ლევან დავითაშვილი - გლობალური პლატფორმა 500 Global-ის შემოსვლით, საქართველო იქნება რეგიონული ჰაბი სტარტაპ-ეკოსისტემის წასახალისებლად

პოლიტიკა 1659723383

დავითაშვილი

„საქართველოში პროფესიონალი და გამოცდილი აქსელერატორის მონაწილეობით ადგილობრივ  სტარტაპ კომპანიებს საშუალება ეძლევათ იყვნენ უფრო წარმატებული და კონკურენტუნარიანი. სწორედ  ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ  აქსელერაციის პროგრამა 4 წლის განმავლობაში გაგრძელდეს, რაც გულისხმობს აქსელერაციის ეტაპზე გადასული სტარტაპების 8 ეტაპად მომზადებას, მათ შორის საერთაშორისო სტარტაპერების" - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა  ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსა და გლობალური ვენჩურული კაპიტალის პლატფორმა 500 Global-ს შორის კონტრაქტის გაფორმების შემდეგ განაცხადა.

კონტრაქტის მიხედვით, 500 Global-ი ოთხი წლის განმავლობაში სტარტაპებს საქართველოში გადაამზადებს.

„ორი წლის წინ, საქართველოში დავიწყეთ ძალიან წარმატებული პროგრამა მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი აქსელერატორის შემოყვანით - 28 სტარტაპი მომზადდა ისე, რომ მათ მოახერხეს 212%-იანი ზრდა, დაახლოებით 100 მილიონი დოლარის ღირებულების შექმნა, მრავალმილიონიანი ინვესტიციების მოზიდვა და საბოლოოდ,  საქართველოში ინოვაციების სფეროში წარმატებული კომპანიები შეიქმნა. ჩვენ მიზანიც სწორედ ეს არის და ამიტომ, გადავწყვიტეთ, აქსელერაციის პროგრამა  4 წლის განმავლობაში გაგრძელდეს", - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

გლობალური დონის აქსელერაციის პროგრამა წელიწადში ორჯერ ჩატარდება და სტარტაპებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით საშუალება ექნებათ, გაიარონ გადამზადების ინტენსიური კურსი, რომელიც დემო დღით დასრულდება. დამატებით, ყოველი კოჰორტის გამარჯვებული სტარტაპი, 500 Global-ის მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო პროგრამაში მიიღებს მონაწილეობას.

„ამ პროგრამაში ჩვენ გვყავს პარტნიორები „საქართველოს ბანკის" სახით, რომელიც ასევე 5 მილიონი დოლარის ინვესტიციას ახორციელებს სახელმწიფოსთან ერთად. საქართველოში 500 Global-ის  შემოსვლით, ჩვენ მივიღეთ ის, რომ საქართველო იქნება რეგიონული ჰაბი სტარტაპეკოსისტემის წასახალისებლად, დასახმარებლად და მათ შორის დასაფინანსებლად. დარწმუნებული ვარ,  ეს ნაბიჯი აუცილებლად გამოიწვევს ინვესტორთა დაინტერესებას, შეიქმნება ვენჩურული კაპიტალის ფონდები. ვფიქრობ, მსგავსი გადაწყვეტილებებით  საქართველოს, როგორც რეგიონული ცენტრის როლი, კიდევ უფრო იზრდება", - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

2020-2021 წლის განმავლობაში 500 Global-მა საქართველოში აქსელერაციის ორი პროგრამა ჩაატარა, რომელიც ჯამში 30-მა ქართულმა და საერთაშორისო ტექნოლოგიურმა სტარტაპმა გაიარა. მათგან ოთხი სტარტაპი - CARDEAL, Cargon, Payze, Agrolabs - სილიკონის ველზე გაემგზავრა პროგრამის ფინალურ კომპონენტში მონაწილეობისთვის, რაც ახალი კონტაქტების დამყარების და ინვესტორებთან დაკავშირების აქტივობებს მოიცავდა.

500 Global-მა საქართველოში ბიძგი მისცა ადგილობრივი სტარტაპების ზრდას და განვითარებას.

პროგრამის დასრულების შემდეგ, მნიშვნელოვნად გაიზარდა კომპანიების მზაობა უცხოური კერძო კაპიტალისთვის. ბევრი მათგანი გაფართოვდა სხვა ქვეყნის ბაზრებზეც, მათ შორის უკრაინაში, უზბეკეთში, და ინდოეთში.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
პოლიტიკა
"ხალხის ღალატი" და "ევროპული მომავლისთვის ძირის გამოთხრა" - ლატვიის პარლამენტის წევრი რუსულ კანონზე

ლატვიის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, რიჰარდს კოლსი "ოცნების" მიერ რუსული კანონის ხელახლა ინიცირებას "ამერიკის ხმასთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში მოწინააღმდეგეთათვის "ლაგამის ამოდებად...

პოლიტიკა 1713506162

მახალდიანის დედა
„უკვე 4 წელი გავიდა იმ ავბედითი დღიდან, როცა მოგისწრაფეს სიცოცხლე, ჩემო ერთადერთო დე“ – თიკა მახალდიანი ემოციურ პოსტს აქვეყნებს

მომღერალი თიკა მახალდიანი სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს, სადაც წერს, რომ მისი დედის გარდაცვალებიდან 4 წელი გავიდა. თიკა მახალდიანს სჯერა, რომ „მოვა დრო და ყველა პასუხს აგებს თავის დანაშაულზე...

სოცმედია 1713504727

ჭოლა
ვიდეო - „არა რუსულ კანონს“ - ჭოლა პრემიერის შემდეგ

"არა რუსულ კანონს!" - მსახიობები და ცნობილი რეჟისორები რუსული კანონის წინააღმდეგ ბრძოლას არ წყვეტენ.   პრემიერის შემდეგ რეჟისორმა ლევან (ჭოლა) წულაძემ რუსთაველის გამზირზე შეკრებილებს სოლიდარობა გამოუც...

საზოგადოება 1713504553

ლომჯარია აქციიდან
,,Gen-z ვერ გაარუსებთ! წინააღმდეგობა გაგრძელდება მიზნის მიღწევამდე!” – ნინო ლომჯარია

ყოფილი სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია სოციალურ ქსელში პარლამენტთან, აქციაზე გადაღებულ კადრს გვიზიარებს. ,,Gen-z ვერ გაარუსებთ! წინააღმდეგობა გაგრძელდება მიზნის მიღწევამდე!”, -წერს ნინო ლომჯარია. შეგა...

სოცმედია 1713498911

რასა იუკნევიჩიენე
დებიძინიზაციის გარეშე, ევროკავშირის ნაწილი ვერ იქნებით – რასა იუკნევიჩიენე

ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიენე “მთავარ არხთან” რუსული კანონის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებსა და საპროტესტო აქციებზე საუბრისას, ამბობს თუ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება სურს, ეს გადამწყვეტი...

პოლიტიკა 1713496347

აშშ-ის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი
“ირონიულია, რომ აცხადებს, რომ საკონსტიტუციო სამართლის იურისტია” – კელი დეგნანის უმწვავესი გზავნილები

ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი ელჩი საქართველოში, კელი დეგნანის განცხადებას, რომელიც მან ბოლონიაში, ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტში გააკეთა, ჟურნალისტი დემნა დევდარიანი სოციალურ ქსელში ავრცელებს: კელ...

პოლიტიკა 1713496163