მარიამ ჯიშკარიანმა მიხეილ სააკაშვილის ექსპერტიზის დასკვნა პრეზიდენტის წარმომადგენელს გადასცა

პოლიტიკა 1669306146    224

პოლიტიკა

ცენტრ "ემპათიას" ხელმძღვანელი მარიამ ჯიშკარიანი ათონელის რეზიდენციაში, საქართველო პრეზიდენტის მრჩეველს და ადმინისტრაციის  წარმომადგენელს შეხვდა და ექსპერტიზის დასკვნა გადასცა.

მისი თქმით, ადმინისტრაციაში დაინტერესებული არიან, მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობით.

"შევხვდი საქართველოს პრეზიდენტის წარმომადგენლებს, მათ დიდი ინტერესი გამოხატეს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მიმართ და ასევე დასკვნაში ასახული მტკიცებულებების და დებულებების მიმართ, მე  მათ გავუზიარე ჩემი მოსაზრება და მათ შორის, საერთაშორისო ექსპერტების, რომლებიც ვთანხმდებით, რომ მიხეილ სააკაშვილი აუცილებლად უნდა იყოს გადაყვანილი რაც შეიძლება სწრაფად საზღვარგარეთ, იქნება ეს აშშ თუ ევროპა, მულტიპროფილურ საუნივერსიტეტო ც კლასის კლინიკაში, სადაც შესაძლებელი იქნება, როგორც სწორი დიაგნოსტიკა, ასევე სწრაფი და დაუყოვნებელი სწორი მკურნალობა და რეაბილიტაცია"  - ამბობს მარიამ ჯიშკარიანი
ჯიშკარიანი  სალომე ზურაბიშვილსა და საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, დროულად მიიღონ გადაწყვეტილება, მესამე პრეზიდენტის უცხოეთში გადაყვანის შესახებ, რადგან ამ დრომდე არ არ არსებობს, დაზუსტებული დიაგნოზი.

 

"მე მინდა მოვუწოდო სალომე ზურაბიშვილს  და ხელისუფლებას, პაციენტი დაუყოვნებლივ იქნეს გაყვანილი დიაგნოსტიკისთვის და შემდგომი მკურნალობისთვის. სასამართლო პროცესები შეიძლება მიმდინარეობდეს პარალელურ რეჟიმში, თუმცა არაფერი არ უდგას წინ პაციენტის ჰუმანიტარული მისიით  გადაყვანას...

არ გვაქვს დაზუსტებული დიაგნოზი. გვაქვს "ემპათიის" დასკვნაში მძიმე დიაგნოზები, რომელიც ექვემდებარება პაციენტის გათავისუფლებას იურიდიულ სტანდარტებში, მაგრამ სიტუაცია არის აუცილებლად სასწრაფო მისი ჯანმრთელობიდან გამომდინარე... აუცილებელია პაციენტის სრულყოფილი ექსპერტიზა, რომელიც ვფიქრობ, რომ საქართველოში ვერ ჩატარდება, რადგან კლინიკა ვივა მედის სამედიცინო ბარათებში ბევრ დიაგნოზებში ვკითხულობთ, რომ დაუზუსტებელია" - ამბობს ჯიშკარიანი "მთავარი არხის" ეთერში, გადაცემა "დღის სტუმარში" პირდაპირი ჩართვისასშეგახსენებთ, რომ ჯიშკარიანმა დღეს გავრცელებულ განცხადებაში დაწერა, რომ მესამე პრეზიდენტის მდგომარეობა ექსპერტიზის შედეგებით, კიდევ უფრო დამძიმებულია. 

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
სამედიცინო სერვისი
REDMED-ის სამედიცინო სერვისები

REDMED- ი პირველი სამედიცინო სერვისების პლატფორმაა საქართველოში, რომელიც მარტივად გვაკავშირებს სასურველ ექიმს, ჩვენთვის სასურველ დროსა და ადგილას. ის აერთიანებს 20-ზე მეტი სპეციალობის 300-მდე ექიმს სა...

ჯანმრთელობა 1670223631

პაპუაშვილი
„რუსეთის აგრესიულმა ომმა უკრაინის წინააღმდეგ 33 ქართველი იმსხვერპლა“ - შალვა პაპუაშვილის სამძიმარი

მინდა მივუსამძიმრო დაღუპულების ოჯახებს, მათ ახლობლებსა და მთლიანად საქართველოს,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ნიდერლანდებში ვიზიტისას ჟურნალისტებთან განაცხადა. „ბოლო რამდენ...

პოლიტიკა 1670222803

ლენუკა
„ისე შეე@ით ჩემ ძმას, რომ აღარ იცოდა, რა ფორმით გამოეხატა ემოცია“ - ლენუკა ყიფშიძე

ზურა ყიფშიძის შვილი ლენუკა ყიფშიძე იმასთან დაკავშირებით აკეთებს კომენტარს, რაც მისმა ძმამ დაწერა რამდენიმე კვირის წინ, რომ თითქოს და ავად იყო და მაგიტომ გამოიყურებოდა ასე ცუდათ. ხალხი უკემენტარებდა, რ...

სოცმედია 1670221149

სალომე ზურაბიშვილი
სალომე ზურაბიშვილი დღეს ანჯეი დუდას შეხვდება

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დღეს, 5 დეკემბერს პოლონეთის პრეზიდენტს, ანჯეი დუდას შეხვდება. პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ცნობით,  ვარშავაში ორი ქვეყნის ლიდერის შეხვედრის შემდეგ მედიისთვის...

პოლიტიკა 1670221035

პოლიტიკოსი
დამძიმდა თუ არა მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა და რატომ დუმს მკურნალი ექიმი

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მკურნალი ექიმი კლინიკა "ვივა მედში" ჟურნალისტების კითხვებს არ პასუხობს.   მედიის წარმომადგენლებს მისგან სურდათ პასუხი კითხვაზე დამძიმებულია თუ არა მე...

პოლიტიკა 1670220968

დავით ზურაბიშვილი
„ბიძინას რა მოტივაცია აქვს და რატომ იძლევა ასეთ არაადეკვატურ ბრძანებებს, წარმოდგენა არა მაქვს“ - დავით ზურაბიშვილი

პოლიტიკოსი დავით ზურაბიშვილი სოცქსელში წერს: „ის ფაქტი, რომ მთელმა ხელისუფლებამ დემონსტრაციულად პირში წყალი ჩაიგუბა და ორი დღეა სამძიმარის მაგვარიც არ დაცდენიათ უკრაინაში რუს ოკუპანტებთან მებრძოლი ქარ...

სოცმედია 1670220891