პოლიტიკა • 1719280395
არის თუ არა საჭირო ევროკავშირის 27-ვე სახელმწიფოს თანხმობა საქართველოს მთავრობისთვის გამოყოფილი დაფინანსების გაყინვასთან დაკავშირებით? - ევროპარლამენტის საპარლამენტო მრჩეველი "მწვანეთა პარტიიდან", თამარ გუგულაშვილი "საჯარო პოლიტიკის" ეთერში იმ პროცედურულ მხარესთან დაკავშირებით საუბრობს, რომელიც ევროპულმა პოლიტიკურმა გაერთიანებამ შეზღუდვების დაწესებამდე უნდა გაატაროს.
თამარ გუგულაშვილი განმარტავს, რომ საქართველოსთან უმაღლესი დონის შეხვედრების შეჩერებას და ხელისუფლებისთვის დაფინანსებების შეწყვეტას, მხოლოდ და მხოლოდ, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ორი მესამედის თანხმობა სჭირდება.
ევროპარლამენტის საპარლამენტო მრჩევლის ცნობით, იმ შემთხვევაში, თუ ევროპელი ლიდერები კონკრეტული პირების წინააღმდეგ პერსონალური სანქციების დაკისრებას გადაწყვეტენ, ამისთვის 27-ვე ქვეყნის სრული თანხმობა იქნება აუცილებელი.
მაგალითად, დღესდღეობით ვართ ევროკავშირთან იმ თანამშრომლობის ეტაპზე, რომ ჩვენ გვაქვს უვიზო რეჟიმი, ამ უვიზო რეჟიმის შეჩერებაზე 14 სახელმწიფოს თანხმობაა საჭირო. იმ სამი ზომის შესახებ, რომელიც ბორელმა ჩამოთვალა, რომელზეც ელოდება, რომ ხუთშაბათს ან პარასკევს იქნება დასკვნა გამოტანილი, არცერთს არ სჭირდება 27 ქვეყნის თანხმობა. თანხების გაყინვას და უმაღლესი დონის შეხვედრების შეჩერებას სჭირდება ქვეყნების ორი მესამედი, რომელიც ძალიან მარტივად მიიღწევა. ასევე 27 ქვეყნის სრული თანხმობა სჭირდება, როდესაც სანქციების პაკეტები მიიღება ინდივიდუალურ პირების წინააღმდეგ. როგორც წესი, თუ მაგალითად შენგენის წევრი რომელიმე ქვეყანა სამოგზაურო სანქციებს აამოქმედებს ინდივიდუალური პირების მიმართ, შენგენის წესის მიხედვით იგივე ვრცელდება სხვა ქვეყნებშიც, რადგან ჰარმონიზაცია ხდება", - ამბობს თამარ გუგულაშვილი.
ოცნების ამერიკელი მხარდამჭერი კიმბერლი ლოუ, მხედრიონის მეთაურ დოდო გუგეშაშვილს შეხვდა
საზოგადოება • 1737902585
21 დეკემბერს ტელეკომპანია “იმედის” მფლობელმა ირაკლი რუხაძემ რადიო თავისუფლების პოდკასტში ისაუბრა. პოდკასტიდან მონაკვეთები მოგვიანებით სოციალური ქსელის მომხმარებლებმაც გაავრცელეს. ინტერვიუს მიმდინარეობ...
პოლიტიკა • 1737901830
აქცია იყო ცოტა ხნის წინ წერეთლის გამზირზე. მოქალაქეები პოლიციის განყოფილებასთან იყვნენ მისული და სკანდირებდნენ "არა პოლიციურ რეჟიმს!", "ცეცხლი ოლიგარქიას!" და "გაათავისუფლეთ სინდისის პატიმრები!". მა...
პოლიტიკა • 1737901200
ალექსანდრ ლუკაშენკოს მტკიცებით, მას წლევანდელ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღება არ სურდა. "არ მინდოდა ამ არჩევნებში მონაწილეობა... რამდენი შეიძლება, უკვე 30 წელია. სულ მცირე, უხერხულია უკვე...
მსოფლიო • 1737899299
გლობალურ ბაზარზე ნავთობის ფასი იზრდება. WTI-ის ტიპის ნედლი ნავთობის საერთაშორისო საორიენტაციო მაჩვენებელი თბილისის დროით 11:20 საათზე, 74.66 დოლარით განისაზღვრება, რაც ერთი კვირის ჭრილში 0.05%-იან ზრდ...
ბიზნესი & ეკონომიკა • 1737894936
ოცნების პრემიერმინისტრი, ირაკლი კობახიძე არაბთა გაერთიანებულ საამიროებში გაემგზავრა. როგორც ცნობილია, ის ვიზიტის ფარგლებში შეხვედრას გამართავს არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტთან, შეიხ მოჰამ...
პოლიტიკა • 1737891675
ეს საინტერესოა • 1730230380
30 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი