ლევან დავითაშვილი: „ევროპული ინტეგრაციის კუთხით საქართველომ უკვე ძალიან დიდი სამუშაო შეასრულა, გვაქვს მოლოდინი, რომ ეს ძალისხმევა პოზიტიურად დაფასდება"
პოლიტიკა • 1653575964 269

„საქართველოს ევროპული ინტეგრაცია ისტორიული ამოცანაა და ამისთვის ქვეყანამ უკვე ძალიან დიდი სამუშაო შეასრულა" - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა განაცხადა.
ლევან დავითაშვილმა დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებებში მიიღო მონაწილეობა და საქართველოს მოქალაქეებს დღესასწაული რუსთაველის გამზირიდან პირადად მიულოცა. ამასთან, ვიცე-პრემიერმა საქართველოს ევროინტეგრაციის პერსპექტივების შესახებ მედიასთან ვრცლად ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, თითოეული ქართველის, მოქალაქის, მათ შორის თითოეული საჯარო მოხელის ძალიან დიდი დამსახურებაა, რომ ჩვენ გარკვეული პროგრესი გვაქვს ევროინტეგრაციის კუთხით ასოცირების ხელშეკრულების შემდეგ.
„საქართველოს მიერ მომზადებული განაცხადი ერთ-ერთი ყველაზე უფრო ხარისხიანია, ასოცირებით აღებული ვალდებულებების შესრულების კუთხით საქართველოს მიღწევები ყველაზე მეტია ასოცირების ტრიოს ფარგლებში. განსაკუთრებით მსურს აღვნიშნო, რომ ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების შესასრულებელი ვალდებულებების კუთხით საქართველოს ვალდებულებების ნახევარი უკვე შესრულებული აქვს, რაც ნამდვილად ყველაზე მეტია და შესაბამისად, გვაქვს მოლოდინი, რომ საქართველოს ეს ძალისხმევა პოზიტიურად დაფასდება", - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.

როგორ უნდა მიიღოს ქვეყანამ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი - ოპოზიცია ალტერნატიულ გეგმაზე მსჯელობს. პარამენტში დღეს ოპოზიციური პარტიების წევრები და ლიდერები არიან შეკრებილები. შეხვედრა დახურულ კარს მი...
სამართალი • 1656855080

მესამე სექტორმა "ფონდ ღია საზოგადოების" ოფისში ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაციისთვის საჭირო გეგმა წარმოადგინა. არასამთავრობოებმა ის 12 პუნქტი განიხილეს, რომელიც საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატ...
საზოგადოება • 1656854746

უზბეკეთმა ყარაყალპაკეთში ერთთვიანი საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა - მიზეზი საკონსტიტუციო ცვლილებების გამო რეგიონში მიმდინარე დემონსტრაციებია. დემონსტრაციები პარასკევს, 1 ივლისს, მას შემდეგ დაიწყო, რ...
მსოფლიო • 1656849083

გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო 4 ივლისს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება ვაკის რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა კიკეთის, სოფელი დ...
საზოგადოება • 1656849000

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელმა, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ მონაწილეობა მიიღო ეუთო-ს პოლიტიკური და უს...
პოლიტიკა • 1656847562

საკვირაო წირვის დასრულების შემდეგ, სამების ტაძარში პატრიარქის მოსაყდრე შიომ იქადაგა და ერთიანი ეროვნული გამოცდების დაწყებამდე, აბიტურიენტები დალოცა: "ქრისტეს მიერ საყვარელნო მამანო, ძმანო და დანო, დღე...
რელიგია • 1656847310