კობახიძემ პლასტმასის ბოთლებში სასმლის აკრძალვის რეგულაცია 4 წლით გადაავადა

პოლიტიკა 1775636490

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე Newposts.ge

პლასტმასის ბოთლებში სასმლის წარმოების იმპორტისა და ბაზარზე განთავსების რეგულაციის ამოქმედება 4 წლით გადავადდა - ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

კობახიძე ამბობს, რომ მთავრობამ ბიზნესის სუბიექტური ინტერესები გაითვალისწინა, ასევე, კონკრეტული რეგულაციების შესაძლო გავლენა სამომხმარებლო ფასებზე.

„როგორც მოგეხსენებათ, პლასტმასის მოხმარება ზიანს აყენებს როგორც ადამიანების ჯანმრთელობას, ისე გარემოს. რამდენიმე მნიშვნელოვანი ნაბიჯი უკვე გადაიდგა პლასტმასის მოხმარების შემცირების მიმართულებით ეს პროცესი ეტაპობრივად გაგრძელდება.

თუმცა ამავდროულად, უნდა გავითვალისწინოთ ამ პროცესთან დაკავშირებული გვერდითი ფაქტორები, მათ შორის ბიზნესის სუბიექტური ინტერესები, ასევე, კონკრეტული რეგულაციების შესაძლო გავლენა სამომხმარებლო ფასებზე.

ბიზნეს სექტორთან გვქონდა აქტიური კონსულტაციები. მადლობა ამისთვის გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრს. ამ კონსულტაციების შემდეგ, მივიღეთ გადაწყვეტილება პლასტმასის ბოთლებში სასმლის წარმოების იმპორტისა და ბაზარზე განთავსების რეგულაციის ამოქმედება გადავავადოთ 4 წლით, 2031 წლის პირველ თებერვლამდე“,- განაცხადა კობახიძემ.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ორთოპედიული პროდუქტები
ორთოპედიული პროდუქტების ფართო არჩევანი “ახალი ხედვის” მაღაზიებში

კომპანია ,,ახალი ხედვა” მომხმარებლებს ორთოპედიული პროდუქციის ფართო არჩევანს სთავაზობს. სამედიცინო ჯგუფის ფილიალებში სამკურნალო,  საპროფილაქტიკო  და  სარეაბილიტაციო დანიშნულების მქონე პროდუქციაა წარმოდ...

ჯანმრთელობა 1781261876

ვარიკოზული გეტრებ
რა სიმპტომების დროს არის საჭირო ვარიკოზული გეტრების გამოყენება?

ვარიკოზის დროს ერთ მდგომარეობაში დიდხანს ყოფნისას ქვედა კიდურებში უსიამოვნო შეგრძნება ძლიერდება, ხოლო მოსვენებისას ფეხის აწევის შემთხვევაში მცირდება. მსგავსი სიმპტომები ზაფხულში, ჯდომისა და დგომის დრო...

ჯანმრთელობა 1781261687

საზოგადოება
სენაკში შვილმა მამა დაჭრა

სენაკში შვილმა მამა, სავარაუდოდ, ყელის არეში დანით დაჭრა. ინფორმაცია ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. უწყების ცნობით, ბრალდებული დაკავებულია. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პ...

კრიმინალი 1781246672

ზაზა შათირიშვილი
„უკვე კარგა ხანია ფაქტებითა და მაგალითებით ვადასტურებ, რომ დონალდ ტრამპი დამოუკიდებელი ფიგურა არაა და ის და მისი ადმინისტრაციაც ისევე ემსახურებიან „დიფ სთეითს“, როგორც მისი წინამორბედი“ - ზაზა შათირიშვილი

"როგორც გიგისგან, გიგასგან და ზურასგან გავიგეთ, ჯო უილსონის მიერ წარდგენილი კანონპროექტის - „ჩინეთის კავკასიაზე კონტროლის საწინააღმდეგო აქტის“ მიზანი საქართველოს უსაფრთხოება და რუსეთის, ირანის და რა თ...

პოლიტიკა 1781246237

მერაბ მეტრეველი
“როგორ ატყუებს „იმედი“ კონტექსტიდან ამოგლეჯილი ფრაზებით საკუთარ მაყურებელს” – მერაბ მეტრეველი

ჟურნალისტი, მერაბ მეტრეველი: როგორ ატყუებს „იმედი“ კონტექსტიდან ამოგლეჯილი ფრაზებით საკუთარ მაყურებელს. „იმედმა“ დადო ეს ქარდი, რასაც ხედავთ, საიდანაც რჩება შთაბეჭდილება, რომ რუსეთი საწადელს აღწევს, ე...

სოცმედია 1781237494

ლენტიი
სროლა ბათუმის ბულვარში

ბათუმის ბულვარში სროლა იყო | ინფორმაციას გამოცემა აჭარა თაიმსი ავრცელებს. ადგილზე პოლიციაა მობილიზებული. ადგილობრივები ამბობენ, რომ გაიგეს რამდენიმე გასროლის ხმა არსებული ინფორმაციით, ახალი ბულვარის ტ...

შემთხვევა 1781236944