პოლიტიკა • 1725522717
მოსკოვში აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის რუსეთთან მიერთებაზე საუბარი დაიწყეს. ამის შესახებ NEWS.ru-სთან დსთ-ს ქვეყნების საქმეთა, ევრაზიული ინტეგრაციისა და თანამემამულეებთან ურთიერთობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ვიქტორ ვოდოლაცკიმ ისაუბრა. მისი თქმით, მსგავსი საკითხები ხალხმა რეფერენდუმის საფუძველზე უნდა გადაწყვიტოს.
“აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთისა და სხვა სუვერენული სახელმწიფოების საკითხები, რომლებსაც რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში ყოფნა სურთ, სახალხო რეფერენდუმით უნდა გადაწყდეს. მიერთების შესახებ ასეთი გადაწყვეტილების მიღების უფლება მხოლოდ მოცემული სახელმწიფოს ხალხს აქვს და არა ლიდერებს. ამიტომ, თუ ჩატარდება სახალხო რეფერენდუმი, თუ ხალხი რუსეთთან შეერთების სურვილს გამოთქვამს, მაშინ ყველა კონსტიტუციური ნორმისა და უფლების გაფორმების სამართლებრივი პროცედურა დაიწყება”, – განაცხადა ვოდოლაცკიმ.
რუსეთმა პირველი სექტემბრიდან ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუწყვიტა. ოკუპანტი ქვეყანა აფხაზებისგან გარკვეული ვალდებულებების შესრულებას ითხოვს. ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი შამბამ განაცხადა, რომ ოფიციალურ მოსკოვში არაერთხელ გაკეთებულა განცხადება, რომ აფხაზეთის მიერ ნაკისრმა შეუსრულებელმა ვალდებულებებმა, შეიძლება, გარკვეული სანქციები გამოიწვიოს.
რუსეთი აფხაზებისგან ითხოვს:
– ეკონომიკურ საქმეებზე სასამართლო და საარბიტრაჟო გადაწყვეტილებების აღიარებისა და აღსრულების შესახებ შეთანხმების რატიფიცირებას;
– რუსეთის იურიდიული პირების მიერ აფხაზეთის ტერიტორიაზე საინვესტიციო პროექტების შესრულების შესახებ შეთანხმების ძალაში შესვლის უზრუნველყოფას;
– რუსი ინვესტორებისთვის შეზღუდვების მოხსნას კომერციული უძრავი ქონების ბაზარზე (აპარტამენტები).
ვიდეო: „ძალიან სამარცხვინო საქციელია“ - რა ხდებოდა სტადიონზე საქართველო-სომხეთის მატჩის დამთავრების შემდეგ
საზოგადოება • 1742786788
ისტორიკოსი ბექა კობახიძე: სტუმრად ჩავედით, 3:0 მოვუგეთ, ერთი კენჭი არავის უსვრია. ჩამოვიდნენ, 6:1 მოვუგეთ და დაალეწეს ბოთლები თავზე.ამავე დროს, იგივე ხალხი ჩაჯმული გაიქცა და ხმა "აბა ომი გინდა?!"-ს მი...
სოცმედია • 1742786496
ჟურნალისტი ვიკა ბუკია: ქოცობა კიბოა და მეტასტაზები მატჩის შემდეგ სტადიონსაც მოედო დღეს. ყველაფერს მოედება თუ ამათ არ მოვიშორებთ დროზე. ქოცებმა არც სტუმართმოყვარეობა იციან და არც სამშობლოს სიყვარული. ა...
სოცმედია • 1742786333
ლევან ხაბეიშვილი ამბობს, რომ არჩევნების წინ ენმ-ის თავმჯდომარის თანამდებობიდან მხოლოდ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო არ გადამდგარა. ამის შესახებ ხაბეიშვილმა გირჩის ეთერში ისაუბრა იაგო ხვიჩიას პოდკასტშ...
პოლიტიკა • 1742786252
ვირას, 23 მარტს, თურქეთის ოპოზიციური რესპუბლიკური სახალხო პარტიის (CHP) პრაიმერიზში თითქმის 15 მილიონმა ამომრჩეველმა ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების კანდიდატად სტამბოლის მერი ექრემ იმამოღლუ აირჩია....
მსოფლიო • 1742785660
სანქტ-პეტერბურგში რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელი, ნიკოლაი სავჩენკო 2014 წელს უკრაინის დროშასთან ერთად გადაღებული სურათის გამო 14 დღით დააკავეს. აღნიშნული ინფორმაცია რუსულმა Фонтанка-მ სანქტ-...
რუსეთ-უკრაინის ომი • 1742785614
ეს საინტერესოა • 1739735883
17 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი