"კოალიციური მმართველობა არის ევროპული ტიპის მმართველობა" - მამუკა ხაზარაძე თბილისის მერის მოადგილედ დასახელდა

პოლიტიკა 1634750927

ხაზარაძე

,,ჩემი მოწოდება ცხოვრებაში არის საქმის კეთება და არასოდეს არ მიფიქრია საიდან გავაკეთებდი ამ საქმეს, დღეს არის უნიკალური შანსი იმისთვის, რომ ყველამ გავაკეთოთ ის, რაც ჭირდება ჩვენს თბილისს"- ეს განცხადება ,,ლელოს" ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ კოალიციური მთავრობის წარდგენისას გააკეთა, სადაც მას თბილისის მერის მოადგილეობა ხვდა წილად. 

ხაზარაძის განცხადებით 30 წლიანი პოსტ საბჭოთა ქვეყნის ისტორიაში, დღეს 20 ოქტომბერს ისტორიული დღეა. 

,,კოალიციური მმართველობა არის ევროპული ტიპის მმართველობა, ერთპარტიული კი რუსული. 30 წლიანი პოსტსაბჭოთა სივრცის ქვეყანაში დღეს არის ისტორიული დღე. კოალიციაში ჩემი ყოფნა ნიშნავს, იმას რომ არ გვაქვს ყველაფერზე თანხმობა, მაგრამ ჩვენ გვაქვს საერთო მიზანი და ეს მექანიზმი არის იმის დასამარცხებლად რასაც ქვია გამეფებული ნეპოტიზმი და კორუფცია ამ ქვეყანაში. ლელო შემოდის საკმაოდ სერიოზული წვლილით, ეს არის მარშალის გეგმა და პროფესიონალები, რომლებიც დაიკავებენ იმ ადგილებს თანაკოალიციის წევრებთან, ერთად, რომელიც განავითარებს თბილისს", - განაცხადა ხაზარაძემ. 

მისივე თქმით, კოალიციური მთავრობა პირველივე დღიდან დაიწყებს იმ რეფორმების გატარებას რომელიც ქალაქს ჭირდება და აქვე განმარტა, რომ არცერთი ის ადამიანი, ვინც წარმოადგენს ,,ქართულ ოცნებას" და არის თავისი საქმის პროფესიონალი, არ დატოვებს დაკავებულ თანამდებობას. 

,,ჩვენ პირველივე დღიდანვე დავიწყებთ ცვლილებებს, რომელიც მიმართული იქნება კონკრეტული ადამიანისთვის და თბილისის მაგალითი და მოდელი უნდა იყოს გადამდები ყველა ქალაქისთვის სადაც არჩევნები ტარდება. ჩვენ გვინდა  შემოვიტანოთ ახალგაზრდების და არაახალგაზრდებიც წინ წამოწევის სტანდარტი, ყველა ის პროფესიონალი ადამიანი ვინც ოცნებას წარმოადგენს და მუშაობს შეინარჩუნებს თავის ადგილს. ჩვენ გვევალება რომ ვიყოთ რიგითი ჯარისკაცები. გადამწყვეტი მომენტი დგება, რომ სახლიდან უნდა გამოვიდეთ და მივცეთ ცვლილებებს და განსხვავებებს ხმა", - განაცხადა ხაზარაძემ. 

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ბაჩუკი ქარდავა
"მოგიწოდებთ, გაიტანეთ კიდევ ერთხელ რუსული კანონი პარლამენტიდან... ნუ აჰყვებით ძალაუფლების სურვილით შეპყრობილი ერთი ადამიანის ვნებას..." - ბაჩუკი ქარდავას გამოსვლა რუსულ კანონთან დაკავშირებით

"დავიწყებ იმით, რომ ჯერ კიდევ პირველყოფილმა ადამიანებმა შექმნეს თანაცხოვრების დარეგულირებისთვის წესები, რომელიც კანონშემოქმედების პირველი ნაბიჯები იყო. ანუ, დასაბამიდან ყველა კანონს თავისი მიზანი ჰქონ...

პოლიტიკა 1713277721

საზოგადოება
„ვიდრე იქნება ივანიშვილი, საქართველოს EU-ში მოხვედრა არ ეღირსება“ - ლაშა ბუღაძე

ვიდრე იქნება ივანიშვილი, საქართველოს EU-ში მოხვედრა არ ეღირსება, - ამის შესახებ  მწერალი  ლაშა ბუღაძე საუბრობს, რომელიც ამ წუთებშ პარლამენტთან რუსულ კანონს აპფროტესტებს. მწერალი პირდაპირ ამბობს, რომ ქ...

საზოგადოება 1713270021

აქციის მონაწილე
„ნაგავი, სამშობლოს გამყიდველები რუსეთისკენ მიიწევენ“ - აქციის მონაწილე

ნაგავი, სამშობლოს გამყიდველები რუსეთისკენ მიიწევენ, - ამის შესახებ პარლამენტთან აქციის მონაწილე საუბრობს. მოქალაქე ამბობს, რომ არ სურს რუსეთში ცხოვრება, წინააღმეგ შემთხვევაში უკვე იქ იქნებოდა. ამასთან...

საზოგადოება 1713269926

იოანე მახარაძე
„დასავლური ფულით გადარჩა ათასობით ადამიანის სიცოცხლე. რუსეთმა მოაწყო გენოციდი, სიცოცხლე მოუსპო ათასობით უდანაშაულო ქართველს“ - იოანე მახარაძე

 გეოგრაფიის სპეციალისტი იოანე მახარაძე საკუთარ ფეისბუქ გვერდზე პოსტს აქვეყნებს: დასავლური ფულით საქართველოში დაფინანსდა С ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა, გადარჩა ათასობით ადამიანის სიცოცხლე. დასავლური...

სოცმედია 1713267788

ფოტიგა
„ჯერ კიდევ იმედი მაქვს, რომ საქართველოს მთავრობა თავს შეიკავებს ისეთი ნაბიჯებისგან, რომლებმაც, შესაძლოა, ქვეყანას ევროატლანტიკური გზიდან გადაახვევინოს“ - ანა ფოტიგა

ქართველებმა კარგად იციან, რომ მათი ქვეყნისთვის რეალური საფრთხე დასავლეთიდან კი არ მოდის, არამედ სხვა კონკრეტული მიმართულებიდან, - ამის შესახებ ევროპარლამენტარი, ანა ფოტიგა „ფეისბუქზე“ წერს. მისი თქმით...

პოლიტიკა 1713267702

ახალგაზრდეი
"ჩვენზეა დამოკიდებული, გავიმარჯვებთ ჩვენ თუ რუსეთი" - ახალგაზრდები დანებებას არ აპირებენ

რუსული კანონის წინააღმდეგ ახალგაზრდების პროტესტი არ წყდება. სხვადასხვა უნივერსიტეტების სტუდენტები დღესაც პარლამენტთან არიან შეკრებილები. ისინი პირდაპირ ამბობენ, რომ მსგავსი არადემოკრატიული სტილის მმარ...

პოლიტიკა 1713267371