"მინდა მივმართო ხელისუფლებას და ვთხოვო: ნუ ჩაერევა საპატრიარქო არჩევნებში ნურავის სასარგებლოდ“ - მიტროპოლიტი გიორგი ჯამდელიანი
პოლიტიკა • 1776613694
"მინდა მივმართო ხელისუფლებას და ვთხოვო: ნუ ჩაერევა საპატრიარქო არჩევნებში ნურავის სასარგებლოდ! პირიქით, დაიცვას უსაფრთხოება მომავალი გაფართოებული საეკლესიო კრების, რათა შევძლოთ მშვიდობიან გარემოში შეკრება და ღვთის შემწეობით არჩევანის გაკეთება. შესაძლოა ნებისმიერ ადამიანს და მათ შორის ხელისუფლების წარმომადგენლებსაც გააჩნდეთ ერთგვარი სიმპათია რომელიმე კანდიდატის მიმართ და ეს სრულიად ნორმალურია, რადგან ისინიც ჩვენი ეკლესიის შვილები არიან, თუმცა ყოვლად დაუშვებელია, ირიბადაც კი, ამ პროცესებში ჩარევა. მოციქულთა 30-ე კანონი ბრძანებს: “ეპისკოპოსი, რომელიც საერო მთავრებს დაიხმარებს და მათი შემწეობით მიიღებს ძალაუფლებას, განკვეთილ და განყენებულ იქნეს;ასევე ყველა მისი თანამზრახველი.”კანონის თანახმად ეპისკოპოსების, პატრიარქების გამორჩევის უფლება ყოველთვის ეპისკოპოსთა კრებას ეკუთვნოდა. ამაზე საუბრობს მეშვიდე მსოფლიო კრების მესამე კანონიც. ეკლესია ყოველთვის გმობდა, ეპისკოპოსის დადგინებისას, სახელმწიფო ხელისუფლების უკანონო ჩარევას. მოციქულთა კანონი ასეთ დანაშაულს სიმონიის ტოლფასად მიიჩნევს. ამიტომაც უწესებს კანონი მათ ისეთივე სასჯელს, როგორიც სიმონიისათვის არის დაწესებული - ხარისხიდან განკვეთას და ეკლესიიდან მოკვეთას.ეს ის შემთხვევაა, როდესაც კანონი თმობს თავის პრინციპს: არ განსაზღვროს ერთი დანაშაულისათვის ორი სასჯელი - და დამნაშავეს ადებს ორმაგ სასჯელს, რადგან სიმონია აღემატება ყველა მძიმე დანაშაულს.ყოველ მღვდელმთავარს არჩევნების შემდგომ უნდა ჰქონდეს განცდა, რომ ეს არის სულიწმინდით გამორჩეული პატრიარქი, ვისი კანონიკური მორჩილების ვალდებულებაც ექნება და არა “დანიშნული” პატრიარქი, რამაც შესაძლოა დიდი განსაცდელის წინაშე დააყენოს ეკლესია და განხეთქილებამდეც კი მიიყვანოს - რისგანაც დაგვიფაროს უფალმა!მკვდრეთით აღდგომილმა და ჯოჯოხეთის ბჭეთა შემმუსვრელმა ქრისტე მაცხოვარმა მოგვცეს კეთილგონიერება, რათა ჩვენს შორის მუდამ სუფევდეს თანხმობა და ქრისტესმიერი ერთსულოვნება. ამინ!" | წერს მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსი, მიტროპოლიტი გიორგი ჯამდელიანი სოციალურ ქსელში
ბუნების ძალასა და კანის ბალანსზე დაფუძნებული, კორეის სხვადასხვა რეგიონის ბუნებრივი ინგრედიენტებზე შექმნილი კორეული პრემიუმ ბრენდი ROUND LAB საქართველოს მომხმხარებლისთვის უკვე ხელმისაწვდომია. PSP-ს საა...
ბიზნესი & ეკონომიკა • 1778846299
დოლარის კურსი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია, რომელიც გავლენას ახდენს როგორც ინდივიდუალურად თითოეულ ჩვენგანზე, ასევე, ბიზნესებზე. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც სესხი უცხოურ ვალუტაშია აღებული,...
ბიზნესი & ეკონომიკა • 1778840400
ლარის სტაბილურობა ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისათვის. მასზე გავლენას ახდენს მრავალი კომპონენტი, თუმცა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი არის ექსპორტი. როდესაც ქვეყანა ზრდის ე...
ბიზნესი & ეკონომიკა • 1778840160
უძრავი ქონების ყიდვა სესხით (იპოთეკით) ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფინანსური გადაწყვეტილებაა. სწორად დაგეგმვის შემთხვევაში ეს არის ძლიერი ინსტრუმენტი, რომელიც გაძლევთ საშუალებას გახდეთ ქონების მფლო...
ბიზნესი & ეკონომიკა • 1778839500
ევროკავშირის ქვეყნებიდან გაძევებული მოქალაქეების რაოდენობით საქართველო მეორე ადგილზეა. ოფიციალური მონაცემების მიხედვით, ერთ წელიწადში საქართველოს 10,475 მოქალაქე გამოაძევეს შენგენის ზონიდან. მხოლოდ 20...
პოლიტიკა • 1778827689
უკრაინამ რუსეთში ეისკის სამხედრო აეროდრომს დაარტყა | უკრაინული დრონებით იერიშების შედეგად 15 მაისის ღამეს, კრასნოდარის მხარეში ძლიერი აფეთქებები დაფიქსირდა, რასაც ავიაბაზის ტერიტორიაზე ხანძარი მოჰყვა.
რუსეთ-უკრაინის ომი • 1778826178








