ლუკაშენკომ ივანიშვილის ყაველაშვილს წერილი გამოუგზავნა
პოლიტიკა • 1746851877
9 მაისის აღსანიშნავად ბელარუსის ავტოკრატმა პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ ივანიშვილის პრეზიდენტს, მიხეილ ყაველაშვილს მისალოცი წერილი გაუგზავნა. ამის შესახებ ინფორმაცია ბელარუსის პრეზიდენტის ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.
ლუკაშენკოს ადმინისტრაციის ვებგვერდზე ნათქვამია, რომ მილოცვაში ლუკაშენკომ "ყურადღება გაამახვილა, რომ 9 მაისი არის მათი შეუდარებელი სიმამაცისა და გამძლეობის სიმბოლო, ვინც ფაშიზმს ფრონტზე ებრძოდა და ფრონტის ზურგში შრომობდა, იცავდა საკუთარი მიწის დამოუკიდებლობას".
ლუკაშენკო ყაველაშვილისთვის გაგზავნილ წერილში გამოთქვამს იმედს, რომ ორი ქვეყანა მეორე მსოფლიო ომის დროს ბელარუსში დაღუპული გამოჩენილი ქართველი სამხედროების ხსოვნის მეშვეობით დაახლოვდება.
"ჩვენი სამშობლოს ყავისფერი ჭირისგან (რედ. - იგულისხმება ფაშიზმი) გათავისუფლებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ბელარუსებმა და ქართველებმა. მინსკში პატივი მივაგეთ სერგო ჭიღლაძისა და მირზა გელოვანის ხსოვნას, რომლებმაც ბელარუსისთვის ბრძოლაში უკვდავი გმირობა ჩაიდინეს და ჩვენთვის საქართველოს შვილთა თავგანწირული მებრძოლის ღირსების განსხეულებად იქცნენ. დარწმუნებული ვარ, რომ უსაზღვრო მადლიერება და პატივისცემა გამარჯვებულ გმირთა მიმართ კვლავ დარჩება ჩვენს ქვეყნებსა და ერებს შორის მეგობრობის განმტკიცების მნიშვნელოვან ფაქტორად." – ნათქვამია წერილში, რომელიც ყაველაშვილმა ლუკაშენკოსგან მიიღო.
აღსანიშნავია, რომ წელს ლუკაშენკომ ივანიშვილის პრეზიდენტს, მიხეილ ყაველაშვილს გამარჯვების დღის მისალოცი წერილი პირადად გაუგზავნა. აქამდე, გასულ წელს ბელარუსის ავტოკრატმა ლიდერმა მისალოცი წერილით მიმართა არა მეხუთე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, არამედ "ქართველ ხალხს".
აქამდე, 11 თევერვალს მიხეილ ყაველაშვილმა ალექსანდრ ლუკაშენკოს წერილით გაპრეზიდენტება მიულოცა. ამას წინ უსწრებდა ლუკაშენკოს მილოცვა ყაველაშვილისადმი. ბელარუსში საპრეზიდენტო არჩევნები კვლავ არადემოკრატიულ გარემოში ჩატარდა. 2020 წლის საპროტესტო ტალღის შემდეგ ლუკაშენკომ ქვეყანაში ოპოზიცია და დამოუკიდებელი მედია გაანადგურა, მას არჩევნებში რეალური კონკურენტი არ ჰყოლია. ბელარუსის ცენტრალური საარჩევნო კომიტეტის მონაცემებით ლუკაშენკომ ხმების 87%-ზე მეტი აიღო.
მარტის პირველ ნახევარში საქართველოს ელჩმა ბელარუსში, გიორგი საგანელიძემ თქვა, რომ ბელარუსი და ქართველი ხალხის დაახლოება საჭიროა.
"ნიუპოსტი" გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს! ქრისტე აღსდგა!
რელიგია • 1775937165
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ღვთივკურთხეულ სულიერ შვილებს ყოვლადსამღვდელონო მღვდელმთავარნო, ღირსნო მოძღვარნო, დიაკონნო, ბერმონაზონნო, სრულიად საქართველოს ყოველნო მკვიდრნო და ჩვენი ქვეყნის საზღ...
რელიგია • 1775936306
11 აპრილს, 15 საათსა და 14 წუთზე, იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე, წმინდა ცეცხლი გადმოვიდა. უფლის საფლავზე აღმართული სამლოცველოდან, კუვუკლიადან წმინდა ცეცხლი იერუსალიმისა და სრულიად პალესტინის პატრიარ...
რელიგია • 1775906838
დღეს წითელი პარასკევია. ამ დღეს ღვთისმსახურება იესო ქრისტეს ჯვარცმას, ჯვრიდან გარდამოხსნასა და დასაფლავებას იხსენებს. „არასდროს ისე არ ყოფილა ადამიანი ღმერთსმოკლებული, როგორც დღეს... დღეს ეშმაკებმა, ნ...
საზოგადოება • 1775802679
უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, ვიქტორ ორბანი ახალ სკანდალში ეხვევა. გამომძიებელი ჟურნალისტების ერთობლივმა ჯგუფმა, უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრისა და სერგეი ლავროვის სატელე...
მსოფლიო • 1775754397
"სომხეთის ხელისუფლება არაფერს აკეთებს რუსეთის ზურგს უკან და მის წინააღმდეგ. [...] ყაზახეთი გასული წლის აგვისტოდან ღიად გამოხატავს „ტრამპის მარშრუტით“ დაინტერესებას, თუმცა ყაზახეთი ერთადერთი ქვეყანა არ...
მსოფლიო • 1775754061











