მაშინ, როდესაც მოქალაქეებს უკიდურეს გაჭირვებაში თავი ძლივს გააქვთ, მთავრობა ავტომობილებში დახარჯული 80 მილიონის შემდეგ, საბურავების შესაძენად 6,5 მილიონიან ტენდერს აცხადებს
პოლიტიკა • 1642931724 191

ქვეყანაში არსებული უკიდურესი გაჭირვება, რომელიც მოქალაქეებს ყოველ დღე სულ უფრო და უფრო აწუხებთ, ფუფუნების მოყვარული მთავრობისთვის საერთოდ არაფერს ნიშნავს და კიდევ უფრო მეტი კომფორტის მოსაწყობად ბიუჯეტიდან თანხებს არ იშურებს.
მაშინ, როდესაც ადამიანები საკუთარი ვაშლის ბაღებს იმისთვის ჩეხავენ, რომ სახლში სითბო ჰქონდეთ, რადგან მთავრობამ შეშისთვის დაპირებული ვაუჩერები არ გამოუყო, მაშინ, როდესაც ავარიულ სახლებში ცხოვრება გაუსაძლისი ხდება და ადამიანები თვითმკვლელობამდე მიდიან, ხელისუფლების მაღალჩინოსნები ძვირად ღირებული ავტომობილებისთვის ასევე ძვირიანი საბურავების შეძენას გეგმავენ, რა თქმა უნდა, ასევე ხალხის ფულით.
მთავრობამ ავტომობილებში დახარჯული 80 მილიონის შემდეგ, გადაწყვიტა ამ ავტომობილებისთვის შესაფერისი საბურავები შეიძინოს და ახლა 6,5 მილიონიან ტენდერს აცხადებს.
"ბოლო არჩევნებიდან დღემდე, ხელისუფლებამ იყიდა 80 მილიონი ლარის ღირებულების ავტომანქანები. მაშინ, როდესაც დევნილებს ბინებს არ აძლევენ, მათ ფულს არ იპარავენ და ადამიანები თვითმკვლელობამდე მიჰყავთ. ახლა აღმოჩნდა, რომ 21 იანვარს გამოაცხადეს ტენდერი ჯამში 6,5 მილიონი ლარის ღირებულების საბურავების შესყიდვაზე. 80 მილიონი რომ გადაყარეს მანქანებში, იმას საბურავები ხომ მოჰყვა? რად უნდა ახლა ამ ღირებულების საბურავები მაშინ, როცა ტარიფები იზრდება, ადამიანები გაღარიბდა, დევნილები იმის გამო, რომ მათ ფულს იპარავენ, თვითმკვლელობამდე მიდიან. ეს არის გაუმართლებელი პოლიტიკა და არ არის გამორიცხული ამაში კორუფციული ელემენტიც", - ამბობს "ნაციონალური მოძრაობის" წევრი, გიორგი კაპანაძე.

The Wall Street Journal-ის ინფორმაციით, აშშ კიევში, საელჩოს დასაცავად, სპეცრაზმის გაგზავნის საკითხს განიხილავს. გამოცემას ამის შესახებ ადმინისტრაციასთან დაახლოებულმა პირმა განუცხადა. "ბაიდენთან ჯერჯერ...
რუსეთ-უკრაინის ომი • 1653251699

დაღესტანში, დასახლება იზბერბაშში, ერთ-ერთ სკოლაში ბოლო ზარის ზეიმზე გოგონამ, რომლის ვინაობაც არ სახელდება გამოსვლა შემდეგი შეძახილით დაასრულა: "არა ომს! თავისუფლება უკრაინას! პუტინი ეშმაკია!" ბუნებრივ...
სოცმედია • 1653250483

Guardian-ის ინფორმაციით, უკვე რამდენიმე კვირაა რუსეთში სირიიდან ჩასული 50 სპეციალისტი იმყოფება, რომლებიც ოკუპანტებს ე.წ. "კასრის ბომბების" დამზადებასა და გამოყენებას ასწავლიან. "კასრის ბომბი" არის გა...
რუსეთ-უკრაინის ომი • 1653249501

The Telegraph წერს, რომ უკრაინასთან ომის დაწყების შემდეგ, რუსეთი მესამე დონის ქვეყანა გახდა, პუტინი კი ყველაზე მარტოსული ადამიანი დედამიწაზე. „პუტინმა საბოლოოდ გააერთიანა მთელი ცივილიზებული სამყარო მი...
მსოფლიო • 1653248011

მომღერალი სტეფანე მღებრიშვილი, რომელის ფილარმონიაში კონცერტის მსვლელობისას "აიქოსის" გამონაბოლქვით შეწუხდა, ფეისბუქის გვერდზე პოსტს აქვეყნებს: "ფანტასტიკურ კონცერტზე ვარ ფილარმონიაში , გიგაშა, ნინი, ჯ...
სოცმედია • 1653247242

"გირჩი - მეტი თავსუფლების" ლიდერის ზურაბ ჯაფარიძის თქმით, არანაირი დრაივი ან მოტივაცია, რომ ამ წუთში, რაიმე გააკეთონ ოპოზიციაში, არ არსებობს. მისი განმარტებით, არ ჰგონია, რომ პარლამენტიდან გამოსვლით რ...
პოლიტიკა • 1653244602