პოლიტიკა • 1722576401
"მხარს ვუჭერ აშშ-ის ზომებს, რომლებსაც "ოცნების" წინააღმდეგ იღებს... სულელური გადაწყვეტილება იყო, ხელისუფლების მთავარი პირი მდგარიყო [ირანში] ინაუგურაციაზე", - ამის შესახებ შეერთებული შტატების ყოფილი ელჩი საქართველოში, იან კელი, "მთავარი არხის" ეთერში, გადაცემაში "ღამის მთავარი" საუბრობს. ის ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს აფასებს და ეხმაურება როგორც კობახიძის ირანში, ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციაზე, გამგზავრებას, ისე აშშ-ის მიერ "ოცნების" ხელისუფლებისთვის ფინანსური დახმარების შეჩერებას.
"გუშინდელი დღე ცოტა სევდიანი იყო მას შემდეგ, რაც მოვისმინეთ სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადება და გარკვეული დახმარების შეზღუდვა საქართველოსთვის... 2016-18 წლებში, როცა ხელისუფლებაში ჯერ კიდევ ეს ხელისუფლება იყო, პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი და პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი, მათთან ურთიერთობა მქონდა და ძალიან სასარგებლო პროექტებს ვახორციელებდით. აქ იყო თავდაცვის ძალების აღჭურვა, ტექნოლოგიების განვითარების თვალსაზრისით ქმედებები, მათი ქართულ სკოლებში შეტანა... შემდეგ, სამწუხაროდ, საქართველოს მთავრობა შეჩერდა, ამ მიმართულებით განვითარება შეწყვიტა, რამაც სევდა მომგვარა. ჩვენი ყველა პროექტი საქართველოს ხალხის და არა მთავრობის დასახმარებლად ხორციელდებოდა და ამის შესახებ მთავრობის მხრიდან დეზინფორმაციის გავრცელება არასწორია...
[...]
ქართველი ხალხი იტყვის თავის სიტყვას და ეს მოხდება ოქტომბერში. მანამდე, ფოკუსირება და მხარდაჭერა სწორედ ქართველი ხალხის მიმართ უნდა იყოს. მე მხარს ვუჭერ აშშ-ის ხელისუფლების ზომებს, რომლებსაც ისინი "ქართული ოცნების" ხელისუფლების წინააღმდეგ იღებენ. ჩვენი ფოკუსი ნამდვილად ხალხის მხარდაჭერაზეა, რომლებსაც დასავლეთთან დაახლოება სურთ და ეს არაერთხელ აჩვენეს.
[...]
ეს იმიჯი ძალიან სამწუხარო იყო, ხელისუფლების მთავარი პირი მდგარიყო ამ ინაუგურაციაზე ტერორისტის გვერდით, ეს საშინელი სანახავი იყო. ეს სულელური გადაწყვეტილება იყო, საქართველოს მთავრობის მხრიდან - ჯერ გაეგზავნა იქ საქართველოს პრემიერმინისტრი და შემდეგ, დაეყენებინა ასეთი ადამიანის გვერდით. ასეა თუ ისე, ეს ხელისუფლება ცდილობს, რაღაც გარკვეული მხარდაჭერა გამოხატოს ჩინეთის მიმართ, მაგალითად პორტის მშენებლობის საკითხები, რომელიც ასეთ ცხელია ამ ეტაპზე", - განაცხადა იან კელიმ.
ადვოკატი თორნიკე მიგინეიშვილი: გვჭირდება ყველა მოქალაქის დახმარება!თბილისის ყველა განყოფილებაში მისვლა და ტვ პირველის ოპერატორის ადგილზე მოძებნა.ადამიანი გააქრეს და მოსაძებნია!
პოლიტიკა • 1739916169
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, “ტვ პირველის" ახალი ამბების ოპერატორი, ლაშა ჯიოშვილი დაკავებულია ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსით. “ლაშა ჯიოშვილი დაკავებულია 173-ე მუხლით, რაც გული...
პოლიტიკა • 1739914256
რამდენიმე წუთის წინ, ჯავახიშვილის ქუჩაზე (ელბაქიძის დაღმართი) ტელეკომპანია პირველის ოპერატორი ლაშა ჯიოშვილი სამოქალაქო ტანსაცმლიანმა, ნიღბიანმა ადამიანებმა ავტომანქანაში ძალის გამოყენებით ჩასვეს და გა...
პოლიტიკა • 1739911865
ნოდარ მელაძე: კრიმინალური პოლიციის უფროსი არც ზარებს და არც მესიჯებს არ პასუხობს. არ ვიცით სად არის ტვ პირველის ოპერატორი - ლაშა ჯიოშვილი. ადვოკატი რეკავს, იზოლატორებში არსად არააა!სპეციალური საგამოძი...
პოლიტიკა • 1739911337
ტვ პირველის ოპერატორის გატაცების კადრები "პიროვნება ვისაც იჭერდნენ ყვიროდა ოპერატორი ვარო და ჯიბეში ჩამიდეს რაღაცო" წერს Natia JIvotnikova და ვიდეოს აქვეყნებს
პოლიტიკა • 1739910946
ნოდარ მელაძე: თბილისში ელბაქიძის აღმართის მიმდებარე ტერიტორიიდან გაიტაცეს, ტელეკომპანია პირველის ახალი ამბების სამსახურის ოპერატორი ლაშა ჯიოშვილი. ლაშა საპროტესტო აქციის შემდეგ სახლში ბრუნდებოდა, რა დ...
პოლიტიკა • 1739910320
ეს საინტერესოა • 1739735883
17 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი