"მინისტრებსა და ძალოვნებს დანიშვნასა და "იძულებით გადადგომას" ივანიშვილის სახელით ჩუბინიძე ატყობინებს — დაფარული ნომრიდან" - Intelligence Online
პოლიტიკა • 1791645141
„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში გამოცემა Intelligence Online-ის სტატიას ეხმაურება და მის მიმოხილვას აქვეყნებს. როგორც გვარამია აღნიშნავს, აღნიშნული გამოცემა ევროპის უსაფრთხოების სამსახურების ერთ-ერთი მთავარი მედიაწყაროა.
გთავაზობთ ნიკა გვარამიას მიერ გავრცელებულ ტექსტს:
გამოცემა Intelligence Online, რომელიც ევროპის უსაფრთხოების სამსახურების ერთ-ერთი მთავარი მედიაწყაროა, აქვეყნებს სტატიას ანზორ ჩუბინიძეზე:
ანზორ ჩუბინიძე (სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი) არის ივანიშვილის მთავარი არხი როგორც ძალოვან სტრუქტურებთან, ისე მთელ ხელისუფლებასთან.
მინისტრებსა და ძალოვნებს დანიშვნასა და „იძულებით გადადგომას“ ივანიშვილის სახელით ჩუბინიძე ატყობინებს — დაფარული ნომრიდან. ივანიშვილთან მესიჯის მიტანაც მხოლოდ მისი გავლით ხდება. ივანიშვილი ციფრულ კვალს არ ტოვებს, განსაკუთრებით 2022 წლის შემდეგ.
გაზაფხულიდან სუს-ის მაღალჩინოსნებს ანტიკორუფციული და ჯაშუშობის საქმეებით იშორებენ. კონტრდაზვერვის უფროსი გელა გელაძე ხუთ თვეში შეცვალა თამაზ ბორაშვილმა. სუს-ის უფროსის პირველი მოადგილეა გიორგი ბახუაშვილი, ივანიშვილის ყოფილი მცველი ჩუბინიძის გუნდიდან, რასაც ავტორი სუს-ზე „მეთვალყურის“ მიჩენად მიიჩნევს.
ჩუბინიძე ივანიშვილთან 2010 წლიდანაა (პირად მცველად), თანამდებობაზე — 2013 წლიდან, და ერთადერთი ძალოვანი ხელმძღვანელია, რომელიც მას შემდეგ არ შეცვლილა. ოჯახსაც ის უვლის (2021 წლის ჩანაწერები ბერას თემაზე). მის სამსახურს საკუთარი მოსმენების შესაძლებლობებიც აქვს.
12 თებერვალს ესწრებოდა ირანის ღონისძიებას ივანიშვილების სასტუმრო „პარაგრაფში“, იმ ფონზე, როდესაც აშშ საქართველოს ირანული აქტივების გატანის არხად ასახელებს. ვაშინგტონმა მისი წონა იცის: 2023 წელს ელჩ რობინ დანიგანს ერთ-ერთი პირველი სწორედ ის შეხვდა.
სტატია ძირითადად ანონიმურ ყოფილ მინისტრებსა და უსაფრთხოების სამსახურების წყაროებს ეყრდნობა.
UFC-ის ქართველი მებრძოლი მერაბ დვალიშვილი აბუ-დაბიში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.„მინდა ყველას გაცნობოთ, რომ გამათავისუფლეს, კარგად ვარ, ჯანმრთელად და მზად ვარ გზის გასაგრძე...
სპორტი • 1794602917
14 ნოემბრის ენერგიები გამოირჩევა შინაგანი ჰარმონიის აღდგენით, კვირის ბოლოსკენ ძალების შეჯამებითა და განტვირთვის აუცილებლობით. კოსმოსური ფონი გვიბიძგებს, გადავხედოთ გასულ დღეებს, გავაანალიზოთ მიღწეული...
ეს საინტერესოა • 1794600374
საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭომ 2026 წლის ბიუჯეტიდან დარჩენილი სახსრების განაწილების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო, რომელიც საბჭოს წევრებისთვის ერთჯერადად გაზრდილ ჰონორარებსა და დამატებითი ე...
საზოგადოება • 1794598054
ჩრდილო-აღმოსავლეთ ინდოეთში, ასამის შტატში, ავტობუსისა და სატვირთო ავტომობილის შეჯახების შედეგად სულ მცირე 24 ადამიანი დაიღუპა, 11 კი დაშავდა. ავტოსაგზაო შემთხვევა იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლის...
მსოფლიო • 1794595089
სტამბოლში, ზეითინბურნუს რაიონის სანაპიროსთან ღუზაზე მდგომი ორი სატვირთო გემი ერთმანეთს შეეჯახა. ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა, თუმცა ორივე ხომალდი დაზიანდა. არსებული ინფორმაციით, ლიბანიდან რუმი...
მსოფლიო • 1794591096
როგორც „რადიო თავისუფლებისთვის“ გახდა ცნობილი, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის, ლუკა ეხვაიას თანამდებობიდან გათავისუფლება ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის, ხან ჭენგის ვიზიტს უკავშირდება. არსებული ინფორმაცი...
პოლიტიკა • 1794584851










