მედიის თავისუფლების ორგანიზაციები ერთობლივი განცხადებით მზია ამაღლობელის გათავისუფლებას ითხოვენ
პოლიტიკა • 1753962953
მედიის თავისუფლების, ჟურნალისტებისა და ადამიანის უფლებათა დაცვის ორგანიზაციები ერთობლივი განცხადებით მოუწოდებენ ქართულ ოცნებას, ქართველი ჟურნალისტის, მზია ამაღლობელის წინააღმდეგ ყველა ბრალდება გაუქმდეს და ის დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს.
"ქართველი ჟურნალისტის, მზია ამაღლობელის საქმეში განაჩენის მოლოდინში, რომელიც პარასკევს, 1 აგვისტოს გამოცხადდება, ხელმომწერი მედიის თავისუფლების, ჟურნალისტებისა და ადამიანის უფლებათა დაცვის ორგანიზაციები ერთობლივად მოვუწოდებთ ქართულ ოცნებას, ამაღლობელის წინააღმდეგ ყველა ბრალდება გაუქმდეს და ის დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს.
ამაღლობელი უსამართლოდ იმყოფება წინასწარ პატიმრობაში იანვრიდან. თვეების განმავლობაში, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა და მხედველობა საგრძნობლად გაუარესდა. მას ბრალად ედება პოლიციელზე თავდასხმა — ბრალდება, რომელიც ფართოდ აღიქმება როგორც გადამეტებული და პოლიტიკურად მოტივირებული და შვიდწლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
14 ივლისს გამართულ სასამართლო სხდომაზე ამაღლობელმა ისაუბრა იმ დამამცირებელ და არაადამიანურ მოპყრობაზე, რომელიც მან 11 და 12 იანვარს მისი დაკავების დროს.
დაკავების შემდეგ, ამაღლობელი და მისი დაარსებული მედიაორგანიზაციები გახდნენ დისკრედიტაციის კამპანიების, დამამცირებელი მოპყრობისა და ეკონომიკური წნეხის სამიზნეები.
ქართული ოცნების ასევე უსაფუძვლოდ ადანაშაულებს მას უცხო ქვეყნების ინტერესების გატარებაში — რაც მისი, როგორც ჟურნალისტის, დისკრედიტაციის მცდელობაა. 17 ივლისს ხელისუფლებამ დააყადაღა გაზეთი ბათუმელების და ნეტგაზეთის საბანკო ანგარიშები — რაც ამ მედიასაშუალებებზე ზეწოლას ემსახურება საქართველოში ამაღობელი სიმბოლოდ მედიის სიმტკიცისა და წინააღმდეგობის სიმბოლოდ იქცა. მისი დაპატიმრება და სისხლის სამართლებრივი დევნა მედიის თავისუფლების შეზღუდვის ფონზე მიმდინარეობს.. მმართველმა პარტიამ, ქართულმა ოცნება, მნიშვნელოვნად შეავიწროვა დამოუკიდებელი ჟურნალისტიკა რეპრესიული კანონებით, ჟურნალისტების უსამართლო დაკავებებით, მიზანმიმართული ეკონომიკური ზეწოლით და ჟურნალისტებზე ფიზიკური თავდასხმების დაუსჯელობით.
1-ლ აგვისტოს ჩანიშნული ამაღლობელის საბოლოო სხდომის წინ, კვლავ მოვუწოდებთ ხელისუფლებას შეწყვიტოს მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე და უზრუნველყოს მისი დაუყოვნებელი გათავისუფლება.
ჩვენი ორგანიზაციები, რომელთა ნაწილი ივლისის დასაწყისში საქართველოში იმყოფებოდა პროცესების დასაკვირვებლად, ყურადღებით დააკვირდებიან ხვალინდელ მოვლენებს და იმედს გამოთქვამენ, რომ დასრულდება ეს დისკრიმინაციული დევნა, რომელიც მზია ამაღლობლის, მედიის თავისუფლების სიმბოლოს წინააღმდეგ ხორციელდება". - ნათქვამია განცხადებაში.
განცხადებას ხელს აწერენ:
პრესის საერთაშორისო ინსტიტუტი (IPI)ჟურნალისტთა ევროპული ფედერაცია (EFJ)ევროპის პრესისა და მედიის თავისუფლების ცენტრი (ECPMF)მუხლი 19 ევროპაOBCT ფონდისამართლიანობა ჟურნალისტებისთვის (JFJ)ცენზურის ინდექსიჟურნალისტთა დაცვის კომიტეტი (CPJ)არამინტაცნობისთვის, ხვალ, 1-ელ აგვისტოს, 13:00 საათზე ბათუმის საქალაქო სასამართლოში, მზია ამაღლობელის დასკვნითი სხდომა გაიმართება, მოსამართლე ნინო სახელაშვილმა საქმეზე განაჩენი შესაძლოა ხვალინდელ სხდომაზე გამოაცხადოს.
არქიმანდრიტ დოროთეს (ყურაშვილს) საპატრიარქომ მღვდელთმსახურების უფლება შეუჩერა. ამის შესახებ განცხადებას საქართველოს საპატრიარქო ავრცელებს. განცხადებაში აღნიშნულია, რომ მიზეზი საეკლესიო კანონიკური ეთ...
პოლიტიკა • 1765814591
სამოქალაქო აქტივისტი, ნენე გაბლაია, რომელიც რამდენიმე დღის წინ, რუსთაველის გამზირიდან პოლიციის თანამშრომლებმა აიყვენეს, სოციალურ ქსელში მისი "გატაცების" დეტალებს ყვება. ქალი აქტივისტი ყვება, რომ "გა...
პოლიტიკა • 1765810555
"ქართული ოცნება" უკმაყოფილოა შტატების პრეზიდენტის ქმედებებით და მისგან უფრო მეტს ელოდება. "კარგად დაიწყო, რატომ გაჩერდა ვერ ვხვდები" - ამბობდნენ დღეს ივანიშვილის პარტიაში. განსაკუთრებით უკმაყოფილო ა...
პოლიტიკა • 1765809136
გიორგი შინჯიკაშვილმა მეუფე გიორგი ჯამდელიანს ცილისწამებისთვის სასამართლოში უჩივლა. ინფორმაციას რადიო მარნეული ავრცელებს. გამოცემის ცნობით, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის ყოფილი მოადგილე და ოცნებ...
პოლიტიკა • 1765808937
ოცნების ერთ–ერთი ლიდერი, გია ვოლსკი, ყოფილ პრემიერზე, ირაკლი ღარიბაშვილზე საუბრისას, ამბობს:“ხასიათს, გარემოებებს და მასშტაბს დანაშაულისას გამოძიება დაადგენს, მე ჩემი მხრიდან ვიტყვი, რომ გული ძალიან დ...
პოლიტიკა • 1765808759
ელენე ხოშტარია: არანაირი ვაჭრობა პატიმრებით არ იქნება! როგორც პოლიტიკოსი და როგორც პოლიტიკური პატიმარიც, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ არანაირი მძევლებით ვაჭრობა და “ოცნების” რუსული რეჟიმის ამი...
პოლიტიკა • 1765808248












