ლევანი ადამია — მცირე მეწარმე ოკუპაციის ზოლიდან, რომელიც კონტრაბანდის, კრიმინალისა და პოლიციის თანამონაწილეობის შესახებ საუბრობს

პოლიტიკა 1490692860

საზოგადოება

საქართველოს დასავლეთ რეგიონი, კერძოდ სამეგრელო, გეოგრაფიულად რამდენიმე კილომეტრით არის დაშორებული რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთს. ეს სიახლოვე არა მხოლოდ უსაფრთხოების, არამედ ყოველდღიური ეკონომიკური რეალობის საკითხიც არის. ოკუპირებული ტერიტორიიდან კონტრაბანდული საქონლის შემოტანა ათწლეულების მანძილზე იყო ამ რეგიონის ერთ-ერთი ყველაზე მწვავე პრობლემა. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდში სასაზღვრო კონტროლის გამკაცრებამ და სამართლებრივი სისტემის რეფორმამ ეს პრობლემა მნიშვნელოვნად შეამცირა.

2012 წელს „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, ადგილობრივი მოსახლეობის თქმით, კონტრაბანდული ქსელები აღდგა, ხოლო სამართალდამცავი ორგანოების როლი პრობლემის მოგვარებიდან თანამონაწილეობამდე შეიცვალა. ამ ფონზე განსაკუთრებით მოწყვლადნი მცირე მეწარმეები აღმოჩნდნენ.

ლევანი ადამია მეწარმეა ქალაქი სენაკიდან, რომელმაც 2007 წლიდან ზუგდიდის რეგიონში, ოკუპირებული აფხაზეთის მოსაზღვრე სოფელ ხურჩაში თხილის პლანტაცია გააშენა და კომპანია „ნათს ჯეორგია“ დააფუძნა. საკუთარ ნაკვეთზე კონტრაბანდული საქონლის აღმოჩენის შემდეგ მან გადაწყვიტა, საჯაროდ ემხილა სისტემა. ამ გადაწყვეტილებამ მას ფიზიკური ძალადობა, პოლიციის პირდაპირი მუქარა და სისტემატური შევიწროება მოუტანა.

*

მე, ლევანი ადამია, სამეგრელოში, ქალაქ სენაკში დავიბადე და გავიზარდე. ჩემი ბავშვობა შიშსა და სტრესში გავატარე. ოკუპირებული აფხაზეთიდან სეპარატისტები რეგიონში კონტრაბანდას ეწეოდნენ და ადამიანებსაც იტაცებდნენ. საღამოს 5-6 საათის შემდეგ სახლიდან გასვლა შეუძლებელი იყო და მაშინდელი მილიცია ამ სისტემის თანამონაწილე იყო.

ყველაფერი შეიცვალა ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ. დაიწყო ქალაქ ანაკლიის პორტის პროექტი, პოლიცია კანონის ენით ალაპარაკდა და სასაზღვრო კონტროლი გაძლიერდა. სწორედ ამ პერიოდში, 2007 წლიდან, მაშინდელი პროექტების „აწარმოე საქართველოს“ და „აგრო ბიზნესი ყველას“ დახმარებით სოფელ ხურჩაში თხილის პლანტაცია გავაშენე და კომპანია „ნათს ჯეორგია“ ჩამოვაყალიბე.ძირითადად ექსპორტი თურქეთში ხორციელდებოდა, თუმცა ცხადია მქონდა უდიდესი გეგმები, რომ სხვა ქვეყანაშიხ გამეტანა ჩემი პროდუქტი.

მას შემდეგ რაც 2012 წელს „ქართულმა ოცნებამ“ ხელისუფლება ჩაიბარა მალევე, განსაკუთრებით ოკუპაციის ზოლთან მდებარე სოფლებში, ყველაფერი უარესობისკენ შწიცვალა :  სეპარატისტების თავნებობა, პოლიციის ქრთამები, ბიზნესებისთვის წილის მოთხოვნა და აშ. 2013 წლის დეკემბერში ჩემი ნაკვეთის დარაჯს შეიარაღებულმა აფხაზებმა პირადი ნივთები მოჰპარეს იარაღი თავზე მიაბჯინეს და ყველაფერი წაართვეს. ძალოვანი უწყებები სრულ ინფანტილურობას იჩენდნენ (მაშინ ჯერ კიდევ მჯეროდა პოლიციის) ყველას ვისაც მივმართე უმოქმედობა გამოიჩინეს . ჩემს ირგვლივ 4-მდე კომპანია ერთმანეთის მიყოლებით დაიხურა ძარცვებისა და გამოძალვების გამო.

ასეთ რეალობაში, როცა ვხვდებოდი რომ პოლიცია თავად იყო კრიმინალის ორგანიზატორი და სეპარატისტებთან შეთანხმებით მოქმედებდა რეგიონში, დავიწყე ენმ-ს სენაკის ოფისთან თანამშრომლობა. ეს იყო ერთადერთი სივრცე, სადაც ადამიანურ პრობლემებზე საუბარი შეიძლებოდა, ამიტომ 2015 წლის 7 დეკემბერს ოფიციალურად გავწევრიანდი პარტიაში.

მდგომარეობა კიდევ უფრო გართულდა, როცა ჩემი ნაკვეთის ირგვლივ არხებში თანამშრომლებმა წყალგაუმტარ პარკებში შეფუთული სიგარეტები და შოკოლადები აღმოაჩინეს. ასობით შეკვრა იყო საგულდაგულოდ დამალული. ჩემმა მეგობარმა ლაშა კვირკველიამ  მითხრა, რომ მან 2 თანამშრომელი გაათავისუფლა, რომლებიც აფხაზეთიდან შემოტანილი სიგარეტის რეალიზაციაში მონაწილეობდნენ და პოლიცია მფარველობდა მათ. მე, ლაშამ და ჩვენმა თანამოაზრემ ქართლოს ნატროშვილმა გადავწყვიტეთ, ეს საჯარო გაგვეხადა.

2016 წლის 22 მაისს, შუალედურ არჩევნებზე,  ენმ-ს დამკვირვებლის სტატუსით ვიმყოფებოდი. უბნის ირგვლივ ძალოსნური სპორტის წარმომადგენლები ტრიალებდნენ, ამომრჩეველს აშინებდნენ და „41-ის“ შემოხაზვისკენ მოუწოდებდნენ. ყალბი პირადობებით შემოსვლის მცდელობებიც შევამჩნიეთ. ვითარება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, როცა ერთ-ერთმა მოძალადემ ნიკა მელიას კასტეტიანი ხელი მოუქნია. მე და ჩემი თანაპარტიელი ვახტანგ ქაჩიბაია გამშველებლები ვიყავით, მაგრამ ჩვენც ცემის მსხვერპლნი გავხდით. ხერხემალში ხელკეტი ჩამარტყეს, 3-ჯერ მუცელში მომხვდა წიხლი, სახეშიც 3-ჯერ მირტყეს და მანქანას საქარე მინა ჩაუმსხვრიეს. მიუხედავად ვიდეო ჩანაწერებისა და მოძალადეების ზუსტი იდენტიფიცირებისა, გამოძიება 2 წელი გაგრძელდა და მოძალადეები მხოლოდ ფულადი ჯარიმებით გამოძვრნენ.

2017 წლის 16 იანვარს სახლში 2 პიროვნება მოვიდადა თავი სენაკის მერიის თანამშრომლებად წარმიდგინეს. ჯერ მეგობრულად დაიწყეს საუბარი ამბობდნენ, კარგი ბიზნესმენი ვიყავი და არ უნდა გადამეყოლებინა საქმიანობა „ნაცებისთვის.“ მითხრეს: „მაგ კონტრაბანდიდან მოგების ნახვაც შეგიძლია, თუ ჩუმად იქნები ეგეც დაგიფასდებაო.“,, პატარა ქალაქებიდან ინფორმაციის გასვლა რა ცუდად მოქმედებს ყველაზე და ყველაფერზეო.“ რომ მიხვდენენ უკანონობასთან შეგუებას რომ არ ვაპირებდი, ტონი შეიცვალეს: „კანონებით ლაპარაკს არავისთვის არ მოუტანია კარგი იცოდე და არც შენ მოგიტანსო.“ „ბოლოს ძალიან ცუდად დაამთავრებ და მერე ნახავ, როგორი იქნება კანონის დაცვაო.“

ზვიად კუპრავასთან — სამეგრელოს რეგიონის წამყვან ოპოზიციურ ლიდერთან — კონსულტაციის შემდეგ კიდევ უფრო მოტივირებული გავხდი. მე, ლაშამ და ქართლოსმა დავიწყეთ საპროტესტო აქციის ორგანიზება ლოზუნგით „არა ოკუპანტებით კონტრაბანდას,“ რომელიც 2017 წლის 7 თებერვალს სენაკის მერიის წინ უნდა გამართულიყო.

2017 წლის 2 თებერვალს, ენმ-ს ოფისიდან გამოსვლისას, 5 პიროვნება აგვედევნა. ვეცადეთ თავი დაგვეღწია მაგრამ ვერ შევძელით, დაიწყეს პირდაპირ შეურაცხყოფა, ქართლოსმა შეპასუხება სცადა , მაგრამ სახეში იარაღის კონდახი ჩაარტყეს. როცა ქართლოსი ძირს დავარდა, მე და ლაშამ მისი დაცვა ვცადეთ, მაგრამ ჩვენც დაგვესხნენ თავს და გვცემეს. წასვლისასაც კი დაგვემუქრნენ: „დაიმახსოვრეთ ეს დღე და თუ გინდათ, სხვებსაც იგივე არ დაემართოთ, ჯობია უკანალის თამაშიშეწყვიტოთო.“

სასწრაფოს ბრიგადამ სამივე კლინიკაში გადაგვიყვანა. კლინიკაში პოლიციელს ჩვენება მივეცი. განვაცხადე, რომ ჩვენზე თავდასხმა გამიზნული იყო, რომ ეს დაანონსებული აქციის ჩაშლის მცდელობა იყო. პოლიციის პასუხი კი იმდენად ცინიკური იყო რომ შოკირებული დავრჩი : „რას არ გამოიგონებთ ხოლმე ეს ნაციონალებიო?“ „თქვენი სულელური აქციის გამო თავს ვინ შეიწუხებდა.

მე ერთადერთი რაშიც ბრალი მედება, ის არის რომ არ ვეგუებოდი უკანონობას და არც არასოდეს შევეგუები. ამის ფასი კი ჩემი ჯანმრთელობა, ჩემი ბიზნესის სტაბილურობა და ჩემი ყოველდღიური უსაფრთხოება აღმოჩნდა. დაფიქრდით — რა ხდება იმ ქვეყანაში, სადაც კონტრაბანდას ამხელ და პოლიცია გემუქრება? სადაც აქციას ნიშნავ და ხელკეტებით გხვდებიან? სადაც შენი პირადი აზრისა და შეხედულებების ქონის უფლება არ გაქვს? ეს არ არის პოლიტიკა ეს არის ადამიანის ელემენტარული უფლებების ჩახშობა

*

ლევანი ადამიას ინტერვიუში დასახელებულია კონკრეტული ინციდენტები. სტატიის გამოქვეყნებამდე რედაქციამ მიმართა შესაბამის ორგანოებს, მათ შორის შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური კომენტარის მისაღებად, თუმცა უწყების წარმომადგენელმა ტრადიციულად პრეს.ცენტრთან გადაგვამისამართა, სადაც განგვიცხადეს რომ აღნიშნულ ცრუ ბრალდებებთან დაკავშირებით კომენტარს არ გააკეთებდნენ.

ჩვენ ასევე დავუკავშირდით სენაკის მერიის წარმომადგენელს-ჯონდი ბაღათურიას, 2017 წლის 16 იანვარს ლევანი ადამიასთან მისული პირების ვინაობის დადასტურების მოთხოვნით. მერიის წარმომადგენლის პასუხი კი იყო, რომ „აღნიშნულ თარიღში რაიმე ოფიციალური ვიზიტი არ დაფიქსირებულა. მუნიციპალიტეტის თანამშრომლები მოქმედებენ კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში.“

ხოლო მას შემდეგ რაც ჟურნალისტმა ბატონ ჯონდის დაზარალებულ ლევაn ადამიას ბრალდებების მოკლე შინაარსი გააცნო, მან განაცხადა : “არ ვაპირებ ამ უშინაარსო პროვოკაციულ კითხვებზე გიპასუხოთ, ამ ქალაქში ყველამ ვიცით ვინ ვინ არის. არც ის არ აეის უცხო რომ თქვენს მიერ დასახელებული პიროვნება ნაციონალების აგენტია, შესაბამისად მათი საქმე სწორედ ტყუილების გავრცელებაა და ამაზე სერიოზულ კომენტარს ვერ გავაკეთებ, თქვენ (იგულისხმება ჟურნალისტი რედ.)  კი გირჩევთ რომ მოღალატე ნაციონალების გაპიარებას, რომლებიც ყურადღების მისაქცევად ათას სისულელეს იგონებენ, ქალაქში ჩამოხვიდეთ და მიმდინარე პროექტები გააშუქოთ, რასაც წარმატებით ახორციელებს მუნიციპალური მერია !

სასაზღვრო პოლიციამ ოკუპირებული ტერიტორიიდან კონტრაბანდული საქონლის შემოტანის ფაქტების შესახებ, განაცხადა რომ : „სასაზღვრო ზოლის დაცვა ხორციელდება ყველა შესაბამისი ნორმატიული აქტით გათვალისწინებული პროცედურების დაცვით. კონკრეტულ შემთხვევებზე კომენტარს ვერ გავაკეთებთ.“

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
adsaSDA
ბუნების ძალასა და კანის ბალანსზე დაფუძნებული კორეული ბრენდი ROUND LAB უკვე PSP-შია

ბუნების ძალასა და კანის ბალანსზე დაფუძნებული, კორეის სხვადასხვა რეგიონის ბუნებრივი ინგრედიენტებზე შექმნილი კორეული პრემიუმ ბრენდი ROUND LAB საქართველოს მომხმხარებლისთვის უკვე ხელმისაწვდომია. PSP-ს საა...

ბიზნესი & ეკონომიკა 1778846299

1q
დოლარის კურსი და სესხები - რა უნდა ვიცოდეთ

დოლარის კურსი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია, რომელიც გავლენას ახდენს როგორც ინდივიდუალურად თითოეულ ჩვენგანზე, ასევე, ბიზნესებზე. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც სესხი უცხოურ ვალუტაშია აღებული,...

ბიზნესი & ეკონომიკა 1778840400

2q
ექსპორტის როლი ლარის სტაბილურობაში

ლარის სტაბილურობა ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისათვის. მასზე გავლენას ახდენს მრავალი კომპონენტი, თუმცა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი არის ექსპორტი. როდესაც ქვეყანა ზრდის ე...

ბიზნესი & ეკონომიკა 1778840160

3q
უძრავი ქონების ყიდვა სესხით - გზამკვლევი

უძრავი ქონების ყიდვა სესხით (იპოთეკით) ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფინანსური გადაწყვეტილებაა. სწორად დაგეგმვის შემთხვევაში ეს არის ძლიერი ინსტრუმენტი, რომელიც გაძლევთ საშუალებას გახდეთ ქონების მფლო...

ბიზნესი & ეკონომიკა 1778839500

ემიგრანტები
ევროკავშირის ქვეყნებიდან გაძევებული მოქალაქეების რაოდენობით საქართველო მე-2 ადგილზეა

ევროკავშირის ქვეყნებიდან გაძევებული მოქალაქეების რაოდენობით საქართველო მეორე ადგილზეა. ოფიციალური მონაცემების მიხედვით, ერთ წელიწადში საქართველოს 10,475 მოქალაქე გამოაძევეს შენგენის ზონიდან. მხოლოდ 20...

პოლიტიკა 1778827689

ასრა აეროდრომი
უკრაინამ რუსეთში ეისკის სამხედრო აეროდრომს დაარტყა

უკრაინამ რუსეთში ეისკის სამხედრო აეროდრომს დაარტყა | უკრაინული დრონებით იერიშების შედეგად 15 მაისის ღამეს, კრასნოდარის მხარეში ძლიერი აფეთქებები დაფიქსირდა, რასაც ავიაბაზის ტერიტორიაზე ხანძარი მოჰყვა.

რუსეთ-უკრაინის ომი 1778826178