"მე გირჩევთ, ჩემთან ბრძოლის დროს ნუ ცდილობთ გარშემო რაც არის მოსპოთ და გაანადგუროთ" - ლევან მურუსიძე

პოლიტიკა 1674573103    570

მურუსიძე

"მე გირჩევთ, ჩემთან ბრძოლის დროს, როდესაც ლევან მურუსიძეს ებრძვით, ნუ ცდილობთ გარშემო რაც არის მოსპოთ და გაანადგუროთ" - ასეთი პასუხი აქვს მოსამართლე მურუსიძეს "ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის" კვლევაზე, რომ საქართველოს მოქმედი მოსამართლეების თითქმის ერთი მესამედის ოჯახის წევრები საჯარო სამსახურებსა და სასამართლო სისტემაში არიან დასაქმებული.

 

მურუსიძის შეფასებით, მსგავსი კვლევებით არასამთავრობო სექტორის მიზანი მოსამართლეების დისკრედიტაცია და სასამართლო სისტემის ლაფში ამოსვრაა.

"სასამართლოში პრობლემა არის, მაგრამ ყველაზე დიდი პრობლემა რა არის იცით? ის აღვირახსნილი ლანძღვა, გინება და დისკრიმინაცია საქართველოს მოქალაქეებისთვის, რომ შეაზიზღონ მოსამართლეები და სასამართლო სისტემა ლაფში ამოსვარონ, რომ მოქალაქეებს არ ჰქონდეთ ნდობა, რომ აქ არის საშინელი კორუფცია, საშინელი ნეპოტიზმი და საშინელი არაკომპეტენტურობა, აი ეს არის მიმართული ბოროტმოქმედება, რომელსაც არასამთავრობო სექტორი აკეთებს.

 

მე გირჩევდით, რომ ჩემთან ბრძოლის დროს, როდესაც ებრძვით ლევან მურუსიძეს, ნუ ცდილობთ, რომ ჩემს გარშემო რაც არის მოსპოთ და გაანადგუროთ რა. იმიტომ, რომ არ არის სწორი. ადამიანს რაც გაუკეთეს და რაც შეურაცხყოფა მიაყენეს და რაც აბულინგეს ტელევიზიებით, რა ვიცი მე ვერაფერს ვერ დამაკლებთ რეალურად, როგორც ლევან მურუსიძეს, რეალური მიზანი რაც არის...ადამიანი წლებია უკვე რაც მუშაობს სასამართლო სისტემაში" - ამბობს ლევან მურუსიძე. ცნობისთვის, IDFI-მ სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლის 300-ზე მეტი დეკლარაცია შეისწავლა და აღმოჩნდა, რომ მოსამართლეების ნათესავებისა და ოჯახის წევრების დასაქმებას სასამართლოში უკვე კარგად ჩამოყალიბებული ტენდენციის სახე აქვს. 

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
კადიროვი
„ფაშისტები არიან“ - კადიროვი ისლამის მოწინააღმდეგე რუსებზე

ჩეჩნეთის ლიდერი რამზან კადიროვი ისლამის მოწინააღმდეგე რუსებს "უკრაინული ფაშიზმის ნაწილს" უწოდებს: "მე არ ვთვლი ასეთ ადამიანებს რუსეთის მოქალაქეებად, ისინი ფაშისტები არიან. ყველას მოვუწოდებ, პატივისცემ...

რუსეთ-უკრაინის ომი 1675005551

ვოლსკი
„არიან თაღლითები და ზუსტად იციან რეალური სიტუაცია“ - გია ვოლსკი მიხეილ სააკაშვილზე

"მკურნალობის კურსს არ იცავენ... გიული ალასანიას წამოცდენები მიუთითებს, რომ თაღლითები არიან" - ამის შესახებ "ქართული ოცნების" წევრი გია ვოლსკი საუბრობს.   „არსებობს გარკვეული დიეტა, მკურნალობის კურსი,...

პოლიტიკა 1675005476

არჩილ ხოფერია
„ისევ ამოდის სანგარიდან შვილის ზმანება“ - არჩილ ხოფერიას ლექსი უკრაინაში დაღუპულ შვილს

უკრაინაში გმირულად დაღუპული ჯამბულატ ხოფერიას მამა, არჩილ ხოფერია სოციალურ ქსელში ემოციურ ლექსს გვიზიარებს. ლექსი არჩილ ხოფერიამ გარდაცვლილ შვილთან დაკავშირებით დაწერა. „ისევ დაღამდა…კიდევ ერთხელ გაან...

საზოგადოება 1675005098

ზურა ჩხაიძე ვივა მედი
„ამას ვაკეთებთ მხოლოდ და მხოლოდ...“ - „ვივა მედის“ დირექტორის პასუხი ნიკოლოზ სააკაშვილს

კლინიკა „ვივამედის“ დირექტორი ზურაბ ჩხაიძე ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მამის ნიკოლოზ სააკაშვილის მიმართვას პასუხობს. „დღეს მოვისმინე ბატონი ნიკა სააკაშვილის მიმართვა ჩემი მისამართით და მინდა გამოვ...

პოლიტიკა 1675004888

სანთლები
„აღარ გვყავს“ - გარდაიცვალა სასულიერო პირი

პარლამენტის ყოფილი წევრი, დიმიტრი ლორთქიფანიძე სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს. „ჩვენი მამა ალექსანდრე აღარ გვყავს!25 წელი ერთგულად ემსახურა მიქაელ ტვერელის სახელობის ტაძარს, წინამძღვრ...

საზოგადოება 1675001557

ნანუკა ჟორჟოლიანი.png
„სიცოცხლე საფრთხეშია“ - ვის დახმარებას სთხოვს ნანუკა ჟორჟოლიანი საზოგადოებას

პირველი არხის თანამშრომელს, მარიამ ჭელიძეს საზოგადოების მხარდაჭერა სჭირდება. ინფორმაციას ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში, საკუთარი გადაცემის გვერდზე ავრცელებს. „მარიამის სიცოცხლე საფრთხეშია, რის გამ...

სოცმედია 1675001164