ლევან ვასაძემ კიკეთში რუსული სკოლა გახსნა - შაბათის ფორმულა

პოლიტიკა 1679169300    2197

ვასაძე

ლევან ვასაძემ კიკეთში კერძო სკოლის ბაზაზე რუსული სასწავლებელი გახსნა. სწავლა სრულად რუსულ ენაზე და რუსული საგანმანათლებლო სტანდარტებით უკვე 2 თვე მიმდინარეობს.

მოსწავლეებს რუსეთის ისტორიასაც ასწავლიან, თუმცა ის, რომ პუტინის რეჟიმმა, საქართველოს 20% მიისაკუთრა, პროგრამაში შეტანილი არ არის. განათლების სამინისტროს ამ ყველაფერზე წერილობითი ზოგადი პასუხი აქვს და დამატებითი კითხვების დასმის საშუალებას არ იძლევა.

ფორმალურად სექტორად წოდებული სასწავლებელი სრულფასოვანი სკოლის დანიშნულებით მუშაობს - აქვს ცალკე შენობა, შესაბამისი ინფრასტრუქტურით და ისწავლება ყველა საგანი, რასაც ბავშვები სასწავლო დაწესებულებაში სწავლობენ, თუმცა მხოლოდ რუსულ ენაზე და რუსული საგანმანათლებლო პროგრამით. ბავშვები სასწავლებელში სკოლის ავტობუსს მოჰყავს.

რუსულ სკოლას, რომელშიც ამ ეტაპზე პირველიდან მეხუთე კლასის ჩათვლით მოსწავლეები სწავლობენ, აქვს საკუთარი ვებ-გვერდი. საიტზე პირდაპირ წერია, რომ სასწავლო პროგრამა შეესაბამება რუსულ საგანმანათლებლო სტანდარტს. კლასიდან კლასში გადასასვლელად კი ბავშვები ონლაინ რეჟიმში, რუსეთში დანერგილ საოჯახო სწავლების პლატფორმაზე გამოცდას აბარებენ. შედეგების მიხედვით კი მოსკოვის, ან პეტერბურგის სკოლებში შემდეგი კლასის მოსწავლეებად ირიცხებიან.

ივან გლადიბოროდა პრორუსული იდეოლოგიის მატარებელი ლევან ვასაძის რუსული სკოლის ხელმძღვანელი და ისტორიის მასწავლებელია. შაბათის ფორმულა მთელი დღის განმავლობაში ცდილობდა მასთან გასაუბრებას, თუმცა გლადიბოროდამ სკოლა ისე დატოვა, რომ შაბათის ფორმულას კამერას დაემალა.

თავად ვასაძე მოსკოვშია, მისი მეუღლე კი შაბათის ფორმულასთან საუბრისას ომს გამოქცეული რუსების დახმარების აუცილებლობაზე საუბრობს.

ლევან ვასაძის ცოლი გვიმტკიცებს, რომ მისი მისმა მეუღლემ არა რუსული სკოლა, არამედ საგანმანათლებლო წრე გახსნა. ის, რასაც ნინო დურგლიშვილი წრეს ეძახის, ასე გამოიყურება - ყოველდღე, დილის ცხრიდან საღამოს ექვსამდე ისწავლება - მათემატიკა, უცხო ენები, ისტორია, სლავური ენები, ხელოვნება, მუსიკა, სპორტი. სასწავლებელი ყველგან, როგორც ვებ-გვერდზე, ისე ინსტაგრამზე, მოხსენიებულია როგორც სკოლა და არა როგორც დამატებითი საგანმანათლებლო წრე, ან კლუბი.

ქვეყანაში, რომლის 20% პუტინის რეჟიმის მიერაა ოკუპირებული რუსული საგანმანათლებლო დაწესებულებები ყოველგვარი სახელმწიფო ავტორიზაციის გარეშე ფუნქციონირებენ.

ბოლო მონაცემებით, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, საქართველოს მოქალაქეობა რუსეთის 3400-მდე მოქალაქემ უკვე მიიღო.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
დოლიძე
რა ინიციატივით მიმართა ანა დოლიძემ განათლების სამინისტროს

პარტია ,,ხალხისთვის’’ ლიდერმა ანა დოლიძემ განათლების სამინისტროს ინიციატივით მიმართა, რომელიც გულისხმობს ბავშვების კვების დაფინანსებას საჯარო სკოლებში. ’’დღეს, ჩვენ აქ ვართ ერთი მნიშვნელოვანი საკითხის...

პოლიტიკა 1679933492

ლოგო
თათია სამხარაძის წინააღმდეგ ორგანიზებული სახელისუფლებო დევნა მიმდინარეობს - „ნაციონალური მოძრაობა“

არტია „ნაციონალური მოძრაობა“ მხარდაჭერას უცხადებს თათია სამხარაძეს და აცხადებს, რომ მსხვერპლი ქალის წინააღმდეგ ორგანიზებული სახელისუფლებო დევნა მიმდინარეობს. "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა სრულ სოლიდარ...

პოლიტიკა 1679933222

 ზელენსკი ბახმუტში
ზელენსკი ზაპოროჟიეს რეგიონში ფრონტის ხაზზე ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ზაპოროჟიეს რეგიონში, ფრონტის ხაზზე ჩავიდა და იქ მებრძოლ ჯარისკაცებს შეხვდა, - ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ოფისის პრესსამსახური ავრცელებს. ქვეყნის მეთაუ...

რუსეთ-უკრაინის ომი 1679932654

პატრუშევი
პატრუშევის მუქარა: რუსეთი ფლობს უნიკალურ იარაღს, რომელსაც შეუძლია გაანადგუროს ნებისმიერი მოწინააღმდეგე, მათ შორის აშშ

რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს მდივანი ნიკოლაი პატრუშევი რუსულ მედიასთან საუბარში აშშ=ს და დასავლეთს ემუქრება. "რუსეთი მომთმენია და არავის აშინებს თავისი სამხედრო უპირატესობით. მაგრამ მას აქვს თ...

მსოფლიო 1679932539

ნაცვლიშვილი ანა
ანა ნაცვლიშვილი მხარდასაჭერად თათია სამხარაძესთან სახლში მივიდა

"ლელო" საქართველოსთვის წევრი, ანა ნაცვლიშვილი მხარდასაჭერად თათია სამხარაძესთან სახლში მივიდა. "მოვედი თათიას მხარდასაჭერად! მე ვარ მის გვერდით და ყველა იმ ქალის გვერდით, ვინც ძალადობის, ჩაგვრის და პრ...

სოცმედია 1679932157

სამხარაძე
თათია სამხარაძეზე თავდასხმები მისი სამოქალაქო აქტივიზმის საპასუხოდ ხდება - HRH

თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის განცხადებით, თათია სამხარაძეზე განხორციელებული ორგანიზებული თავდასხმა მისი აქტივიზმის პასუხია, რადგან იგი მხარს უჭერს იმ ქალებს, რომლებიც სექსუალურ შევიწროებაზე ალაპ...

საზოგადოება 1679931701