პოლიტიკა • 1732967349
ეს პროცესი სადღაც თუ არ შეჩერდა, ჩვენ შემდგომ აქციებზე კიდევ უფრო მეტ ძალადობას მივიღებთ და ბოლოს შეიძლება, ვიღაც შემოაკვდეთ ასეთ პირობებში, - ამის შესახებ საქართველოს სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა განაცხადა.
მისი თქმით, ომბუდსმენის აპარატის წარმომადგენლები ყველა იზოლატორში არიან წარმოდგენილები და ფორმდება ოქმები.
„ასეთი საქმეების გამოძიების დაყოვნებამ მოიტანა ის, რომ ამ აქციებზე კიდევ უფრო მეტი ადამიანია ძალადობის მსხვერპლი, განსხვავებით წინა აქციებისგან, განსხვავებით ერთი წლის წინანდელი აქციებისგან. ეს პროცესი სადღაც თუ არ შეჩერდა, ჩვენ შემდგომ აქციებზე კიდევ უფრო მეტ ძალადობას მივიღებთ და ბოლოს შეიძლება ვიღაც შემოაკვდეთ ასეთ პირობებში. ასე რომ, ყველას პასუხისმგებლობაა ეს, მაგრამ განსაკუთრებით იმ ადამიანების, ვინც აკავებენ, ვინც იძიებენ, ვინც იქ საპოლიციო ღონისძიებას ატარებენ, იმ ადამიანების პასუხისმგებლობაა, რომ ასეთ შემთხვევებს არ ჰქონდეს ადგილი.
ნებისმიერი შემთხვევა, რომელიც რჩება გამოუძიებელი, რომელზეც სახელმწიფო არ რეაგირებს დროულად, ასეთი შემთხვევების გამეორების ალბათობა, რა თქმა უნდა, მეტია”, - განაცხადა იოსელიანმა.
იოსელიანის განმარტებით, იზოლატორში მონახულებულ პირებს უკვე გაეწიათ სამედიცინო დახმარება.
„აქ ვნახე ადამიანები, რომლებიც კლინიკაში იყვნენ და კლინიკიდან დაბრუნებულები არიან, აღმოუჩინეს შესაბამისი დახმარება”, - განაცხადა ომბუდსმენმა.
3 გამარჯვებული პროდასავლური პარტია ამბობს, რომ ქვეყანაში ერთადერთი ლეგიტიმური ინსტიტუტი - პრეზიდენტია, ხოლო დე ფაქტო პარლამენტს ახალი პრეზიდენტის დანიშვნის უფლება არ აქვს. როგორც პარტიები ამბობენ, "შე...
პოლიტიკა • 1734003193
პარტია გახარია-საქართველოსთვის განცხადებით, 14 დეკემბერს დაგეგმილი საპრეზიდენტო არჩევნები ლეგიტიმური არ არის. პარტია აღნიშნავს, რომ პრეზიდენტის არჩევის უკანონო პროცესში არ მონაწილეობს და არალეგიტიმური...
პოლიტიკა • 1733999161
სასამართლო სტუდენტების ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეებს იხილავს. ამ წუთებში გიორგი ბრეგვაძის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს, აქტივისტის, რომელიც ბეატრის გაზდელიანთან ერთად იმყოფებოდა აქციაზ...
პოლიტიკა • 1733999030
არასამთავრობო ორგანიზაციებმა დღეს სპეციალური ბრიფინგი გამართეს, რომელზეც დასავლელი პარტნიორების მხრიდან საქართველოს არალეგიტიმური ხელისუფლების მიმართ გატარებული ღონისძიებები მიმოიხილეს და სანქცირების...
პოლიტიკა • 1733998845
ომღერალი ქეთი მელუა "ინსტაგრამზე" საქართველოში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება და წერს, რომ ძალიან ღელავს პროცესების გამო და ზუსტად ესმის, “რატომ უნდა ქართველ ხალხს ევროპაში.“ მისი თქმით...
სოცმედია • 1733997248
საქართველოს პროკურატურის განცხადებით, მეტროსადგურ სახელმწიფო უნივერსიტეტში დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის ფაქტზე მოქალაქეს ბრალი წარედგინა. "შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გ...
კრიმინალი • 1733996810
ეს საინტერესოა • 1730230380
30 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი