„მან გაძარცვა ბიუჯეტი, ქართული ჯარი, შემდეგ უკვე როდესაც წავიდა ქვეყნიდან, გააგრძელა ყაჩაღობა“ - კახა კალაძე კეზერაშვილზე

პოლიტიკა 1734081716

კახა კალაძე

„კეზერაშვილი რომ კრიმინალია, მგონი, ეს არ ახალია და ყველამ კარგად ვიცით, მან გაძარცვა ბიუჯეტი, ქართული ჯარი, შემდეგ უკვე როდესაც წავიდა ქვეყნიდან, გააგრძელა ყაჩაღობა, მერე უკვე ევროპელ  პენსიონერებს დაერია, ძარცვავდა და ძარცვავს ამ ადამიანებს“, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა მედიასთან ისაუბრა, როდესაც მას თავდაცვის ყოფილი მინისტრის, დავით კეზერაშვილზე და მის მიერ 2008 წლის ომის დროს ბრილიანტების შეძენასთან დაკავშირებით ჰკითხეს.

 

კახა კალაძის თქმით,  საქართველოსთვის უმძიმეს პერიოდში, 2008 წლის ომის დროს,  კეზერაშვილის მიერ ძვირფასი ქვების შეძენის ფაქტი პასუხს სცემს  ამ ადამიანის გარშემო არსებულ ყველა კითხვას.

 

„მის წინააღმდეგ უამრავი გამოძიება დაიწყო სხვადასხვა ქვეყანაში, ყველამ ყველაფერი იცის, უბრალოდ, ეს ადამიანი ამ ნაძარცვი ფულით აფინანსებდა ტელევიზიას, პოლიტიკას და იმ კონკრეტულ ოპოზიციურ პარტიებს, რომლებიც დღეს ქუჩაშია და რევოლუციის მოწყობის მცდელობა ჰქონდათ. შესაბამისად, საზოგადოებამ ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი რაც არის, ყველაფერი იცის, ვინ არის კეზერაშვილი, საიდან მოდის, როგორ ცხოვრობს და რა აქვს გაკეთებული.

 

ბრილიანტების შეძენას რაც შეეხება, ეს არის დამოკიდებულება, როდესაც შენი ქვეყანა იმყოფებოდა ისეთ მძიმე მდგომარეობაში. 2008 წლის ომმა ჩვენს ქვეყანას დიდი უბედურება მოუტანა, დავკარგეთ ტერიტორიები, განადგურდა ინფრასტრუქტურა, დავკარგეთ გმირი ჯარისკაცები, მშვიდობიანი მოსახლეობა და ამ დროს თავდაცვის მინისტრი დაკავებულია ძვირადღირებული თვლების, ბრილიანტების შეძენით, რაც წარმოუდგენელია. ეს ქმედება პასუხს სცემს ყველა იმ კითხვას, რა კითხვებიც  ზოგადად მასზე არსებობს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ზელენსკიი
"ჩვენ ვაგრძელებთ დიპლომატიას, რომელიც ომის დასრულებისკენ არის მიმართული“ - ზელენსკი

"ჩვენ ვაგრძელებთ დიპლომატიას, რომელიც ომის დასრულებისკენ არის მიმართული. საჭიროა შევხვდეთ და ვიმუშაოთ, რათა ომის დასრულებისთვის ღირსეული პირობები შევქმნათ. არ უნდა დაგვავიწყდეს, საიდან გაჩნდა ეს ომი ე...

რუსეთ-უკრაინის ომი 1765829803

დოროთე ყურაშვილ
ვიდეო: „დღეს აღმოჩნდა, რომ ის სიმართლე, რომელიც მე ქრისტემ მომცა, ძალიან აწუხებთ იმ უსამართლოებს, რომლებიც არიან ერთი რუსის ეგზარხოსი, მეორე რუსის ემისარი და მესამეც რუსის ემისარი“ — არქიმანდრიტი დოროთე

„დღეს აღმოჩნდა, რომ ის სიმართლე, რომელიც მე ქრისტემ მომცა, ძალიან აწუხებთ იმ უსამართლოებს, რომლებიც არიან ერთი რუსის ეგზარხოსი, მეორე რუსის ემისარი და მესამეც რუსის ემისარი, ეს ორი დეკანოზი ემისრები ა...

პოლიტიკა 1765829693

ხაინდრავა
გოგა ხაინდრავა კინოცენტრის კონკურსის ერთ-ერთი გამარჯვებულია და 955 000 ლარს მიიღებს

ოცნების პროპაგანდისტი გოგა ხაინდრავა კინოცენტრის კონკურსის ერთ-ერთი გამარჯვებულია და მათგან 955 000 ლარს მიიღებს | როგორც ეროვნული კინოცენტრის ვებგვერდზეა აღნიშნული, ხაინდრავამ სრულმეტრაჟიანი მხატვრულ...

პოლიტიკა 1765829449

არქიმანდრიტ დოროთე
არქიმანდრიტ დოროთეს საპატრიარქომ მღვდელმსახურების უფლება შეუჩერა

არქიმანდრიტ დოროთეს (ყურაშვილს) საპატრიარქომ მღვდელთმსახურების უფლება შეუჩერა. ამის შესახებ განცხადებას საქართველოს საპატრიარქო ავრცელებს.   განცხადებაში აღნიშნულია, რომ მიზეზი საეკლესიო კანონიკური ეთ...

პოლიტიკა 1765814591

აქტივისტი ქალი
„ვითხოვდი წყალს, ვუთხარი, რომ შესაძლებელი იყო, ხელში ჩავკვდომოდი “- აქტივისტი ქალი "გამტაცებელს" ასახელებს

სამოქალაქო აქტივისტი, ნენე გაბლაია, რომელიც რამდენიმე დღის წინ, რუსთაველის გამზირიდან პოლიციის თანამშრომლებმა აიყვენეს, სოციალურ ქსელში მისი "გატაცების" დეტალებს ყვება.   ქალი აქტივისტი ყვება, რომ "გა...

პოლიტიკა 1765810555

ზარქუა
"კარგად დაიწყო, მაგრამ..." - ზარქუა ტრამპით უკმაყოფილოა

"ქართული ოცნება" უკმაყოფილოა შტატების პრეზიდენტის ქმედებებით და მისგან უფრო მეტს ელოდება.   "კარგად დაიწყო, რატომ გაჩერდა ვერ ვხვდები" - ამბობდნენ დღეს ივანიშვილის პარტიაში. განსაკუთრებით უკმაყოფილო ა...

პოლიტიკა 1765809136