მაგნიტსკის აქტის ინიციატორი ბილ ბრაუდერი დიდ ბრიტანეთს ივანიშვილის დასანქცირებისკენ მოუწოდებს

პოლიტიკა 1778083679

ივანიშვილი

მაგნიტსკის აქტის ინიციატორი ბილ ბრაუდერი დიდ ბრიტანეთს ივანიშვილის დასანქცირებისკენ მოუწოდებს | ამის შესახებ მან ლონდონში გამართულ დისკუსიაზე ისაუბრა, რომელიც საქართველოში მიმდინარე მოვლენებსა და მზია ამაღლობელს ეხებოდა

 "გზა, რომლითაც მან საქართველო საბოლოოდ მიიღო, რეალურად ერთი კაცი - ბიძინა ივანიშვილი აღმოჩნდა. ეს ბევრად უფრო იაფი დაუჯდა, ვიდრე ჯარის გაგზავნა. ივანიშვილმა ქონება რუსეთში დააგროვა და, დარწმუნებული ვარ, მის წინააღმდეგ ყველანაირი კომპრომატი არსებობს. არ ვიცი, ზუსტად როგორ წარიმართა მოლაპარაკებები, მაგრამ მან საკუთარი თავი ერთგვარ ალტერნატივად წარმოაჩინა და, სხვათა შორის, მის ხელისუფლებაში მოსაყვან კამპანიაში „ეფ-ეს-ბე“ ღრმად იყო ჩართული.ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან ის ძირითადად რუსეთის დავალებებს ასრულებს და ამას იმ დონეზე აკეთებს, რომ ახლა უკვე აღარანაირი განსხვავება აღარ არის იმაში, თუ როგორ ჩაგრავს საკუთარ ხალხს რუსეთი და როგორ ჩაგრავს საქართველოს ხელისუფლება საკუთარ მოქალაქეებს. ზოგიერთ დეტალს აქ პირველად ვისმენ. იმის აღწერა, თუ რა გაუკეთეს მზიას, ზუსტად იმეორებს რუსეთის ხელწერას საკუთარი ხალხის მიმართ. სამედიცინო დახმარებაზე უარის თქმა, ცემა და მსგავსი ქმედებები - ეს პირდაპირ მათი სამოქმედო სახელმძღვანელოა და აბსოლუტურად აღარანაირი გეოგრაფიული სხვაობა აღარ არსებობს რუსეთისა და საქართველოს ქმედებებს შორის.მაშ, რა შემიძლია დავამატო ამ საუბარს? დეტალებში შესვლა არ გვჭირდება, რადგან ყველამ ვიცით, რომ ეს ყველაფერი აბსურდი და საშინელებაა. ის, რაც ახლა ხდება, არაადამიანურია და ყველამ კარგად ვიცით, რატომაც აკეთებენ ამას — სწორედ ასე იქცევიან დიქტატორები, საბჭოთა რეჟიმის წარმომადგენლები, რუსები და „კაგებე“ (KGB). რა შეგვიძლია მოვიმოქმედოთ ამის საპასუხოდ?საინტერესო ის არის, რომ არსებობს ეს კაცი - ივანიშვილი, ოლიგარქი და მილიარდერი, რომელსაც ფული მთელ მსოფლიოში აქვს მიმოფანტული. საერთოდ, რატომ შეიქმნა „მაგნიტსკის აქტი“? სწორედ იმისთვის, რომ მთელი ქვეყნის მოსახლეობის დასჯის ნაცვლად, მიზანში ამოვიღოთ ის კონკრეტული ოლიგარქები, რომლებიც ადამიანის უფლებებს არღვევენ.მას აქტივები გაერთიანებულ სამეფოშიც აქვს. 2025 წლის ბოლოს, სენატორ კარდინის გამოსამშვიდობებელ მოსმენაზე, სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტს ჩვენება მივეცი „მაგნიტსკის აქტის“ შესახებ, სადაც ვისაუბრე ივანიშვილისა და იმის შესახებ, თუ როგორ უნდა გამოვიყენოთ ეს აქტი მის წინააღმდეგ. შემდგომში ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ის დაასანქცირა და, დარწმუნებული ვარ, ეს ფაქტი მას სერიოზულ დისკომფორტს უქმნის.თუმცა, როგორც ჩანს, მას აქტივები დიდ ბრიტანეთშიც აქვს, რომელსაც ის ჯერ არ დაუსანქცირებია. დიახ, დიდ ბრიტანეთს ის ჯერ არ დაუსანქცირებია. ამაზე უნდა დავიწყოთ მუშაობა და, რეალურად, ეს ძალიან მარტივი საქმეა. თუ გაერთიანებულ სამეფოს მცირედით მაინც სწამს ადამიანის უფლებების, პრესის თავისუფლებისა და იმ ყველაფრის, რის ერთგულებაზეც ბრიტანეთის მთავრობა მუდმივად საუბრობს, მათ უნდა დაასანქცირონ ივანიშვილი და ყველა ის მოსამართლე თუ პროკურორი, რომლებიც მზიას უკანონო, არაადამიანურ და უფლებადამრღვევ პატიმრობაში არიან ჩართულნი" | განაცხადა ბილ ბრაუდერმა [ნეტგაზეთის თარგმანი]

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
adsaSDA
ბუნების ძალასა და კანის ბალანსზე დაფუძნებული კორეული ბრენდი ROUND LAB უკვე PSP-შია

ბუნების ძალასა და კანის ბალანსზე დაფუძნებული, კორეის სხვადასხვა რეგიონის ბუნებრივი ინგრედიენტებზე შექმნილი კორეული პრემიუმ ბრენდი ROUND LAB საქართველოს მომხმხარებლისთვის უკვე ხელმისაწვდომია. PSP-ს საა...

ბიზნესი & ეკონომიკა 1778846299

1q
დოლარის კურსი და სესხები - რა უნდა ვიცოდეთ

დოლარის კურსი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია, რომელიც გავლენას ახდენს როგორც ინდივიდუალურად თითოეულ ჩვენგანზე, ასევე, ბიზნესებზე. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც სესხი უცხოურ ვალუტაშია აღებული,...

ბიზნესი & ეკონომიკა 1778840400

2q
ექსპორტის როლი ლარის სტაბილურობაში

ლარის სტაბილურობა ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისათვის. მასზე გავლენას ახდენს მრავალი კომპონენტი, თუმცა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი არის ექსპორტი. როდესაც ქვეყანა ზრდის ე...

ბიზნესი & ეკონომიკა 1778840160

3q
უძრავი ქონების ყიდვა სესხით - გზამკვლევი

უძრავი ქონების ყიდვა სესხით (იპოთეკით) ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფინანსური გადაწყვეტილებაა. სწორად დაგეგმვის შემთხვევაში ეს არის ძლიერი ინსტრუმენტი, რომელიც გაძლევთ საშუალებას გახდეთ ქონების მფლო...

ბიზნესი & ეკონომიკა 1778839500

ემიგრანტები
ევროკავშირის ქვეყნებიდან გაძევებული მოქალაქეების რაოდენობით საქართველო მე-2 ადგილზეა

ევროკავშირის ქვეყნებიდან გაძევებული მოქალაქეების რაოდენობით საქართველო მეორე ადგილზეა. ოფიციალური მონაცემების მიხედვით, ერთ წელიწადში საქართველოს 10,475 მოქალაქე გამოაძევეს შენგენის ზონიდან. მხოლოდ 20...

პოლიტიკა 1778827689

ასრა აეროდრომი
უკრაინამ რუსეთში ეისკის სამხედრო აეროდრომს დაარტყა

უკრაინამ რუსეთში ეისკის სამხედრო აეროდრომს დაარტყა | უკრაინული დრონებით იერიშების შედეგად 15 მაისის ღამეს, კრასნოდარის მხარეში ძლიერი აფეთქებები დაფიქსირდა, რასაც ავიაბაზის ტერიტორიაზე ხანძარი მოჰყვა.

რუსეთ-უკრაინის ომი 1778826178