„მიიღეთ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე გადაწყვეტილება“ - მეღვინეების მიმართვა ევროკავშირს
პოლიტიკა • 1701759818

მეღვინეების მიმართვა ევროკავშირს - 178 მეღვინე ევროკავშრის ელჩს საქართვლში ღია წერილით მიმართავს და ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას სთხოვს.
"ჩვენი თხოვნაა, მიიღოთ საქართველოსთვის ესოდენ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით, რომ როგორც საქართველოს უახლეს ისტორიაში ქართულმა ღვინომ გაიკვალა გზა თავის ბუნებრივ ეკოსისტემაში - ევროპაში, სწორედ ასე დაიმკვიდროს დამოუკიდებელმა საქართველომ, როგორც სახელმწიფომ თავისი ადგილი თავისუფალი სამყაროს ევროპულ ოჯახში", - ნათქვამია წერილში.
მათი განცხადებით ათწლეულების მანძილზე პოსტსაბჭოთა საქართველოს მევენახეობა-მეღვინეობა დამოკიდებული იყო რუსეთის დიდ, არასტაბილურ და დაბალი სამომხმარებლო კულტურის ბაზარზე, ამიტომ ქართულ ღვინოს მათი თქმით, დამოუკიდებელ სახელმწიფოში სტაბილური, მშვიდობიანი და მდგრადი განვითარების პირობები სჭირდება, ამისთვის კი ქვეყნის ევროინტეგრაცია გადამწვეტი პირობაა.
"ამ კონიუნქტურის გავლენით ქართული ღვინო ყალიბდებოდა დაბალი ხარისხის, იაფფასიან პროდუქტად, რაც, ცხადია, ყოველგვარ პერსპექტივას უზღუდავდა მას, ღირსეულად წარდგენილიყო ღვინის მაღალი კულტურით გამორჩეული ქვეყნების წინაშე.
მას შემდეგ, რაც ქართულმა ღვინომ რუსეთის ემბარგო იწვნია და ღვინისა და ყურძნის წარმოების სექტორები სასიცოცხლო საფრთხის წინაშე დადგა, სახელმწიფომ ბუნებრივად დაიწყო ზრუნვა წარმოების ხარისხის გაუმჯობესებასა და „ქართული ღვინის“, როგორც ბრენდის რეფორმაზე. ამ საქმეში კი ჩვენ გვერდით იდგნენ ღვინის ევროპელი პროფესიონალები, გავლენიანი მედია, ევროპული ორგანიზაციები და ფონდები.
განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ მიკრო და მცირე მეწარმეებს, ვისაც მანამდე შეზღუდული ჰქონდა ფინანსებზე წვდომა, ევროპული ფონდების დახმარებით მიეცათ შესაძლებლობა, მამა-პაპათა საქმიანობისთვის ეკონომიკური ღირებულება მიენიჭებინათ.
დარგის მიკრო, მცირე და საშუალო მოთამაშეთათვის ფინანსებზე წვდომის თანასწორი შესაძლებლობები, ხარისხიანი განათლება და კოოპერაციული კულტურის გამომუშავება მეწარმეების გაძლიერების მიზნით, რაც მთავარია, ოკუპანტი ქვეყნის ბაზარზე დამოკიდებულების თანმიმდევრული შემცირება და სანაცვლოდ ექსპორტის გაზრდა სტაბილური ეკონიმიკისა და ღვინის მაღალი სამომხმარებლო კულტურის ქვეყნებში". - აცხადებენ მეღვინეები.

პოლიციელი, როლანდ მესხი, რომელმაც რამდენიმე დღის წინ, აქციის მონაწილე ქალს თმა მოქაჩა, ვახტანგ გომელაურის პირველ მოადგილედ დაინიშნა. "შინაგან საქმეთა მინისტრის, ვიცე-პრემიერ - ვახტანგ გომელაურის პი...
პოლიტიკა • 1745520206

საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის უკრაინა-რუსეთის სამშვიდობო მოლაპარაკებების თემას და ამ ფონზე რუსეთის მიერ კიევის დაბომბვას გამოეხმაურა. ამის შესახებ BFMTV წერს. მაკრონის თქმით, "ერთადერთი აგრ...
რუსეთ-უკრაინის ომი • 1745512635

იურისტი და საიას ყოფილი თავმჯდომარე ნიკა სიმონიშვილი წერს, რომ მოქალაქეებს, რომლებმაც გზის გადაკეტვაზე მიღებული ჯარიმები გაასაჩივრეს უარს ეუბნებიან საჩივრის დაკმაყოფილებაზე. იურისტი სოციალურ ქსელში რჩ...
პოლიტიკა • 1745512091

„ოცნების“ ინფრასტრუქტურისა და რეგინული განვითარების მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ დღეს ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა და აღნიშნა, რომ ქარსელაძის თანამდებობიდან წას...
პოლიტიკა • 1745510692

ლაშა მგელაძე, პარტიის „ჩვენ“ პოლიტსაბჭოს წევრი, ეკონომიკის დოქტორი: ერთი ამბავი გამახსენა წილოსანის განცხადებამ: ერთი მდიდარი ამბობს ეკლესიის შენება დავიწყეო და მეზობელი ეუბნებაშ ე ნ ი ს ე თ ი ც ხ ო ვ...
სოცმედია • 1745510452

"მიუხედავად [საქართველოსთან] არსებული პოლიტიკური უთანხმოებისა და დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობისა, ჩვენ ორმხრივ ურთიერთობებს ურთიერთპატივისცემითა და ურთიერთსასარგებლო გზით ვაშენებთ. ამ მიმართულ...
პოლიტიკა • 1745510001