მიხეილ სააკაშვილმა მკურნალობის გაგრძელების გადაწყვეტილება მიიღო

პოლიტიკა 1638952958    114

სააკაშვილი

სააკაშვილის ადვოკატის დიმიტრი საძაგლიშვილის ინფორმაციით, მესამე პრეზიდენტმა მკურნალობის გაგრძელების გადაწყვეტილება მიიღო.

საძაგლიშვილის განმარტებით, სააკაშვილმა პროტესტის ამ ფორმას პენიტენციური სამსახურის შეზღუდვების საპასუხოდ მიმართა, რომლის მიხედვითაც ყოფილ პრეზიდენტს ვიზიტორების მიღება, ასევე ტელევიზორით სარგებლობა აუკრძალეს. ხოლო მას შემდეგ, რაც პენიტენციურმა სამსახურმა უკან დაიხია, სააკაშვილმა სამედიცინო მკურნალობა გააგრძელა:

„რეალურად გუშინდელი ინციდენტი იყო სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გადაწყვეტილებაზე პენიტენციური სამსახურის რეაქცია. ბუნებრივია, რომ იუსტიციის სამინისტრო გაბრაზდა და სწორად გაბრაზდა, იმიტომ, რომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა 8 დარღვევა დაადგინა მიხეილ სააკაშვილთან მიმართებით და მხოლოდ პირადი ინფორმაციის გავრცელებაზე კი არ არის საუბარი ამ გადაწყვეტილებაში, საუბარია იმაზე, რომ ხშირად არაზუსტი ინფორმაციის გავრცელებაც კი ხდებოდა. ამის შემდეგ მე-18 დაწესებულებიდან ის ადამიანები, რომლებიც მონაწილეობდნენ მიხეილ სააკაშვილის მიმართ არაადამიანურ და წამებასთან გათანაბრებულ მოპყრობაში, გამოცხადდნენ გორის სამხედრო ჰოსპიტალში და მას შემდეგ, რაც დაიგულეს მიხეილ სააკაშვილის მკურნალი ექიმი გასული შენობიდან, შევიდნენ მასთან ოთახში. აქვე ხაზგასმით მსურს დავაფიქსიროთ, რომ ჩვენ მადლობას ვუხდით მკურნალ ექიმს ნინო გოგორიშვილს და სამედიცინო პერსონალს სრულად, მათთან დაკავშირებით არანაირი პრეტენზიები არ გვაქვს. პენიტენციური სამსახურის თანამშრომლებმა სააკაშვილს განუცხადეს, რომ დისციპლინური წარმოების შედეგად გამოტანილი იყო გადაწყვეტილება, რომ მას არ ექნებოდა შესაძლებლობა მიეღო ვიზიტორები და შეეზღუდებოდა ტელევიზორით სარგებლობის უფლება. ბუნებრივია, ამაზე მიხეილ სააკაშვილს ჰქონდა ძალიან მძაფრი რეაქცია და ამ ადამიანებს უბრალოდ დაატოვებინა პალატა და ცხადია, რომ არც დოკუმენტის დატოვება ამის გამო არ მომხდარა. პალატის დატოვების შემდეგ, დაახლოებით, საათნახევრის განმავლობაში ტელევიზორი გაუთიშეს საქართველოს მესამე პრეზიდენტს, რაზეც მიხეილ სააკაშვილს ჰქონდა ძალიან მძაფრი და სამართლიანი პროტესტი და მხოლოდ ამის შემდეგ მას აღუდგა სიგნალი, გუშინვე მოხდა ეს აღდგენა და დღესაც აქვს შესაძლებლობა, რომ უყუროს ტელევიზორს. რეალურად, ჩვენ ვნახეთ, რომ პენიტენციურმა სამსახურმა უკან დაიხია მხოლოდ მას შემდეგ, რაც მიხეილ სააკაშვილმა დააფიქსირა ძალიან მძაფრი პროტესტი.

რაც შეეხება ვიზიტორებს, გუშინ ჩვენ ვნახეთ, რომ შესაძლებლობა მიეცა მის პირად ექიმს, რომ შესულიყო და ყოველ შემთხვევაში არ მოგვისმენია ოფიციალური პოზიცია პენიტენციური სამსახურისგან, რომ არ შეუშვებენ ოჯახის წევრებს.

მათი განცხადებიდან ირკვევა, რომ თითქოს არანაირი გადაწყვეტილება არ მიუღიათ. რეალურად, ჩვენ ვნახეთ, რომ ეს იყო შექმნილი სიტუაციიდან თავის დაძვრების მცდელობა, რაც შედეგის თვალსაზრისით არის ძალიან კარგი, უბრალოდ სამარცხვინოა, როდესაც პენიტენციური სამსახური ასე იქცევა.

ძალიან სამარცხვინოა, როდესააც მინისტრი ბრეგაძე ერთ დღეს გვესაუბრება, რომ ძვირად ღირებული ტექნიკა დააზიანა სააკაშვილმა და მეორე დღეს განცხადებას ავრცელებენ, რომ 150 ლარს არ აღემატებაო. ასეთი იაფფასიანი განცხადებების კეთება რომ უწევთ როგორც მინისტრს, ისე პენიტენციური სამსახურის უფროსს, არის ძალიან სამწუხარო ამბავი. ასეთ აბსურდულ ვითარებაში ვცხოვრობთ და სამწუხაროდ, სახელმწიფო ინსტიტუციები ასე სამარცხვინოდ იქცევიან, გარდა ორი ინსტიტუციისა, ეს არის სახალხო დამცველი და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური,“- განაცხადა დიმიტრი საძაგლიშვილმა.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
გიორგი სანაია
"თამაზაშვილმა ჭიჭიაშვილს უთხრა, ეს შენი გასაკეთებელიაო" - რას ყვება გიორგი სანაიას საქმის ოქროს მოწმე მკვლელობის დაგეგმვაზე

ტელეკომპანია "ფორმულას" ეთერში, ვახო სანაიას საავტორო გადაცემაში გიორგი სანაიას მკვლელობის ოქროს მოწმე, კოტე ციხისთავი , რუსთავი 2-ის ჟურნალისტ გიორგი სანაიას მკვლელობის დაგეგმვის დღემდე უცნობ დეტალებ...

სამართალი 1643398019

გიორგი ფხაკაძე
"ავშენდით, ახალი წამალი თურმე..." - რას წერს გიორგი ფხაკაძე

პროფესორი, გიორგი ფხაკაძე, ეხმაურება თინა თოფურიას განცხადებას ,რომლის მიხედვითაც "საეკლესიო ზარების ვიბრაციებს შესწევთ უნარი, კოვიდისგან გაწმინდონ მთელი სივრცე" , და სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს...

საზოგადოება 1643395472

რუსეთი
შეშფოთებული ვართ საქართველოში ოპოზიციის მიერ გამართული ანტირუსული აქციით - რუსეთი

რუსეთმა საქართველოს ოპოზიციის მიერ გამართული უკრაინის მხარდასაჭერი აქციის გამო ნოტა გამოუგზავნა. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციული დეპარტამენტის აღმასრულებელი დირექტორი ამბობს, რომ შეშფ...

პოლიტიკა 1643391205

ზურაბიშვილი
"გამოვაცხადოთ მორატორიუმი სიძულვილის ენაზე" - პრეზიდენტმა მედიასაშუალებების წარმომადგენლებსა და საზოგადოებას თხოვნით მიმართა

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მედიასაშუალებების წარმომადგენლებსა და საზოგადოებას თხოვნით მიმართა. პრეზიდენტის თხოვნაა, მედიამ და საზოგადოებამაც გამოაცხადონ ერთგვარი მორატორიუმი სიძულვილი...

პოლიტიკა 1643390244

ზურაბიშვილი სააკაშვილი
მიხეილ სააკაშვილის შეწყალება იქნება ზეპოლარიზაციის საბაბი და არა დეპოლარიზაციის - ზურაბიშვილი

სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილის შეწყალება იქნება პოლარიზაციის საფუძველი და არა დეპოლარიზაციის.  "ამ შემთხვევაში მთავარი ის არის, რომ ღრმად ვარ დარწმუნებული, ასეთი ნაბიჯი იქნება ზეპ...

პოლიტიკა 1643387201

ზურაბიშვილი ივანიშვილი
ივანიშვილს საუბარი შევთავაზე, მაგრამ მითხრა, რომ პოლიტიკაში აღარაა - ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ჟურნალისტებთან ე.წ. ეროვნული თანხმობის პროცესის ფარგლებში შეხვედრისას აცხადებს, რომ მას სურდა "ეროვნული თანხმობის" პროცესი ბიძინა ივანიშვილისთვისაც აეხსნა, თუ...

პოლიტიკა 1643386686