"მელაძის შაბათის ანონსმა კიდევ ერთხელ გამახსენა ის საშინელება, რაც მე გადავიტანე დაკავების შემდეგ“ - საბა სხვიტარიძე

პოლიტიკა 1781348435

საბა სხვიტარიძე

"მელაძის შაბათის ანონსმა კიდევ ერთხელ გამახსენა ის საშინელება, რაც მე გადავიტანე დაკავების შემდეგ. მნიშვნელობა არ აქვს, ასე დამნაშავეს ექცევიან თუ უდანაშაულოს. სამართალი იმისთვის არსებობს, რომ ადამიანებს ასე არ გაუსწორდნენ. თუ ადამიანი დამნაშავეა, ის კანონის წინაშე უნდა აგებდეს პასუხს. დაკავებულის ცემა კი ერთ-ერთი ყველაზე მდაბიო საქციელია.საქმე ის არის, რომ საქმეს კი არ იძიებენ და ადამიანებს ფაქტებზე დაყრდნობით კი არ ასამართლებენ, არამედ მსგავსი მეთოდებით მიღებული ჩვენებებისა და აღიარებების საფუძველზე აკავებენ. საქმეებს განზრახ კერავენ.ბევრი პატიმარი სწორედ ასეთი პრაქტიკის შესახებ ჰყვება. მაგალითად, დააკავებენ თხუთმეტ ადამიანს, მათგან ათს მსგავსი მეთოდებით აიძულებენ, ხელი მოაწერონ ჩვენებებს დანარჩენი ხუთი ადამიანის წინააღმდეგ, რომლებსაც შესაძლოა საერთოდ არც კი იცნობდნენ. ამ ხუთ ადამიანს 8-10-წლიან სასჯელს უსჯიან, დანარჩენებს კი უშვებენ.მსგავსი მეთოდებით კრიმინალთან ბრძოლა სტატისტიკის გარდა არაფერს იძლევა.უსამართლობა და ადამიანების წამება არ უნდა შერჩეთ ქოცებს. სწორედ ამის პასუხია ბევრი ხალხი ქუჩაში!თავისუფლება უკანონოდ დაპატიმრებულ ყველა პატიმარს!ბოლომდე!" | წერს პროევროპულ აქციებზე დაკავებული საბა სხვიტარიძე ციხიდან გამოგზავნილ წერილში

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
მარნეული პოლიცია
მარნეულში შვილმა მამა მოკლა

მარნეულში, რუსთაველის ქუჩაზე, მკვლელობა მოხდა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია aktual.ge ავრცელებს. არსებული ინფორმაციით, 30 წლამდე ასაკის კაცმა, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, მამა მოკლა. შემთხვევის ად...

კრიმინალი 1784282118

შსს დაკავება
ბათუმში ბინის შეძენისა და რემონტის საბაბით, მოქალაქეს 171 000 ლარამდე გამოსძალეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა,  დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი პირი დააკავეს.გამოძი...

კრიმინალი 1784281815

ელექტრო სტიმულაცია
რომელი დაავადებების დროს ინიშნება ელექტრო სტიმულაცია?

ელექტრო სტიმულაცია წარმოადგენს თანამედროვე ფიზიოთერაპიულ მეთოდს, რომელიც გამოიყენება ნერვული და კუნთოვანი სისტემის ფუნქციის გაუმჯობესებისთვის. იგი ეფუძნება დაბალი ინტენსივობის ელექტრული იმპულსების გამ...

საზოგადოება 1784275999

გაზი
გაზსადენის დაზიანების გამო გაზის მიწოდება მთაწმინდის რაიონში 10 000 აბონენტს ავარიულად შეუწყდა

თბილისი ენერჯის ინფორმაციით, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე გაზსადენზე მომხდარი ავარიის გამო გაზის მიწოდება მთაწმინდის რაიონში 10 000 აბონენტს ავარიულად შეუწყდა: ძმ. ზუბალაშვილების ქ. 34, 36, 36/34, კაკა...

საზოგადოება 1784275014

ელექტროიმპულსური თერაპია
ელექტრო იმპულსური თერაპია – როგორ მოქმედებს ტკივილის შემცირებაზე?

ტკივილი ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მიზეზია, რის გამოც ადამიანები ფიზიოთერაპევტს ან რეაბილიტაციის სპეციალისტს მიმართავენ. ქრონიკული თუ მწვავე ტკივილი მნიშვნელოვნად ზღუდავს ყოველდღიურ აქტივობას, ამცი...

საზოგადოება 1784273697

ზოდიაქო
17 ივლისის კოსმოსური გზამკვლევი: რას გვიმზადებენ ვარსკვლავები დღეს?

17 ივლისის ასტროლოგიური ფონი ინტენსიური, დინამიკური და გარდამტეხი ენერგიებით ხასიათდება. დღევანდელი პლანეტარული განლაგება ხელს უწყობს ძველი, მუშაობის არმქონე მოდელების მსხვრევას და გზას უხსნის სრულიად...

ეს საინტერესოა 1784234560