"მიტაცებულ სტრუქტურებთან სამართლებრივ დისკუსიაში დრო არ უნდა დავკარგოთ... ივანიშვილი კანონებით არ მოქმედებს...უზურპატორის ძალას, ძალა უნდა დავუპირისპიროთ" - ბაჩუკი ქარდავა

პოლიტიკა 1731498780

პოლიტიკოსები

ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ლიდერი ბაჩუკი ქარდავა აცხადებს, რომ რადგან 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები ხელისუფლების ბოროტად გამოყენების გზით გაყალბდა, რასაც როგორც საქართველოში, ასევე  დემოკრატიული დასავლეთის ყველა ქვეყანა თუ საერთაშორისო ორგანიზაცია აღიარებს, კონსტიტუციური ველიდან გასული ხელისუფლებისადმი დაუმორჩილებლობა სამოქალაქო ვალდებულებაა.

"ისევე, როგორც არ არსებობს ნახევრად ორსული, ასევე არ არსებობს ნახევრად ლეგიტუმური, ნახევრად სამართლიანი... კანონი ან კანონობს ან - არა.

2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგები ხელისუფლების ბოროტად გამოყენების გზით გაყალბდა. დაირღვა კონსტიტუცია და ყველა შესაბამისი კანონი.

მოსახლეობის 50%-ს პლუს ერთმა მოქალაქემ მხარი არ დაუჭირა ყოფილ ხელისუფლებას. შედეგად, ივანიშვილმა ზურგი შეაქცია კონსტიტუციას, ყველა კოდექსს, კანონსა თუ მუხლს...

ფაქტია, ქვეყნის შიგნით და გარეთ აღიარებულია - ივანიშვილი უზურპატორია, პარლამენტი არალეგიტუმურია...

კარგია, რომ სამართლებრივი არგუმენტები საჭიროზე მეტი იქნა მოძიებული. მათ შორის იმგვარი ფუნდამენტური ხასიათის, როგორიცაა ხმის მიცემის ფარულობის დარღვევა.

ნებისმიერი მექანიზმი, რომელსაც ოპოზიცია არალეგიტიმურობის დამატებითი დემონსტრირებისთვის გამოიყენებს - იქნება ეს ცესკოში განაცხადი არალეგიტიმურ პარლამენტზე უარის თქმის და ა.შ. არის საჭირო, მაგრამ ისინი დამხმარე კომპონენტებია. ყველა სამართლებრივი პროცედურა უნდა გავიაროთ, მაგრამ უზურპატორ ივანიშვილის მიერ მიტაცებული სტრუქტურების სამართლებრივ არგუმენტების წინააღმდეგ დისკუსიაში დრო არ უნდა დავკარგოთ.

მოცემულობა ასეთია :

ივანიშვილი ძალაზე დაყრდნობით ცდილობს შეინარჩუნოს ხელისუფლება, და სამწუხაროდ, ჩვენც გვრჩება ერთადერთი გზა, სხვა ყველაფერი მეორეხარისხოვანია - უზურპატორის ძალას ძალა უნდა დავუპირისპიროთ და ეს ძალა დღეს საქართველოს მოქალაქეებშია.

კონსტიტუციური ველიდან გასული ხელისუფლების წინააღმდეგ დაუმორჩილებლობა სამოქალაქო ვალდებულებაც კია.

კანონიერი პარლამენტის მუშაობისთვის ხელის შეშლა დანაშაულია, მაგრამ მიტაცებული პარლმანეტის ძალით დაბრუნება სრულიად ლეგიტუმურია.

ახლა დგას საკითხი ასე - როდის შეიკრიბება ის ძალა, რომელიც მიტაცებულ ძალას დაამარცხებს?

ეს აუცილებლად მოხდება და უმეტესი დრო სწორედ ამ ძალის მობილიზებას უნდა დავუთმოთ."

აცხადებს ბაჩუკი ქარდავა,

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
მაკო გომური
"ქოცების სასამართლოში არ მივალ" - მაკო გომურის პირველი კომენტარი გახარიას წინააღმდეგ აღძრულ საქმეზე

მაკო გომური გიორგი გახარიას წინააღმდეგ აღძრული საქმის შემდეგ პირველ კომენტარს აკეთებს და აცხადებს, რომ "ქოცების სასამართლოში არ მივა". მისი თქმით, გიორგი გახარიაც კი იმსახურებს, რომ სამართლიანმა სასამ...

პოლიტიკა 1762958294

ქოცები ყვარელი
„ყვარლის მერის მოადგილემ საკრებულოს თავმჯდომარის ძმას სცემა, შემდეგ ძმებმა - მას“ - პროკურატურა

პროკურატურამ ივანიშვილის ყვარლის მერის მოადგილეს, ლევან გელაძეს, საკრებულოს თავმჯდომარეს, გივი ზაუტაშვილს და მის ძმას, ნიკა ზაუტაშვილს მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების ფაქტზე ბრალდება წარუდგინა. "შინა...

კრიმინალი 1762955531

იტალიის პოლიცია
ტანსაცმლისა და სამკაულების ქურდობის ბრალდებით იტალიაში, ქალაქ რომში, საქართველოს 27 წლის მოქალაქე დააკავეს

იტალიაში, ქალაქ რომში, ტანსაცმლისა და სამკაულების ქურდობის ბრალდებით საქართველოს 27 წლის მოქალაქე დააკავეს. იტალიური მედიის ცნობით, ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრში მდებარე მაღაზიიდან მოპარულია 200 ევროს ღირებ...

კრიმინალი 1762955427

დოროთე ყურაშვილ
"საქართველოს ხელისუფლების მიერ განხორციელებული ქმედებების შედეგად, საქართველოს გაწევრიანების პროცესი ფაქტობრივად შეჩერებულია"- ევროკომისიის პასუხი არქიმანდრიტ დოროთე ყურაშვილს

"საქართველოს ხელისუფლების მიერ განხორციელებული ქმედებების შედეგად, საქართველოს გაწევრიანების პროცესი ფაქტობრივად შეჩერებულია" | ასე პასუხობს ევროკომისიის წარმომადგენელი დავიდ კულენი არქიმანდრიტ დოროთე...

პოლიტიკა 1762953937

ბიძნა გახარია
"ივანიშვილის პერსონალური ვენდეტა" - გახარიას გუნდის პირველი კომენტარი

 გიორგი გახარიას გუნდში ექსპრემიერის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებას "ივანიშვილის პერსონალურ ვენდეტად" აფასებენ. როგორც ანა ბუჩუკური "ტვ პირველის" პირდაპირ ეთერში ამბობს, ბიძინა ივანიშვილ...

პოლიტიკა 1762952375

მირცხულავა
"აბა რა ეგონა(თ)... აი, გახარიას საქმე ეგრეა - არც "აქ" დაედგომება და არც "იქ - ანა"... ვაი, თქვენს პატრონს უბედურს“ - გოჩა მირცხულავა

ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა: რა ვიცი... ვიცი? არ ვიცი?! ანუ "აბა რა ეგონა(თ)...აი, გახარიას საქმე ეგრეა - არც "აქ" დაედგომება და არც "იქ - ანა".და ის, ალტერეგო რომ ჰყავს - შარა-შარა-შიძე, ნაცმოძრაობის...

სოცმედია 1762950250