ლევან დავითაშვილმა ქვეყანა დატოვა - მედია
პოლიტიკა • 1771427239
"პირველების" ინფორმაციით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ყოფილმა მინისტრმა და ყოფილმა ვიცე-პრემიერმა, ლევან დავითაშვილმა ქვეყანა დატოვა.
დავითაშვილი გუშინ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოიკითხა. 6-საათიანი გამოკითხვიდან გამოსულმა ყოფილმა ვიცე-პრემიერმა თქვა, რომ გამოკითხვა ევროპის გაზით მომარაგებაში საქართველოს მონაწილეობას და ამასთან დაკავშირებულ რისკებს შეეხებოდა.
- „ჩვენ განვიხილეთ საქართველოს გაზის მომარაგების საკითხი. ალბათ იცით, რომ საქართველო, რამდენიმე წელიწადია, ძალიან აქტიურ როლს ასრულებს ევროპის გაზით მომარაგების საკითხში. კერძოდ, ჩვენ მნიშვნელოვანი წვლილი შეგვაქვს ევროპული ენერგეტიკული უსაფრთხოების საკითხში. ამაში ჩვენ ვთანამშრომლობთ აზერბაიჯანის რესპუბლიკასთან. ვფიქრობ, ძალიან დეტალური და ამომწურავი ინფორმაცია მივეცი და, შესაბამისად, ამას, რა თქმა უნდა, დასჭირდა დრო. ძალიან ლოგიკური კითხვები იყო. იყო კითხვები, ამ კუთხით ჩვენი აქტიური მონაწილეობა რამდენად შეიძლება, მომარაგების მხრივ ქმნიდეს გარკვეულ რისკებს ან არ ქმნიდეს. აქედან გამომდინარე, ჩვენთვის ძალიან ლოგიკური იყო, რომ ყველა ეს საკითხი ამომწურავად განგვეხილა. ეს არის ძირითადი საკითხი, რაც ჩვენ განვიხილეთ. ასევე, განვიხილეთ, მომავალში საქართველოში როგორ მოხდეს სტაბილურად გაზმომარაგება. ჩვენ გვაქვს ხელშეკრულებები, რომლებსაც გარკვეული ვადები აქვს. გარკვეული ხელშეკრულებები ჩვენ გრძელვადიანად გარანტირებული გვაქვს, გარკვეული ხელშეკრულებების გაგრძელება და გადახედვაა საჭირო და ეს საკითხებიც განვიხილეთ“.
დავითაშვილის ამ კომენტარს მალევე სუს-ის საგანგებო განცხადება მოჰყვა, სადაც მდინარაძის უწყებამ ექს მაღალჩინოსანი არასწორი ინფორმაციის გავრცელებაში დაადანაშაულა და მის მიერ მიცემულ ინტერვიუში არსებულ უზუსტობებზე ისაუბრა.
როგორც უწყებამ “პირველებს“უთხრა, ყოფილი ვიცე-პრემიერი ლევან დავითაშვილი ანტიკორუფციულ სააგენტოში იყო გამოკითხვაზე კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეზე და არა შეხვედრაზე.
გაირკვა, რომ სუს-ში მიმდინარეობს გამოძიება გაზმომარაგების კონტრაქტთან დაკავშირებით, რამაც სავარაუდოდ, საქართველოსთვის პირობები გააუარესა.
"ფიგურული ცურაობა" - მიხეილ ყაველაშვილი
პოლიტიკა • 1773078330
რუსული სამთავრობო მედიის ინფორმაციით, ვლადიმირ პუტინმა აშშ-ისრაელის იერიშების შედეგად მოკლული აიათოლა ალი ხამენეის ვაჟს, მოჯთაბა ხამენეის ირანის ახალ უზენაეს ლიდერად არჩევა მიულოცა. გავრცელებული ინფორ...
მსოფლიო • 1773078042
მოჯთაბა ხამენეიმ უზენაესი ლიდერის რანგში პირველი მიმართვა გაავრცელა. „მშვიდობა დიდებულ, მამაც და ღირსეულ ირანელ ერს, რომელმაც მტკიცედ გაუძლო ყველა განსაცდელს.დღეს ჩვენ ვდებთ პირობას, რომ ერთგულად გავა...
მსოფლიო • 1773077710
დღეს, თბილისის საქალაქო სასამართლოში 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ბაჩო ახალაიას პროცესი გაიმართა. "ივანიშვილი არის დასამხობი" - ახალაიას ამ ფრაზის გამო, რომელიც მან სასამ...
პოლიტიკა • 1773077061
ფარულ ჩანაწერში ქალი, რომელიც მოქალაქეს 60 ათასი დოლარის ქრთამის სანაცვლოდ მერიაში გარანტიებს ჰპირდება, რიმა ოთარაშვილია - "ქართული ოცნების" სტაჟიანი გულშემატკივარი და მარნეულის მერიის თანამშრომელი....
კრიმინალი • 1773074848
ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა: „ევროპული ბიუროკრატია საით მიაქანებს ევროკავშირს, ეს მართლა არ ვიცი. ჩვენ ვსაუბრობთ, მათ შორის ეკონომიკაზე, მსოფლიო ეკონომიკაში 30 პროცენტი იყო ევროკავშირის...
პოლიტიკა • 1773061331












