მე გამოვალ ამ ციხიდან, როგორც გამოვიდა ნელსონ მანდელა და პირდაპირ მოვიდა ხელისუფლებაში... რა მარაზმია საერთოდ! რა არჩევნებზე ვსაუბრობთ?! - სააკაშვილი

პოლიტიკა 1785321985

მიშა სასამართლო

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის თქმით, იმის მიუხედავად ის ციხეში იქნება თუ არა, მისი იდეები მაინც გავრცელდება. ამის შესახებ მან სასამართლო სხდომაზე განაცხადა. მისივე თქმით, მისი ფუნქცია არ არის ხელისუფლებაში მოსვლა, მისი ფუნქციაა, ხელისუფლებაში მოიყვანოს ახალი თაობა, სხვანაირად მოაზროვნე ადამიანები.

„უკვე მზადდება ჩემი ხელოვნური ინტელექტის ავატარი, რომელიც ჩემზე კარგად გამოიყურება, მაგრამ, მე ვარ. საუბრობს, როგორც მიშა, მიხვრა-მოხვრა აქვს როგორც მიშას...ასე რომ, ჩამკეტეთ რამდენიც გინდათ. მეგობრებო, მე გამოვალ ამ ციხიდან, როგორც გამოვიდა ნელსონ მანდელა და პირდაპირ მოვიდა ხელისუფლებაში...

ჩემი ფუნქცია არ არის ჩემი ხელისუფლებაში მოსვლა, ჩემი ფუნქციაა, მოვიყვანო ახალი თაობა, სხვანაირად მოაზროვნე ადამიანები. ჩვენ მოვალთ ხელისუფლებაში არა საკუთარი თავისთვის, არამედ იმისთვის, რომ აღვადგინოთ საქართველოს დამოუკიდებელი კურსი და სწრაფი განვითარება.. ჩვენ მოვიტანთ სამართლიანობას...ხალხს აღარ დაიჭერენ ტროტუარზე დგომის გამო, ხალხს აღარ დაჭირდება ტროტუარზე დგომა, რათა მთავრობამ ხალხს მოუსმინოს. ხალხს კი არ შეეშინდება მთავრობის, მთავრობას მუდმივად ხალხის შეეშინდება“, - აღნიშნა სააკაშვილმა.

მისივე თქმით, ყველა ძალების გაერთიანება მოგვიტანს იმას, რასაც ნამდვილი თავისუფლება, პროტესტი და წინსვლა ჰქვია.

„მხოლოდ წინააღმდეგობა, მხოლოდ რევოლუციური, რეფორმატორული და განმათავისუფლებელი პლატფორმა. ყველა ძალების გაერთიანება მოგვიტანს იმას, რასაც ნამდვილი თავისუფლება, პროტესტი და წინსვლა ჰქვია. ისევ გრძელდება იაფფასიანი ინტრიგები....ჩვენ არჩევნებზე მივდივართ თუ არა. რა მარაზმია საერთოდ! რა არჩევნებზე ვსაუბრობთ?! საქართველოში არჩევნები არ ტარდება, რადგან არ ტარდება, ამას მოპოვება უნდა, ქვეყანას უნდა დაბრუნება! ჩვენ უნდა ვისაუბროთ განმათავისუფლებელ პროცესზე, წინააღმდეგობის მოძრაობაზე. ამის შედეგი იქნება არჩევნები. ყველას მოვუწოდებ კოლეგებს ოპოზიციიდან, თავი დაანებოთ ინტრიგებს, მით უმეტეს ჩემთან ქიშპობას, მე კონკრეტულ ისტორიულ მომენტში შევძელი ის, რაც შევძელი, ეს იყო ერთ-ერთი ყველზე დიდი მიღწევა საქართველოს ისტორიაში. კიდევ შევძლებ ამაზე უფრო მეტს...მივესალმები, ამ ბრძოლაში შემომიერთდნენ“,- აღნიშნა სააკაშვილმა.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
კალაძე კახა 1
ეს ბიზნესსაქმიანობაა და სახელმწიფოს მხრიდან მასში უხეშად ჩარევა, ეწინააღმდეგება იმ პრინციპებს, რომელსაც 2012 წლიდან მოვყვებით - კალაძე "ინტერრაოს" დასანქცირებაზე

„ეს ბიზნესსაქმიანობაა და სახელმწიფოს მხრიდან მასში უხეშად ჩარევა, რა თქმა უნდა, ეწინააღმდეგება იმ პრინციპებს, რომელსაც 2012 წლიდან მოვყვებთ“, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ევროკავშირის მი...

პოლიტიკა 1786096179

საქბანკი
Wine Square X Lunatic ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი გრძელდება

მცირე ბიზნესის ჯაჭვი ქალაქში ადგილობრივი ბიზნესების გაერთიანებას განაგრძობს. პროექტის მთავარი იდეა ერთმანეთის მხარდაჭერაა და წახალისებაა, წესები კი მარტივია: სტუმრობ ერთ ობიექტს, სადაც გხვდება სპეციალ...

ბიზნესი & ეკონომიკა 1786095246

დაკავება კომპიუტერულ მონაცემებზე
უცხო ქვეყნის მოქალაქის საბანკო ანგარიშიდან 58 000$ მიითვისეს - კომპიუტერული მონაცემების ხელყოფის ბრალდებით 1 პირი დააკავეს, მეორეს მიმართ დევნა დაიწყო

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ფინანსური სარგებლის მიზნით,  წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ კომპიუტერული მონაცემების ხელყოფის  ბრალდებით, 1 პირი დააკავეს,...

კრიმინალი 1786094675

გურამ დადიანიძე
"კახა, არ მიმატოვო, გეხვეწები" - ვიდეო, რომელშიც სავარაუდოდ 12 წლის წინ დაკარგული ბიჭის ხმა ისმის

17 წლის გურამ დადიანიძე 2014 წელს გაუჩინარდა. ის, დუშეთის რაიონის სოფელ ქვემო მლეთაში, ლომისობის დღესასწაულზე ექსკურსიაზე იმყოფებოდა. საქმე დღემდე გაუხსნელად ითვლება, ვინაიდან გურამ დადიანიძის კვალს ვ...

საზოგადოება 1786090620

თურქები დაკავება
თურქეთის მიერ ძებნილი 2 პირი აჭარაში დააკავეს - ბრალად იარაღის უკანონო ტარება და საზღვრის კვეთა ედებათ

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, თურქეთის რესპუბლიკის მიერ ძებნილი 2 პირი, ჯგუფურად ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-...

კრიმინალი 1786086000

საქბანკი
საქართველოს ბანკის მობილბანკის მორიგი განახლება - ახალი შესაძლებლობები მომხმარებლებისთვის

საქართველოს ბანკი მომხმარებლებისთვის ციფრული გამოცდილების გაუმჯობესებას განაგრძობს. მობილბანკის მორიგი განახლების ფარგლებში მომხმარებლებს ახალი ფუნქციონალები და დამატებითი შესაძლებლობები დახვდებათ, მა...

ბიზნესი & ეკონომიკა 1786028400