღვრის კვეთის საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ ზეპირი მოსმენის გარ...
პოლიტიკა • 1747827635

უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის, ვიქტორ იანუკოვიჩის ყოფილი მრჩეველი, ანდრეი პორტნოვი, მადრიდთან ახლოს მოკლეს. მედიის ცნობით, პორტნოვს გულმკერდის არეში ოთხი, თავის არეში კი ერთი ცეცხლნასროლი ჭრილობა აქვს მ...
მსოფლიო • 1747827507

თბილისის მერი კახა კალაძე მოუწოდებს მოქალაქეებს, დაემორჩილონ კანონს და სანამ მშენებლობას დაგეგმავენ, ნებართვის მისაღებად მერიის შესაბამის სამსახურებს მიმართონ. როგორც მან დღეს დედაქალაქის მთავრობის...
საზოგადოება • 1747826851

იპოდრომის ყოფილ ტერიტორიაზე მიმდინარე მშენებლობის დროს უსაფრთხოების ნორმები დაირღვა, რაზეც თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ მყისიერი რეაგირება მოახდინა. როგორც დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილი...
საზოგადოება • 1747826786

ჩელე ყურუა სოცქსელში წერს: ზვიად ცეცხლაძე ვინახულემითხრა რომ წერილი მან დაწერასაკანში მასთან ერთად სხედან ვალერი თეთრაშვილი, გურამ მირცხულავა და საბა ჯიქია, მათ საკანშივე მოაწერეს ხელი14 მაისს სასამარ...
პოლიტიკა • 1747825728