"მე ვარ ეთნიკურად ოსი და ვთვლი, რომ ქართველებს არანაირი ბოდიში არ აქვთ მოსახდელი ოსების წინაშე" - შეფასებები ივანიშვილის განცხადებაზე

პოლიტიკა 1726400750

ბესტაევა

მე ვარ ეთნიკურად ოსი, თუმცა ვთვლი, რომ ქართველებს არანაირი ბოდიში არ აქვთ მოსახდელი ოსების წინაშე. პირიქით, ოსებმა კარგად უნდა გაიაზრონ თავიანთი პასუხისმგებლობა ქართველი ხალხის წინაშე. კარგად გაიაზრონ, სად არის სწორი მხარე, ისტორიის რომელ მხარეს უნდა იდგნენ და შესაბამისი არჩევანი გააკეთონ, - ასე აფასებს ეთნიკურად ოსი სალომე ბესტაევა ივანიშვილის განცხადებას, რომ საქართველო 2008 წლის ომში დამნაშავეა და ოსებისთვის ბოდიშია მოსახდელი.

ოლიგარქის განცხადებას აფასებენ ყოფილი სამხედროები და ომის ვეტერანები. მათ მიაჩნიათ, რომ ივანიშვილის მიმართვა სამარცხვინო იყო.

"რუსეთი არის მტერი საქართველოსი და რუსებთან ერთად, მათ შორის, ოსი სეპარატისტები იბრძოდნენ ქართველების წინააღმდეგ და წვავდნენ ჩვენს სახლებს, მათ შორის იყო ჩემი სახლიც. ის, რომ ჩვენ მათ ბოდიში უნდა მოვუხადოთ არის სირცხვილი. ქართული არმია იბრძოდა და მან [ბიძინა ივანიშვილმა]  ქართული არმია დაადანაშაულა იმაში, რომ ცხინვალელი დები და ძმები ცეცხლის ალში გავხვიეთ. ეს არის სირცხვილი და მეტი არაფერი. ჩვენ, მებრძოლი ადამიანები ბოდიშს არავის არ მოვუხდით და არც დავუჩოქებთ", - განაცხადა ყოფილმა სამხედრომ და ერგნეთის მცხოვრებმა გიორგი კასრაძემ."ყველა მებრძოლს თავზე ლაფი დაასხა. მოგვიკლეს ანწუხელიძე. კარგად ნახა საქართველოს მოსახლეობამ ეს კადრები და მგონი, რომ ეს ყველაფერი ასე არ დარჩება. ხალხმა უნდა შეიგნოს, რომ ეს საქართველო მარტო ბიძინასი და თავისი მოხელეების არ არის და ხალხისაა ეს საქართველო", - განაცხადა ომის ვეტერანმა გოჩა ბზიშვილმა.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
მემორანდუმი - ცესკო
ცესკოსა და ადგილობრივ სადამკვირვებლო ორგანიზაციებს შორის, ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების შესახებ, ურთიერთშეთანხმების მემორანდუმი გაფორმდა

ცენტრალურ საარჩევნო კომისიასა (ცესკო) და ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის ურთიერთშეთანხმების მემორანდუმი გაფორმდა. ამის შესახებ ინფორმაციას ცესკო ავრცელებს. დოკუმენტზე ხელმომწერი მხარეები...

საზოგადოება 1728481098

გიორგი კალანდარიშვილი
ცესკოს თავმჯდომარე საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიებს მიმართავს

„არჩევნებამდე 17 დღე რჩება და საარჩევნო ადმინისტრაცია 26 ოქტომბრის არჩევნების მაღალ პროფესიულ დონეზე, საერთაშორისო სტანდარტების დაცვით ჩასატარებლად სრული დატვირთვით მუშაობს. არჩევნებისათვის ქვეყნის მა...

საზოგადოება 1728469283

მიხეილ სააკაშვილი
„ჩემს ადვოკატს აუკრძალეს დოკუმენტების შემოტანა, თუ წინასწარ არ გაივლის მათ ცენზურას“ - მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომ მის ადვოკატს ადმინისტრაციამ მასთან დოკუმენტების შეტანა აუკრძალა, თუ წინასწარ ცენზურას არ გაივლიან.   "გუშინ ევროპარ...

პოლიტიკა 1728467766

სასამართლოო საკონს
რუსული კანონის განხილვა - საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება ცნობილია

რუსული კანონის განხილვა - საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება ცნობილია. გადაწყვეტილება სასამართლომ რამდენიმე წუთის წინ გამოაქვეყნა.   მოსამართლეთა კოლეგიამ კანონის ამოქმედება არ შეაჩერა და საქმე...

პოლიტიკა 1728465140

პოლიტიკა
„ევროპარლამენტი ითხოვს, დასანქცირდეს მშვიდობის გარანტი, გათავისუფლდეს ომის გარანტი, გაუქმდეს გამჭვირვალობის კანონი, დავუშვათ ლგბტ პროპაგანდა, დავუწესოთ სანქციები რუსეთს“ - მამუკა მდინარაძე

"ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე, ევროპარლამენტში დაგეგმილი რეზოლუციის კენჭისყრას სოციალურ ქსელში ეხმიანება და აღნიშნავს, რომ ამ რეზოლუციით, საქართველოსგან ითხოვენ ქველმოქმედი...

პოლიტიკა 1728464809

ისრაელია
საქართველოს მთავრობა ისრაელში საარჩევნო უბნის დახურვას ითხოვს

საქართველოს მთავრობა ისრაელში საარჩევნო უბნის დახურვას ითხოვს. ხელისუფლება ამტკიცებს, რომ ეს საქართველოს მოქალაქეების უსაფრთხოების მიზნით კეთდება. საარჩევნო უბნის დახურვის მოთხოვნა საგარეო საქმეთა სამ...

პოლიტიკა 1728464459