მას უნდა მოექცნენ ისე, როგორც ბევრ პრეზიდენტს ექცევიან სხვა ქვეყნებში. არსებობს ელექტრონული სამაჯურები და სხვა ფორმები - სალომე ზურაბიშვილი სააკაშვილზე

პოლიტიკა 1685720400

სალომე მიშა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი France 24-თან ინტერვიუში აცხადებს, რომ ზიანი რომელიც საქართველოს მიხეილ სააკაშვილის დაპატიმრებით მიადგა, გამოწვეულია ხელისუფლების გადაწყვეტილებებით და შეწყალება ამ ზიანს ვეღარ შეცვლის. 

"მე ბევრ რამეს ვაკეთებ იმისთვის, რომ ეს სიტუაცია შევარბილო. თუმცა, ზიანი რაც მოგვადგა, ეს მოგვადგა საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილების გამო და შევიწყალებ თუ არა მას, ეს არ შეცვლის ამ ზიანს. მე ვფიქრობ, რომ მას უნდა მოექცნენ და ეს გამიხმაურებია კიდევაც, როგორც ძალიან ბევრ პრეზიდენტს ექცევიან სხვა ქვეყნებში. არსებობს ელექტრონული სამაჯურები და სხვა ფორმები, რომლებიც ბევრად უფრო შეესაბამება იმ ქვეყანას, რომელსაც ევროკავშირში უნდა შესვლა," - ამბობს ზურაბიშვილი France 24-ის ჟურნალისტის მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ.

მისივე თქმით, კონკრეტული სამართლებრივი საკითხების გამო მას არ შეუძლია სააკაშვილის შეწყალება.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
აქცია ფოიერვერკი
ვიდეო - აქციაზე აკრძალული ფეიერვერკებიც დაბრუნდა

ვიდეო - აქციაზე აკრძალული ფეიერვერკებიც დაბრუნდა 

პოლიტიკა 1739215853

ლევან გოგიჩაიშვილი დაკავება
ვიდეო - ლევან გოგიჩაშვილის დაკავების კადრები

ვიდეო - ლევან გოგიჩაშვილის დაკავების კადრები  

პოლიტიკა 1739215484

დათა თავაძე
„ყველაფერი ჩვენი დაშინებისთვის და გატეხვისთვის ხდება" - დათა თავაძე

რეჟისორი დათა თავაძე რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციას შეუერთდა - მისი განმარტებით, სამართალდამცველები ყოველდღიურად ცდილობენ, რომ დედაქალაქის მთავარი გამზირი მოქალაქეებმა არ გადაკეტონ. რ...

პოლიტიკა 1739214828

აქცია
მომიტინგეებმა, რუსთაველის გამზირი, რამდენიმე მცდელობის შემდეგ, მაინც გადაკეტეს

მომიტინგეებმა, რუსთაველის გამზირი, რამდენიმე მცდელობის შემდეგ, მაინც გადაკეტეს, თუმცა ოლიგარქის პოლიცია მოქალაქეების სავალი გზიდან გაყვანას ისევ ცდილობდა. ამ დროისთვის, ადგილზე დიდი რაოდენობით საპოლიც...

პოლიტიკა 1739214754

ირაკლი კობახიძე
"ოცნება" "ჯერჯერობით წარმატებით იცავს დემოკრატიას გამოწვევებისგან" - ირაკლი კობახიძე

ოლიგარქის პრემიერმინისტრს, ირაკლი კობახიძეს ჰგონია, რომ "ქართული ოცნება" "ჯერჯერობით, წარმატებით იცავს დემოკრატიას გამოწვევებისგან". ეს განცხადება კობახიძემ შვეიცარიულ ყოველკვირეულ ჟურნალ Die Weltwoch...

პოლიტიკა 1739204073

ევროპარლამენტის რეზოლუცია - დოკუმენტის სრული ტექსტი
ცნობილია, ევროპარლამენტის რეზოლუციის ტექსტი, რომელიც საქართველოს შესახებ უნდა მიიღოს

სალომე ზურაბიშვილი საქართველოს ერთადერთი ლეგიტიმური წარმომადგენელია - წერია ევროპარლამენტის მიერ საქართველოს შესახებ მომზადებული რეზოლუციის ერთ-ერთი პრორექტში, რომლის ავტორიც ევროპის სახალხო პარტიაა....

პოლიტიკა 1739202888