`მადლობელი ვარ, რომ პრეზიდენტი ტრამპი ამ გარიყული სახელმწიფოსგან საქციელის შეცვლას მოითხოვს" - უილსონი

პოლიტიკა 1780503887

უილსონი ოცნება

„ანტიამერიკული „ქართული ოცნების“ რეჟიმი ხელს უწყობს ირანისა და ჩინეთის კომუნისტური პარტიის მავნებლურ ქმედებებს, პარალელურად კი უსამართლოდ აპატიმრებს საკუთარ ხალხს. მადლობელი ვარ, რომ პრეზიდენტი ტრამპი ამ გარიყული სახელმწიფოსგან საქციელის შეცვლას მოითხოვს" | წერს რესპუბლიკელი კონგრესმენი ჯო უილსონი X-ზე მას შემდეგ, რაც სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოს საქართველოსთან ურთიერთობების შესახებ შეკითხვა დაუსვა. მას მარკო რუბიომ უპასუხა, რომ აშშ შეშფოთებულია საქართველოს ჩინეთსა და ირანთან კავშირებით, ჩატარებული არჩევნებითა და სანქციების შესაძლო გვერდის ავლაში დახმარებით. მისივე თქმით, საქართველოს ამერიკასთან ურთიერთობების დალაგება სურს: "ამ ეტაპამდე მათ ნაბიჯები გადადგეს ჩვენს დასარწმუნებლად, რომ მათ სურთ აშშ-სთან ურთიერთობის გაუმჯობესება. ჩვენ მათ ხაზგასმით ვუთხარით, რა იქნებოდა ამისთვის საჭირო და რას ვითხოვდით ჩვენ. ჩვენ მივიღეთ პოზიტიური გამოხმაურება და ამიტომ ვიმედოვნებთ, რომ ვნახავთ შეცვლილ ტრაექტორიას იქიდან, სადაც საქართველო დღეს იმყოფება. [...] მათ გვკითხეს, რა მოეთხოვებოდათ, რომ ჰქონოდათ უკეთესი ურთიერთობა აშშ-სთან, ჩვენ ვუპასუხეთ და იმედი გვაქვს, რომ ამ საფუძველზე [ურთიერთობის] დაშენებას შევძლებთ და შეიცვლება ტრაექტორია არამხოლოდ ჩვენთან ურთიერთობების, არამედ მათი ქცევის მხრივაც"

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
გალტ
გალტ & თაგარტის ჩართულობით, ინვესტორებმა UzNIF-ის ისტორიულ IPO-ში მონაწილეობა მიიღეს

გალტ & თაგარტმა მომხმარებლებს უზბეკეთის ეროვნული საინვესტიციო ფონდის (UzNIF) პირველ საჯარო შეთავაზებაში (IPO) მონაწილეობის შესაძლებლობა მისცა. ფონდის აქციები წარმატებით დაილისტა როგორც ლონდონის, ისე ტ...

ბიზნესი & ეკონომიკა 1781348689

საქართველოს ბანკი
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ვორკშოპი „SME ლიდერობა: სწრაფი ნაბიჯებით, დიდ გზაზე“ გაიმართა

საქართველოს ბანკი ბიზნესის ხელშეწყობას აქტიურ რეჟიმში განაგრძობს. ამ მიზნით, ბიზნეს 360˚-ის შეხვედრების სერიის ფარგლებში, ვორკშოპი - „SME ლიდერობა: სწრაფი ნაბიჯებით, დიდ გზაზე“ გაიმართა. მას სალომე არ...

ბიზნესი & ეკონომიკა 1781348549

საბა სხვიტარიძე
"მელაძის შაბათის ანონსმა კიდევ ერთხელ გამახსენა ის საშინელება, რაც მე გადავიტანე დაკავების შემდეგ“ - საბა სხვიტარიძე

"მელაძის შაბათის ანონსმა კიდევ ერთხელ გამახსენა ის საშინელება, რაც მე გადავიტანე დაკავების შემდეგ. მნიშვნელობა არ აქვს, ასე დამნაშავეს ექცევიან თუ უდანაშაულოს. სამართალი იმისთვის არსებობს, რომ ადამიან...

პოლიტიკა 1781348435

ვლადიმერ პუტინი
რა უჯდება კრემლს ომის წარმოება

რა უჯდება კრემლს ომის წარმოება? | გერმანიის საერთაშორისო უსაფრთხოების პრობლემების ინსტიტუტმა რუსეთის ფინანსთა სამინისტროს მონაცემებზე დაყრდნობით გამოთვალა, რომ 2026 წლის პირველ კვარტალში რუსეთის სამხე...

რუსეთ-უკრაინის ომი 1781346648

არჩილ გორდულაძე
„ძალადობის გუშინ გავრცელებულ კადრებსაც ვერ ვნახავდით, ამ ახალ გუნდს რომ არ გამოევლინა და მოძალადეები არ დაესაჯა სამაგალითოდ“ - არჩილ გორდულაძე

"ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში შემობრუნებამდე ფაქტია, რომ კორუფციულ შემთხვევებთან ერთად სხვადასხვა ცალკეული პრობლემებიც იყო. ამიტომ გადაწყვიტა პოლიტიკაში დაბრუნება და თქვა კიდეც!ხელისუფლება მთლიანად კ...

პოლიტიკა 1781346587

კახა კალაძე
„ბევრჯერ გვითქვამს, რომ მზად ვართ დიალოგისთვის, მაგრამ ვიღაცამ თითის დაქნევით ელაპარაკოს ქართველ ხალხს და სახელმწიფოს, წარმოუდგენელია“ - კახა კალაძე

„თუ გავიხსენებთ წლებს, როდესაც გარე აქტორების თითის ქნევას თავს ვუხრიდით, ეს ძალიან ძვირი უჯდებოდა ჩვენს ქვეყანას“, - ასე გამოეხმაურა თბილისის მერი კახა კალაძე ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის მიერ...

პოლიტიკა 1781346058