„ლელო" მნიშვნელოვნად მიიჩნევს რეგიონების განვითარებას, პარტია რეგიონებს ძლიერ გუნდს სთავაზობს

პოლიტიკა 1631641038

ლელო

 

დღეს, „ლელოს" ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან სამუშიამ მარტვილში, ჩხოროწყუსა და სენაკში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა.

მარტვილში ვედიკარის, მუხურჩასა და ონოღიას ლელოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ალიოშა ჭიჭინავა იქნება.

სამუშიას თქმით, საეტაპო არჩევნებია 2 ოქტომბერს და მოსახლეობის აქტიურობა არის გადამწყვეტი. ყველამ უნდა გადავდგათ ქვეყნისთვის საკეთილდღეო ნაბიჯი და ორ ოქტომბერს მივიდეთ არჩევნებზე. „ლელოს" აქვს ხედვა და კონკრეტული გეგმა, რომელიც განავითარებს ქვეყანაში ყველა მიმართულებას, სწორედ ამიტომ უნდა ვიბრძოლოთ და არ უნდა დავნებდეთ.

„ჩვენს ხელშია ჩვენი ბედი. რასაც დღეს ხელისუფლება ნერგავს, თითქოს მოქალაქის ხმას აზრი არ აქვს, არის ტყუილი, მხოლოდ ხელისუფლების წისქვილზე ასხამს წყალს.  წელს იქნება დამკვირვებლების მასშტაბური რაოდენობა და „ქართულ ოცნებას" არჩევნების გაყალბების შანსი არ ექნება.  რაც შეეხება „ლელოს", მისი მთავარი მიმართულება არის ადამიანი და მისი უფლებები.  პარტიული რესურსით აუცილებლად ვიდგებით თქვენს გვერდით.  ჩვენ არ გვაშინებს იმ გადაწყვეტილების მიღება, რომელიც კონკრეტულ მომენტში სხვებისთვის არ იყოს მისაღები მაგრამ ვთვლით, რომ ქვეყნისთვის უკეთესი და კარგია,"- ლევან სამუშია.

„ლელომ" რეგიონებში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების წარდგენის კამპანია აქტიურად გააგრძელა და ჩხოროწყუს მოსახლეობას მათ კანდიდატთან, დემნა ყალიჩავასთან ერთად შეხვდა.

ჩხოროწყუს პარტიული სია კი ასე გამოიყურება:
სიის პირველი ნომერი -  კორნელი წურწუმია;
ლესიჭინეს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი - ბაკურ ხორავა;
ქვედა Ჩხოროწყუ - ნაკიანის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი - მანუჩარ ახალაია;
ახუთის მაჟორიტარად - დევი გახარია.

ქალაქ სენაკში „ლელომ" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი კახა ადამია წარადგინა, ხოლო თეკლათის მაჟორიტარობისთვის მონიკა თოდუა იბრძოლებს.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
სააკაშვილი
ავიღე ბილეთი 2 ოქტომბრის საღამოსთვის - მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, თვითმმართველობის არჩევნებზე ჩამოდის. სააკაშვილის თქმით, მნიშვნელოვანია არჩევნებზე ყველა მივიდეს და "მას შემდეგ, რაც საარჩევნო უბნები დაიხურება ყველანი...

პოლიტიკა 1632769234

მოსმენები
უმრავლესობის აზრით, სასულიერო პირებს პოლიტიკური მიზნებისთვის უსმენენ - Edison Research

Edison Research-ის კვლევის მიხედვით, მოსახლეობის უმრავლესობა ფიქრობს, რომ ხელისუფლება სასულიერო პირების პირად ინფორმაციას უსმენს, რათა შემდეგ პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენოს.  კითხვას - "თქვენი აზრ...

პოლიტიკა 1632767217

ნაცები
გახარიას ამომრჩეველმა შესაძლოა "ნაციონალურ მოძრაობას" მხარი დაუჭიროს

"კვლევა ამბობს, რომ ხელისუფლების პოზიციები განიცდის დეგრადაციას"- ასეთია პოლიტოლოგ გია ხუხაშვილის შეფასება Edison Risearch-ის მიერ გამოქვეყნებულ პოლიტიკური პარტიების კვლევების შედეგებთნ დაკავშირებით,...

პოლიტიკა 1632766276

მდინარაძე
"არ მგონია სერიოზული იყოს.." - მამუკა მდინარაძე Edison Research-ის კვლევაზე

"ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე,  Edison Research-ის კვლევას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ეს კვლევა "სერიოზული არ ჰგონია". მდინარაძემ თქვა, რომ მას თბილისში პირველივე ტურში...

პოლიტიკა 1632765667

გახარია მელია კალაძე
მელია 46%, გახარია 49%, კალაძე 55% - პოლიტიკოსების მოწონება Edison-ის კვლევით

Edison Research-ის კვლევის მიხედვით, პოლიტიკოსების მოწონების რეიტინგში პირველ 2 ადგილს ყოფილი პრემიერმინისტრი, გიორგი გახარია და თბილისის მოქმედი მერი, კახა კალაძე იკავებენ. კალაძეს მოსახლეობის 55% "პ...

პოლიტიკა 1632765329

კვლევა
საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა მმართველ გუნდს არას ეუბნება - Edison Researc-ის კვლევა ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით

ტელეკომპანია "ფორმულას" დაკვეთით, საერთაშორისო კვლევითი ორგანიზაცია Edison Reswarc-ის მიერ ჩატარებულ კვლევაში პოლიტიკური პარტიების და პოლიტიკოსების რეიტინგების გარდა, ძალიან საინტერესო აღმოჩენაა ის მო...

პოლიტიკა 1632764855