მიხეილ სააკაშვილის პატიმრობა უნდა შეწყდეს სამართლიან სასამართლო პროცესამდე - ევროპარლამენტარების წერილი

პოლიტიკა 1634235743

სააკაშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პატიმრობასთან დაკავშირებით, ევროპარლამენტარები საერთო წერილს ავრცელებენ და ამბობენ, რომ საქართველოში პოლიტიკურად მოტივირებული მართლმსაჯულება საბოლოოდ უნდა დასრულდეს.

წერილში ევროპარლამენტარები  ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ მიხეილ სააკაშვილის პატიმრობა იქამდე უნდა შეწყდეს, სანამ ის სამართლიანი სასამართლოს წინაშე არ წარსდგება.

 

"2003 წლის ვარდების რევოლუციის შემდეგ, საქართველოს ახალმა მთავრობამ მხარი დაუჭირა რეფორმებს, რომლებიც მიმართული იყო დასავლური უსაფრთხოების, ეკონომიკური და პოლიტიკური ინტეგრაციისკენ, რაც ქართველ ხალხს სურდა. ახლა, როცა თითქმის 20 წელი გავიდა, უკვე ადვილია დაივიწყო ამ წლებში მიღწეული  მნიშვნელოვანი პროგრესი. ჯერ კიდევ ბევრი სამუშაო იყო შესასრულებელი, როდესაც რუსეთი შემოიჭრა საქართველოში 2008 წელს.

2012 წელს ამომრჩეველმა გადაწყვიტა, რომ დრო იყო სხვა მმართველ პარტიას ჰქონოდა შანსი განეხორციელებინა მართლმსაჯულების საჭირო რეფორმები და წინსვლა სრული დასავლური ინტეგრაციისკენ.

მაშინდელმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულა რეგიონალური პრეცედენტის შექმნაში: მან ჩაატარა თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები, რამაც მის პარტიას დამარცხება მოუტანა და ხელისუფლების მშვიდობიანი, დემოკრატიული გადაცემის გზით ძალაუფლება ახალ მთავრობას გადაულოცა.

2021 წლის პირველ ოქტომბერს პრეზიდენტი სააკაშვილი დაბრუნდა საქართველოში და ის მაშინვე დააპატიმრეს იმ სასჯელისთვის, რომლისთვისაც იგი დაუსწრებლად იყო გასამართლებული. ცნობილია, რომ ბრალდება პოლიტიკურად მოტივირებულია. სააკაშვილი ერთ-ერთი იყო იმ ათეულობით ყოფილ ჩინოვნიკთა შორის, რომლებიც მათმა მემკვიდრეებმა გაასამართლეს.

მიუხედავად ამისა, ბრალდება საერთაშორისო დონეზე არასდროს იყო აღიარებული და ის არავის დაუკავებია, ან არ გადაუწყვეტია მისი ექსტრადირება მაშინ, როცა ის აგრძელებდა მუშაობას და მოგზაურობას საზღვარგარეთ, რადგან ეს ბრალდებები აღიარებული იყო პოლიტიკური დევნის დადგენილი მოდელის ნაწილად.

ყოფილი პრეზიდენტის სააკაშვილის დაპატიმრება ემსახურება მხოლოდ პოლიტიკური კრიზისის გაღრმავებას, რომელსაც საქართველო აწყდება წლების განმავლობაში უკიდურესი პოლარიზაციის შედეგად, რაც გამოწვეულია თავისუფალი პრესის კონტროლის, ჟურნალისტების, ოპოზიციური პოლიტიკოსების, აქტივისტების და თვით უცხოელი დიპლომატების დაშინებისა და ფარული თვალთავლის მცდელობებით; და მართვაში პოლიტიკური ოპოზიციისთვის სივრცისა და რესურების შეზღუდვით.

ყოველი დღე, როდესაც საქართველოს მთავრობა აგრძელებს პოლიტიკურად მოტივირებულ დევნას და მისი პოლიტიკური კონკურენტებისა და წინამორბედებების დაპატიმრებას, არის კიდევ ერთი დღე, რომელიც აუარესებს საქართველოში უკიდურესი პოლიტიკური პოლარიზაციის ციკლს, რაც შეუძლებელს ხდის პოლიტიკური ძალების ერთიანობას სტრატეგიული ეროვნული პრიორიტეტების ირგვლივ.

უკიდურესი პოლიტიკური პოლარიზაცია ანგრევს დემოკრატიულ ინსტიტუტებს, რომელიც საქართველოსთვის საუკეთესო დაცვაა იმ ეგზისტენციალური საფრთხეებისგან, რომლის წინაშეც ქვეყანა კვლავ დგას. ჩვენ ვიცით, სად მიდის ეს მოდელი.

ახლა დუმილის დრო აღარ არის. პრეზიდენტ სააკაშვილის მიერ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში განსახილველი განცხადების გათვალისწინებით და საქართველოს დემოკრატიის არსებული პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლის უზრუნველსაყოფად, სააკაშვილს პატიმრობა უნდა შეწყდეს მანამ, სანამ ის არ წარსდგება სამართლიანი სასამართლო პროცესის წინაშე, მისთვის წაყენებული ნებისმიერი ბრალდებისათვის.

იმის გამო, რომ საქარათველოში არ არსებობს მართლმსაჯულების სისტემისადმი საზოგადოების ნდობა, საერთაშორისო დაკვირვების გარკვეული ელემენტი უნდა შეიქმნას, რათა ხელი შეუწყოს დაძაბულობის განმუხტვას პროცესის წინსვლისთვის.

პოლიტიკურად მოტივირებული მართლმსაჯულების ეპოქა საბოლოოდ უნდა დასრულდეს საქართველოში. ეს ნათლად იყო ნათქვამი ევროკავშირისა და ამერიკის შეერთებული შტატების მედიაციით მიღწეულ 19 აპრილის შეთანხმებაში, რომელიც მოგვიანებით უარყო ქართულმა ოცნებამ.

პრეზიდენტი სააკაშვილი უნდა გათავისუფლდეს, რათა გზა გაუხსნას სტაბილურობისკენ მიმართულ ეროვნულ შეთანხმებას, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოში კრიზისის დასრულებას და იმ კურსის აღდგენას, რომლის ნახვაც ქართველ ხალხს სურს თავისი ერის მომავლისთვის",-ნათქვამია ევროპარლამენტარების წერილში , რომელსაც "ფორმულა" ავრცელებს.

"ფორმულას" ცნობით, ევროპარლამენტარების საერთო განცხადების ინიციატორია ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა და მას ხელს აწერენ ევროპარლამენტის სხვადასხვა ფრაქციის წარმომადგენლები.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ბიძინა
„წავა თუ არა ბიძინა არჩევნებით“ – დავით ზურაბიშვილი

გამოცემა პუბლიკა აქვეყნებს პოლიტოლოგ, დავით ზურაბიშვილის წერილს სათაურით, წავა თუ არა ბიძინა არჩევნებით? სხვადასხვა ვარიაციით ხშირად შემხვედრია მოსაზრება, რომ ბიძინა არჩევნებით არ წავა, ძალაუფლებას არ...

პოლიტიკა 1711639621

დვალიშვილი რამოსი
"სერხიო რამოსმა მომილოცა ჩვენი ნაკრების გამარჯვება" - მერაბ დვალიშვილი

ესპანეთის ნაკრების ყოფილმა მცველმა სერხიო რამოსმა მერაბ დვალიშვილს საქართველოს ეროვნული ნაკრების გამარჯვება საბერძნეთთან პირადად მიულოცა. ამის შესახებ UFC-ის ქართველი მებრძოლი სოციალურ ქსელში წერს. "ს...

სოცმედია 1711638356

გოცირიძე
„კატასტროფული დემოგრაფიის მთავარი მიზეზი ემიგრაციაა “ - რომან გოცირიძე

„კატასტროფული დემოგრაფიის მთავარი მიზეზი ემიგრაციაა“, – ამის შესახებ „ევროოპტიმისტების“ თავმჯდომარემ, რომან გოცირიძემ განაცხადა და თქვა, რომ თუ სწრაფი ეკონომიკური ზრდა არ მოხდა და ვითარება არ შეიცვალა...

პოლიტიკა 1711638246

ლენტიი
თბილისში ნარკოდანაშაულის ბრალდებით ახალგაზრდა ქალი დააკავეს

დაკავება თბილისის ცენტრში - "პირველების" ინფორმაციით, ნარკოდანაშაულის ბრალდებით ახალგაზრდა ქალი აიყვანეს. დაკავებულს ხელბორკილები მაშინ დაადეს, როდესაც ის ლისზე, ე.წ. სარბენ ბილიკზე გადაადგილდებოდა. ე...

კრიმინალი 1711638080

პეტრე კოლხი
„ნამდვილი „გოლი” ის იქნება, როცა ერთხმად ვეტყვით უარს რუსეთს და გავაპროტესტებთ რუსეთის აგენტების არსებობას საქართველოში…“ - მამა პეტრე კვარაცხელია

 მამა პეტრე კოლხი სოციალურ ქსელში წერს: „ერის გამოფხიზლება შესაძლებელი ყოფილა… ყველაფრის სასიკეთოდ  შეცვლაც შესაძლებელია… ინერტულობა და „ფეხებზე მკიდია” მდგომარეობა ყველას თანაბრად აზარალებს… ზოგი იტყ...

სოცმედია 1711637939

ლატვიის საგარეო
ჩარტერული რეისების გამოყენების გამო, ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა თანამდებობა დატოვა

ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, კრიშიანის კარინშიმ ჩარტერულ რეისებთან დაკავშირებული სკანდალის გამო თანამდებობა დატოვა. 23 მარტს ლატვიის გენერალურმა პროკურატურამ ფინანსების შესაძლო გაფლანგვასთან დაკ...

მსოფლიო 1711637719