"მხარი დაუჭირეთ საქართველოსთვის სტატუსის მინიჭებას" - NGO-ის წერილი საელჩოებს

პოლიტიკა 1701694748

პოლიტიკა

სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები იტალიის ელჩს შეხვდნენ და ერთობლივი წერილი გადასცეს, რომელსაც ათობით არასამთავრობო ორგანიზაცია აწერს ხელს. ორგანიზაციები წერილით ითხოვენ, რომ ევროკავშირის წევრმა სახელმწიფოებმა მხარი დაუჭირონ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას.

სამოქალაქო სექტორში მიიჩნევენ, რომ მნიშვნელოვანია გადაწყვეტილების მიმღებმა პირებმა მკაფიოდ დაინახონ სამოქალაქო საზოგადოების ურყევი პოზიცია.

"საქართველოსთვის მნიშვნელოვანია, რომ მიიღოს კანდიდატის სტატუსი, სწორედ ამიტომ სამოქალაქო საზოგადოების განცხადება, შეხვედრები ამისთვის არის მნიშვნელოვანი, რომ ჩვენ მივიტანოთ გზავნილები და ვთხოვოთ, რომ საქართველოს მხარდაჭერა ჰქონდეს, როდესაც უკვე გადაწყვეტილებაზე მიდგება საკითხი. ჩვენთვის მნიშვნელოვანია სტატუსი ბევრი მიმართულებით და ყველაზე მთავარი ის არის, რომ ეს გვაძლევს საშუალებას საქართველოში ეროვნულ დონეზე დაიწყოს სასამართლო რეფორმა, რეფორმები სხვადასხვა მიმართულებით", - აცხადებს ორგანიზაცია "სამართლიანი გუშაგის" ხელმძღვანელი ნაზი ჯანეზაშვილი.

ორგანიზაცია დემოკრატიის მცველების წევრი რაფიელ კაკაბაძე ამბობს, რომ ამ წერილით ითხოვენ, "მხარი დაუჭირონ ქართველ ხალხს და ამ ისტორიულ მომენტში მიანიჭონ ქვეყანას კანდიდატის სტატუსი".

""14-15 დეკემბერს, როდესაც იქნება უშუალოდ გადაწყვეტილების მიღების დღე ევროპული საბჭოს მიერ, ვთხოვთ მხარი დაუჭირონ ქართველ ხალხს და ამ ისტორიულ მომენტში, მოგვანიჭონ კანდიდატის სტატუსი და ამით კიდევ ერთხელ გვსურს გამოვხატოთ ჩვენი, სამოქალაქო საზოგადოების მტკიცე ნება და სურვილი, რომ ქვეყანა გახდეს ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი ქვეყანა", - აცხადებს კაკაბაძე.

 

იტალიის საელჩომდე, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები საბერძნეთის საელჩოშიც იმყოფებოდნენ. ამასთან, მათ მსგავსი წერილები გადასცეს საფრანგეთის, გერმანიის, ლიეტუვისა და ესტონეთის ელჩებსაც.

ევროკომისიამ გასცა რეკომენდაცია, რომ საქართველოს მიენიჭოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი. ევროკომისიამ სამუშაო დოკუმენტი გაასაჯაროვა, სადაც მიმოხილულია საქართველოში პოლიტიკური მდგომარეობა, სასამართლო სისტემა, ადამიანის უფლებები და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები.

გაფართოების შესახებ ევროკომისიის მოსაზრებაში მითითებულია 9 დათქმა და საუბარია მათ შორის 2024 წლის არჩევნებზე - ევროკომისია აღნიშნავს, რომ საქართველომ უნდა უზრუნველყოს თავისუფალი, სამართლიანი და კონკურენტული საარჩევნო პროცესი. ასევე, დაასრულოს და განახორციელოს სრული და ეფექტური სასამართლო რეფორმა, გააუმჯობესოს არსებული სამოქმედო გეგმა დეოლიგარქიზაციაზე, დამატებით მიაქციოს ყურადღება პოლიტიკური პოლარიზაციის საკითხს და სხვა.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ცესკო
ინფორმაცია საუბნო საარჩევნო კომისიების ხელმძღვანელი პირების/წევრების არჩევის შესახებ

ცენტრალური საარჩევნო კომისია საუბნო საარჩევნო კომისიების ხელმძღვანელი პირების/წევრების არჩევის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს: როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, საოლქო საარჩევნო კომისიებმა საუბნო საარჩევ...

საზოგადოება 1725894768

პოლიტიკოსები
„საქართველოსთვის გადამწყვეტია, დაადასტუროს EU-ში გაწევრიანებისადმი ერთგულება“ - ოლივერ ვარჰეი

საქართველოსთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, დაადასტუროს ევროკავშირის გაწევრიანებისადმი ერთგულება და ევროკავშირის გზაზე წინ წაიწიოს -  ამის შესახებ ევროკავშირის გაფართოების საკითხებში უნგრელმა ევროკო...

პოლიტიკა 1725893431

ელისაშვილი
„ქართული ოცნება“ არის მოყანყალებული ქოსა-ტყუილების პარტია, გრძნობს, რომ მათი დრო წავიდა“ - ალეკო ელისაშვილი

„ქართული ოცნება” ცდილობს, შეაფერხოს მთელი საქართველოს მასშტაბით ჩვენი კოალიციის, „ძლიერი საქართველოს“ კამპანია -  ასე ეხმაურება ქარელში მომხდარ ინციდენტს „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, ალეკო ელ...

პოლიტიკა 1725893127

ლაშა ბაქრაძე~
"სამსახურიდან გაგდებას დიდი ხანია, მოველი... კარგი იქნებოდა, რომ ეს მედიიდან და სამინისტროს საიტიდან არ გამეგო და კულტურის სამინისტროდან ვინმე შემხმიანებოდა" - ლაშა ბაქრაძე

"სამსახურიდან გაგდებას დიდი ხანია, მოველი... კარგი იქნებოდა, რომ ეს მედიიდან და სამინისტროს საიტიდან არ გამეგო და კულტურის სამინისტროდან ვინმე შემხმიანებოდა", - ამის შესახებ ლიტერატურის მუზეუმის უკვე...

პოლიტიკა 1725892334

ზურაბიშვილი
"13 სექტემბერი, 19:00 საათი - სახალხო ზეიმი ორბელიანების სასახლეში" - პრეზიდენტმა ოლიმპიელებისა და პარალიმპიელების დაჯილდოების ღონისძიება ოფიციალურად ჩანიშნა

საქართველოს პრეზიდენტმა ოლიმპიელებისა და პარალიმპიელების დაჯილდოების ღონისძიება ოფიციალურად ჩანიშნა. როგორც მისმა წარმომადგენელმა მედიასთან ისაუბრა, ღონისძიება 13 სექტემბერს, 19:00 საათზე დაიწყება, გა...

საზოგადოება 1725892228

ხალხის ძალა
„ჩვენც ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ევროპა მალე გათავისუფლდეს მარიონეტი მმართველობითი სისტემისგან“ - ხალხის ძალა

ხალხის ძალა მორიგ ანტიდასავლურ განცხადებას ავრცელებს. ბიძინა ივანიშვილის დეპუტატების მტკიცებით, "თუ აქამდე გარე აქტორები თავს იკავებდნენ ლგბტ პროპაგანდის აკრძალვის კანონზე ღია თავდასხმისგან, ამჯერად ე...

პოლიტიკა 1725891255