„ლექსო სამხარაძე იზოლატორშია გადაყვანილი, ადმინისტრაციული პატიმრობის აღსრულების მიზნით“ - შსს
პოლიტიკა • 1749892142

თბილისის საქალაქო სასამართლომ ლექსო სამხარაძეს ქართული ოცნების ერთპარტიული პარლამენტის დეპუტატის დავით მათიკაშვილის საჩივრის საფუძველზე 13 ივნისს ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა.
დღეს, დილის საათებში ლიკა ბასილაია-შავგულიძემ Facebook-ზე დაწერა, რომ "ლექსო სამხარაძე გაიტაცეს ქუჩიდან".
ფორმულას შსს-ში უთხრეს, რომ "ადმინისტრაციული პატიმრობის აღსრულების მიზნით", ლექსო სამხარაძე დროებითი მოთავსების იზოლატორში გადაიყვანეს.
"თბილისის საქალაქო სასამართლომ, მიმდინარე წლის 13 ივნისს, ალექსანდრე სამხარაძეს ადმინისტრაციული სახდელის სახით შეუფარდა ადმინისტრაციული პატიმრობა.
ალექსანდრე სამხარაძემ თავი აარიდა სასამართლოში გამოცხადებას. შესაბამისად, სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ის დააკავეს.
ალექსანდრე სამხარაძე გადაყვანილია დროებითი მოთავსების იზოლატორში, ადმინისტრაციული პატიმრობის აღსრულების მიზნით", - ვკითხულობთ განცხადებაში.
2 ივნისს ლექსო სამხარაძემ Facebook-ზე გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც ჩანს, რომ ის საპროტესტო შეძახილებს ეუბნება ქართული ოცნების წევრ დავით მათიკაშვილს, რომელიც კაფეში შედის. მოგვიანებით, 5 ივნისს მან დაწერა, რომ დავით მაჩიკაშვილმა უჩივლა.

ირაკლი კუორაძე: ჩვენს 3 თანამებრძოლს (ლელოს ლიდერებს) მოუწყვეს ჩასაფრება და გადაიყვანეს ნარკოლოგიურში.ოთო ფარულავა - გენერალური მდივნის მოადგილელევან ჯორბენაძე - კოალიციის კომუნიკაციების ხელმძღვანელიბ...
პოლიტიკა • 1751994677

ალექსანდრე ახვლედიანი სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს. გადაწყვეტილება ეკა ბარბაქაძემ ადგილზე თათბირის შემდეგ გამოაცხადა. ახვლედიანს 30 ათას ლარიანი გირაო შეეფარდა. გირაოს გადასახდელად მოსამართლემ...
კრიმინალი • 1751993466

ლეიბორისტული პარტიის ლიდერი, შალვა ნათელაშვილი:,,გაწამდა ტვ–პირველი იმის მტკიცებით,რომ ადგილობრივი არჩევნებია ჩვენი გადარჩენა. ამიტომ მაქვს წინადადება ხაზარაძესთან, აყრევინე კენჭი თბილისის მერად გია ხ...
სოცმედია • 1751986272

საქართველოში ლოიალურობის ყველაზე მასშტაბური პროგრამა PLUS წელს 8 წლის გახდა. ამ დღის აღსანიშნავად, საქართველოს ბანკის გუნდმა ლოიალურ მომხმარებლებს შოპინგის ნამდვილი დღესასწაული მოუწყო და 100,000-მდე ა...
ბიზნესი & ეკონომიკა • 1751984728

თბილისის საქალაქო სასამართლოში, სინდისის პატიმრის, დავით ხომერიკის პროცესი მიმდინარეობს. სხდომაზე ერთ-ერთი დამკავებელი პოლიციელი, ნიკა კიზირია იკითხება. სწორედ კიზირია იყო ერთ-ერთი, ვინც ხელბორკილები...
პოლიტიკა • 1751984405

ჟურნალისტი ვიკა ბუკია:„ყველაზე შემზარავი მაინც იმის გააზრებაა, რომ ივანიშვილმა ცხოველებად გადააქცია ადამიანები. რუხაძე რომ გააგორონ ხვალ და წერილი “დააწერინონ”, ან მართლაც თვითმკვლელობამდე მიიყვანონ –...
სოცმედია • 1751984249