„მე ნეგატიურ კონტექსტში ზელენსკი არასოდეს მიხსენებია“ - კობახიძე
პოლიტიკა • 1777968578
ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ მას უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი უარყოფით კონტექსტში არასდროს უხსენებია.
განცხადება "ქართული ოცნების" ლიდერმა მას შემდეგ გააკეთა რაც სომხეთიდან დაბრუნდა.
- 4 მაისს, სომხეთში, ევროპის პოლიტიკური გაერთიანების (EPC) სამიტის ფარგლებში, ირაკლი კობახიძე უკრაინის პრეზიდენტს შეხვდა.
რა თქმა უნდა, გამოწვევები არსებობს. ეს გამოწვევები დაგროვდა, თუმცა ჩვენს ქვეყნებს შორის მეგობრობას და ურთიერთობას ძალიან ხანგრძლივი ისტორია აქვს. მზად ვართ, ყველაფერი გავაკეთოთ, იმისთვის, რომ ეს ურთიერთობები მაქსიმალურად აღდგეს, ეს ყველაფერი აისახოს ურთიერთობებში ხელისუფლებებს შორის.
ყველა გონივრული ნაბიჯი ჩვენი მხრიდან შეიძლება გადაიდგას. ბუნებრივია, ვგულშემატკივრობთ უკრაინელს ხალხს, რომელიც დღეს ურთულეს მდგომარეობაშია. სოლიდარობას ვუცხადებთ უკრაინას, უკრაინელ ხალხს. ყველანაირად ვართ დაინტერესებულები, რომ არსებობდეს მეგობრული ურთიერთობები როგორ ქვეყნებს შორის, ასევე ხელისუფლებებს შორის. დაველოდოთ, მოვლენების განვითარებას.
მე პირადად ზელენსკი ნეგატიურ კონტექსტში არასდროს არ მიხსენებია და ამას აქვს ერთი მარტივი მიზეზი: მიუხედავად იმ პრობლემებისა, რომლებიც დაგროვილი იყო, ზელენსკი არის იმ ქვეყნის პრეზიდენტი, რომელიც დღეს ომის მდგომარეობაშია და ეს ჩვენი მეგობარი ქვეყანაა. აქედან გამომდინარე, მე ყოველთვის ვუფრთხილდებოდი ჩემს სიტყვებს პრეზიდენტ ზელენსკისთან დაკავშირებით. პრობლემები რაც იყო რა თქმა უნდა, არსად წასულა, თუმცა ჩვენ მომავალზე უნდა ვიყოთ ორიენტირებული", - თქვა კობახიძემ.
გუშინდედლის მსგავსად, კობახიძემ თქვა, რომ ზელენსკისთან შეხვედრის დეტალებზე ვერ ისაუბრებს, თუმცა უკრაინასთან არსებული პრობლემები კვლავაც რჩება.
დეტალებზე ვერ ვისაუბრებ. პრობლემები რაც იყო, ბუნებრივია, რჩება - არსად წასულა არც ადეიშვილი, არც ლორთქიფანიძე, არც ის განცხადებები, რომლებიც კეთდებოდა, არც ელჩის გაწვევის გადაწყვეტილება და ა.შ. ჩვენ გუშინ, არსებითად, ვიყავით კონცენტრირებულები მეგობრულ საუბარზე და ეს იყო სულისკვეთება, რაც იყო ძალიან მნიშვნელოვანი", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მთავრობა პარლამენტს წარუდგენს საკანონმდებლო ინიციატივას, რომლის მიხედვითაც პროფესიული სწავლების გარკვეული პროგრამები და კრედიტები უმაღლეს განათლებაში აღიარდება. გივი მიქანაძის თქმით, ცვლილების მიზანი...
განათლება • 1789282609
13 სექტემბრის ენერგიები გამოირჩევა ემოციური სიმწიფის, შინაგანი სიცხადისა და მიზანმიმართული მოქმედებების ჰარმონიული სინთეზით. კოსმოსური ფონი გვეხმარება, გონება გავათავისუფლოთ ზედმეტი შფოთვისგან და ყურა...
ეს საინტერესოა • 1789243500
„შაბათის ეთერმა“ მოიპოვა აუდიოჩანაწერი იმ სასამართლო პროცესიდან, სადაც ჯუანშერ ბურჭულაძემ ხელი უახლოეს მეგობარსა და თანამებრძოლს, ირაკლი ღარიბაშვილს დაადო. პროცესზე ბურჭულაძეს ჰკითხეს, შედიოდა თუ არა...
პოლიტიკა • 1789239110
ახმეტაში ყალბი რეცეპტის გამოწერის ბრალდებით ნევროლოგ მაია კოხტაშვილის დაკავებას ტელეწამყვანი და ექიმი ნინო ნადირაძე სოციალურ ქსელში ეხმაურება. იგი მკვეთრად უარყოფითად აფასებს მომხდარს და იმ პირის ქმედ...
საზოგადოება • 1789228734
შემოსავლების სამსახურის უფროსმა მიხეილ მაღლაკელიძემ და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსმა ლევან ხარაბაძემ თანამდებობები დატოვეს. აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ უწყებებში განუცხად...
პოლიტიკა • 1789226476
ახმეტაში ყალბი რეცეპტის გამოწერის ბრალდებით დაკავებული ნევროლოგის, მაია კოხტაშვილის საქმეს „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ნიკა გვარამია ეხმაურება. მისი განცხადებით, ექიმის დაკავების რეალური...
საზოგადოება • 1789219230










